გამოტოვებული მატჩები
ბრაზილიის ჩემპიონატში სამი თამაში გაიმართა და სერია A 7 ივლისამდე დაგვემშვიდობა. მოგეხსენებათ, 15 ივნისს კონფედერაციის თასი იწყება, რომელიც პირველ ივლისამდე გასტანს და ამ პერიოდში საკლუბო ფეხბურთისთვის არავის ეცლება.

გადმოტანილი სამი შეხვედრიდან ორი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა - სეზონის ძალიან ცუდად დამწყები "სანტოსი" და "ატლეტიკო მინეირო" ერთმანეთს "ვილა ბელმიროზე" დაუპირისპირდნენ, "გრემიომ" კი "სან პაულოს" უმასპინძლა.

"სანტოსს" პირველ 4 თამაშში მოგება არ ჰქონდა და ამ შეხვედრაშიც რამდენიმე ლიდერი (მონტილიო, ფელიპე ანდერსონი, პატიტო როდრიგესი) აკლდა. დანაკლისი ჰქონდა "ატლეტიკოსაც": ბრაზილიის ნაკრებში გამოძახების გამო, კლუბს ჟო ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო რონალდინიო, ვინც იმ დღეს მასპინძელთა მცველებმა საიმედოდ ამოკეტეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე სისერომ გაიტანა და "სანტოსს" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა.

"სანტოსის" გარდა, ერთადერთი გუნდი, ვისაც გამარჯვების გემო არ გაეგო, "პორტუგეზა" გახლდათ, თუმცა ამ დღეს ლიგის დებიუტანტმაც იხეირა, თანაც "პორტუგეზამ" ეს თანაშტატელთან და ბრაზილიის მოქმედ ჩემპიონთან, "ფლუმინენსესთან" გააკეთა. გამარჯვების მომტანი გოლი პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან" სამშობლოში დაბრუნებულმა დიოგომ გაიტანა, ვისთვის ეს ბურთი მიმდინარე "ბრაზილეირაოში" პირველი იყო.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგა პორტუ ალეგრიში, სადაც წინა ტურში დამარცხებულმა "გრემიომ" (0:2 "ატლეტიკო მინეიროსთან") "სან პაულოს" უმასპინძლა, რომელიც წინა ტურში ასევე დამარცხდა (შინ, "გოისთან"). შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. სტუმრები 42-ე წუთზე ლუიშ ფაბიანოს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე კლებერმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

"გრემიო" და "სან პაულო" 8-8 ქულით მე-6-7 ადგილებზე არიან, ლიდერი კი "კორიტიბაა", რომელსაც თითო ქულით "ვიტორია" და "ბოტაფოგო" ჩამორჩებიან.

სანტოსი-ატლ. მინეირო 1:0

გოლი: 1:0 სისერო (4)

გაძევება: მარკოს როჩა (89. ატლეტიკო მინეირო)

პორტუგეზა-ფლუმინენსე 2:1

გოლები: 1:0 სოუზა (23), 1:1 რაფაელ სობისი (37), 2:1 დიოგო (83)

გრემიო-სან პაულო 1:1

გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანო (42), 1:1 კლებერი (87)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 4 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ბიანკუჩი (ვიტორია), ფერნანდაო (ბაია); 3 - დეივიდი (კორიტიბა), ვილიამი (პონტე პრეტა), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), რაფაელ სობისი (ფლუმინენსე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. სერია A. V ტური: რონალდინიომ ყოფილი გუნდი დაამწუხრა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
ტრანსფერ-ONLINE: 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ. ᓡᓔᕠᓘᓐ A. V ᓢᕣᓠᓘ: ᓡᓐᕘᓜᓢᓔᓠᓔᓡᓝ ᕛᓐᓢᓩᓔᓑᓘ
კვირა ციფრებში: სერიები, წითლები და ჰეთ თრიქები
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის პირველი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა
ლა ლიგა "სევილიის" გამარჯვებით დაბრუნდა [VIDEO]
ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
პსჟ-სიტი 2:2 - ნახევარფინალისტი მანჩესტერში გაირკვევა
"ლაციომ" ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება უარყო
სერია A. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლორენცო პაშიუტის უცნაური პოკერი
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
"იუვენტუსი" ზაფხულში "ლაციოს" ნახევარმცველით გაძლიერდება
ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა და დღეს "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
საიუბილეო "სიტი": ბონის პირველი, პელეგრინის მეასე, "სიტის" მეათასე
"ᓛᓐᓜᓩᓔᓡᓢᕔᓠ ᓡᓘᓢᓘ" ᓡᓔᓡᓙ ᓤᓐᓑᓠᓔᓒᓐᓡᓘᓗᓐ ᓓᓐ ᓤᓔᓠᓜᓐᓜᓓᓝᓗᓘ ᓫᓚᓘᓔᓠᓓᓔᕑᓐ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინგლისი. პრეიმერლიგა. XVIII ტური: არსენ ვენგერის ორმაგად საიუბილეო გამარჯვება
რონალდინიოს ტიტული უნდა
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]