საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით პროექტი - "საქართველო - ჩვენი ფასეულობები" ხორციელდება
როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი - "საქართველო - ჩვენი ფასეულობები".

მრავალტომეულის გამოცემა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ორი წიგნი - "საქართველოს ბუნება" და "ქართული სპორტის ოქროს წიგნი".

15 ივნისს ამ გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

"ქართული სპორტის ოქროს წიგნი" პრეზენტაციაზე წარადგინა კრებულის შემდგენელმა და რედაქტორმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

წიგნში უხვადაა წარმოდგენილი ტექსტობრივი და ფოტომასალები როგორც სპორტის ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სახეობების შესახებ.

მკითხველი გაეცნობა საქართველოს სახელოვანი სპორტსმენების მიღწევებს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებში, სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ცნობილი სპორტსმენები, მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე