ამ ახალდაარსებულ ტურნირში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ - 21-23 ივნისს, ბერძენ-რომაელები კი ერთ კვირაში გამოვლენ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ქვეყნის თასის გათამაშებისთვის ემზადებიან.

ამ ახალდაარსებულ ტურნირში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ - 21-23 ივნისს, ბერძენ-რომაელები კი ერთ კვირაში გამოვლენ.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ ბერძენ-რომაელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ - ბეგი დარჩიამ კონსულტანტის პოსტზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი არაერთი სახელოვანი ფალავნის აღმზრდელმა ოთარ ტატიშვილმა დაიკავა.

ამის შემდეგ ნაკრების სამწვრთნელო გეგმაშიც მოხდა ცვლილებები, თუმცა არა ამ საკადრო გადაადგილების, არამედ უფრო ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით. კერძოდ, უსახსრობის გამო გუნდი საზღვარგარეთ ასე საჭირო ერთობლივ შეკრებებს ვეღარ გაივლის და მსოფლიოსთვის მხოლოდ შიდა ვარჯიშებით შემოიფარგლება.

გუნდი სადღეისოდ თბილისში ემზადება საქართველოს თასისთვის, 10 ივლისიდან კი ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ ორკვირიან შეკრებას გაივლის. მეორე ეტაპი 9-11 აგვისტოს ასტანაში ტურნირზე გამოსვლაა.

ამიტომ მაღალმთიანეთიდან დაბრუნებულები ბარში ადაპტაციისთვის სამ დღეში ბორჯომში დაიწყებენ ხანმოკლე შეკრებას, მისი დასრულებისთანავე კი ყაზახეთში გაფრინდებიან, სადაც "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში გამოვლენ.

სამწუხაროდ, ესაა ერთადერთი შეჯიბრება, რომელშიც 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში თავსდება.

ყაზახეთიდან დაბრუნებული გუნდი კიდევ ორ შეკრებას გაივლის ბორჯომში, რასაც უკვე სეზონის მთავარი შეჯიბრება - მსოფლიოს პირველობა მოსდევს.

ოთარ ტატიშვილის თქმით, საქართველოს თასზე უკლებლივ ყველა ლიდერის გამოსვლა სავალდებულოა და ის შეღავათს არავის აძლევს. მისი თქმით, იჭიდავებს ევროპის წლევანდელი პირველობის სამივე მედალოსანი, ვიცე-ჩემპიონები - ზურაბ დათუნაშვილი (74) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) და ბრინჯაოს პრიზიორი გურამ ფერსელიძე (120).

აგრეთვე - გუნდის სხვა ტიტულოვანი წევრები. ჯერჯერობით ტურნირიდან გათავისუფლებული არავინაა და ვნახოთ, ვინმეს ტრავმა ან რამე ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ არ შეუშლის ხელს.

საქართველოს თასი მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა, რადგან წლეულს ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირები აღარ ტარდება. იმედია, ფედერაცია გაისად უზრუნველყოფს ამ საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვას და ქვეყნის თასსაც შეინარჩუნებს, რაც ჩვენს გუნდებს სატურნირო პრაქტიკის თვალსაზრისით მხოლოდ წაადგებათ.

ტატიშვილი ნაკრებში ერთი რევოლუციური სიახლის დანერგვასაც აპირებს, თუმცა ეს იმდენად აუცილებელი და სხვებთან იმდენად აპრობირებული მეთოდია, ძნელია, სიახლე უწოდო.

მწვრთნელი გეგმავს, სპორტსმენთა პირადი წონა ტურნირებისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც მკაცრად აკონტროლოს და არა მხოლოდ უშუალოდ შეჯიბრების წინ.

საამისოდ ის დასაშვებად მიიჩნევს, მაქსიმუმ 6-კილოგრამიან გადაჭარბებას მოსამზადებელ ციკლში, ხოლო ვისაც უფრო მეტად გაექცევა პირადი წონა, ვარჯიშებზე აღარ დაუშვებს.

ასეთი მიდგომა ფალავნებს აიძულებს, ყოველდღიურად აკონტროლონ საკუთარი წონა, ეს კი თავიდან აგვაცილებს იმ სავალალო შედეგს, როცა ბოლო შეკრებაზე 10-15 კილოგრამი აქვთ დასაკლები.

ბევრი ამას შეკრებაზე ვერც ახერხებდა და ზედ ტურნირის წინ იტანჯებოდა რბენით, საუნაში ოფლის ღვრით და ათასგვარი სხვა საშუალებებით.

წესით, იმ დროს, როცა უნდა დაესვენათ და ძალები მოეკრიბათ, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად იტანჯებოდნენ და რა გასაკვირია, შეჯიბრებაზე თუ გამოფიტული და არაფრის მქნელები იყვნენ.

ამ საკითხში სავსებით ვეთანხმებით მწვრთნელს - 6 კილოგრამის უპრობლემოდ დაკლება (მით უფრო - საშეკრებო ციკლზე გაწელილ პროცესში და არა ერთბაშად) სავსებით შესაძლებელია, დისციპლინა კი პროფესიონალმა სპორტსმენმა, უპირველესად, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა