ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სასწაული ფინიქსში

სასწაული ფინიქსში

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
გასული უქმეების მთავარი შეხვედრა ნიუ ორლეანში გაიმართა, სადაც ადგილობრივ "ჰორნეტს" სტუმრად "მაიამი ჰიტი" ეწვია. მასპინძლებმა ყველასთვის მოულოდნელად ზედიზედ ოთხი მოგებით დაიწყეს ჩემპიონატი და სწორედ აღნიშნულ მატჩში ელოდნენ ამ ბრწყინვალე სერიის შეწყვეტას, მაგრამ ნიუორლეანელთა ზღაპარი გაგრძელდა. "ჰორნეტსმა" დამაჯერებლად ჩააბარა ეს ურთულესი გამოცდა - თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ეჭვი არავის შეპარვია მასპინძლების უპირატესობაში.

სანამ შეხვედრის დებიუტში "ჰიტის" "დიდი ტრიო" ტყორცნების გაყოფით იყო დაკავებული, "ნიუ ორლეანმა" კრის პოლის მეთაურობით გაქცევა მოახერხა და უკვე პირველ მეოთხედში უპირატესობამ 14 ქულა შეადგინა. სპოელსტრას შეგირდებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ყველა პრობლემა, რომელზეც ადრე ლაპარაკობდნენ, ამჯერადაც წინა პლანზე გამოვიდა. ასე მაგალითად, კრის ბოშმა პირველ ტაიმში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, რასაც ერთი მოხსნა დაუმატა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი აღმოჩნდა. კიდევ უფრო ცუდად იყო საქმე საკუთარ სამწამიანში. მეტოქის ფართან სასწაულებს ახდენდა "ჰორნეტსის" ცენტრი ემეკა ოკაფორი - მან 13-ჯერ ისროლა და 12 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა! წესით და რიგით, ყველას მიერ ჩამოწერილი კალათბურთელი ასე არ უნდა იბრიყვებდეს ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტს.

მაგრამ ამ პრობლემების მიუხედავად, "მაიამიმ" მაინც შეძლო ჩამორჩენის გაბათილება. მეორე ნახევარში გააქტიურდნენ დუეინ უეიდი და ლებრონ ჯეიმსი. თავიანთი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ფლორიდელებმა არამარტო შეამცირეს სხვაობა, არამედ წინაც გავიდნენ: 59 წამით ადრე "ჰიტი" მატჩში პირველად დაწინაურდა - 90:89. თუმცა "ნიუ ორლეანმა" პირთამდე სავსე ტრიბუნების დახმარებით თამაშზე კონტროლი არ დაკარგა და ბოლო წუთს გონს მოეგო. გუნდი გადაარჩინა ტრევორ არიზამ, რომელმაც დროულად ჩააგდო სამქულიანი, ამას კრის პოლის ზუსტი ტყორცნა და აუღელვებელი დევიდ უესტის ზუსტი საჯარიმოები მოჰყვა.

ბოლო შეტევაში ფლორიდელთა სნაიპერებმა - უეიდმა და ჰაუსმა ორი სამქულიანი გააფუჭეს. ამ მხრივ "ჰიტს" სერიოზული პრობლემა ჰქონდა - 21-დან მხოლოდ 5 ზუსტი ტყორცნა. მარტო ჰაუსმა შორიდან შვიდჯერ ააცილა. გადაცემების მხრივაც კარგად ვერ იყო საქმე: გუნდმა ჯამში 19 შედეგიანი პასი დააგროვა - იმდენი, რამდენიც "ჰორნეტსის" გამთამაშებელ კრის პოლს ჰქონდა.

ამასობაში, ტომ ტიბოდო ბოსტონში დაბრუნდა, ამჯერად "ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ტომი თავის ყოფილ გუნდს ხუთი თითივით იცნობს და "ხარები" შესანიშნავად მოამზადა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. სასტარტო წუთებმა ნათლად დაგვანახა, რომ სტუმრები მასაჩუსეტსში გამარჯვებისთვის ჩავიდნენ. მაგრამ დოკ რივერსმაც შეძლო კოლეგის გაკვირვება. სათადარიგოებმა - დენიელსმა და დევისმა მეორე მეოთხედში გაიბრწყინეს და საქმე გაურთულეს "ბულზს".

როგორც აღმოჩნდა, "ჩიკაგო" ამ მატჩში როუზის, დენგის, გიბსონისა და ნოას კვარტეტის იმედად უნდა ყოფილიყო. მატჩის ბოლოსკენ ისინი "სელტიქსის" ვეტერანებზე მხნედ გამოიყურებოდნენ. სტუმრებმა გააბათილეს ორწუთნახევრით ადრე 6-ქულიანი ჩამორჩენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, მაგრამ იქ ბოლო სიტყვა მასპინძლებმა თქვეს. ამის მიზეზი მათი ბრწყინვალე დაცვა და "ბულზის" შეტევის ჩავარდნა გახდა.

უქმეების ერთ-ერთი გმირი გახდა "ფინიქს სანზის" ფორვარდი ჯეისონ რიჩარდსონი, რომელიც ბოლო ორი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ერთ მატჩში დაგროვილი ქულების რაოდენობით. 38 ქულა (თამაშიდან 29 ტყორცნა და 14 ზუსტი, რვიდან ექვსი გამოყენებული სამქულიანი და ხუთიდან ოთხი საჯარიმო), რვა მოხსნა, ოთხი ჩაჭრა, სამი პასი და მხოლოდ ერთი შეცდომა 43 წუთის განმავლობაში - ასეთი იყო მისი სტატისტიკა "მემფისთან" მატჩში. "ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია", - აღიარა მატჩის შემდეგ ფინიქსელმა.

რიჩარდსონის გუნდმა სასწაული მოახდინა - საფინალო სირენამდე 3.7 წამით ადრე ოთხ ქულას აგებდა და მაინც შეძლო ოვერტაიმამდე მისვლა. ამ დროის განმავლობაში მასპინძლებმა მოასწრეს სამქულიანის ჩაგდება (რიჩარდსონი) და რუდი გეიზე დაჯარიმება (ტაბლოზე 1.1 წამი რჩებოდა), რომელმაც ორიდან ერთი ტყორცნა გამოიყენა. ამის შემდეგ გრანტ ჰილმა მოასწრო იმავე რიჩარდსონზე ზუსტი პასის გაკეთება და ანგარიში გათანაბრდა. მატჩის გმირმა დამატებით 10 წუთში თავის მონაგარს კიდევ 9 ქულა დაუმატა და თავისი გუნდის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

5 ნოემბერი

ინდიანა-მილუოკი 90:94

20:18, 40:34, 16:18, 14:24

ი: გრეინჯერი (19+9 მოხსნა), კოლისონი (19+5 ჩაჭრა), ჰიბერტი (14+12 მოხსნა+6 დაფარება), დანლივი (11+9 მოხსნა), ჯორჯი (10).

მ: სალმონსი (22+5 პასი), ჯენინგსი (18), მბა ა მუტე (10+15 მოხსნა), მაგეტი (10+7 მოხსნა).

ორლანდო-ნიუ ჯერსი 105:90

20:18, 28:33, 32:16, 25:23

ო: ჰოვარდი (30+16 მოხსნა), ნელსონი (20+6 მოხსნა), კარტერი (20), ლუისი (12+8 მოხსნა).

ნ-ჯ: აუთლო (17+6 მოხსნა), უილიამსი (15), ჰარისი (14), ჰემფრიზი (13), ლოპესი (10).

ფილადელფია-კლივლენდი 116:123

20:34, 33:27, 31:18, 32:44

ფ: ჰოლიდეი (29+8 პასი), ბრენდი (20), უილიამსი (16+5 პასი), ნოჩიონი (15).

კ: ვარეჟაო (23+12 მოხსნა), უილიამსი (22+7 პასი), გიბსონი (22), ჰიქსონი (16+8 მოხსნა), გრემი (10).

დეტროიტი-შარლოტი 97:90

32:15, 23:24, 17:25, 25:26

დ: გორდონი (20), ჰემილტონი (16), პრინსი (14), მაკგრეიდი (10), ვილანუევა (10).

შ: ჯექსონი (28), უოლასი (13), ოგუსტინი (12+8 პასი), ტომასი (10).

ნიუ იორკი-ვაშინგტონი 112:91

26:27, 32:22, 23:24, 31:18

ნ-ი: დაგლასი (19+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (18+4 დაფარება), გალინარი (16), ჩენდლერი (14+6 მოხსნა), ფელტონი (13+10 პასი).

ვ: ბლეტჩი (22+6 მოხსნა), არენასი (18), უოლი (13+7 პასი).

ბოსტონი-ჩიკაგო 110:105 (ო)

19:23, 30:15, 23:26, 24:32, 14:9

ბ: ალენი (25), გარნეტი (16+10 მოხსნა), დევისი (15), ჯ. ო'ნილი (12), პირსი (10+11 პასი+4 ჩაჭრა), პირსი (10+7 მოხსნა+5 პასი).

ჩ: ნოა (26+12 მოხსნა), დენგი (20+6 მოხსნა), როუზი (18+9 პასი), გიბსონი (18+7 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-მაიამი 96:93

29:17, 21:24, 22:23, 24:29

ნ-ო: ოკაფორი (26+13 მოხსნა), უესტი (15+7 მოხსნა), პოლი (13+19 პასი+5 ჩაჭრა), არიზა (13+6 მოხსნა), სმიტი (12+6 მოხსნა).

მ: უეიდი (28+10 მოხსნა), ჯეიმსი (20+10 პასი+7 მოხსნა), ბოში (15), ილგაუსკასი (10).

მინესოტა-ატლანტა 103:113

25:26, 26:30, 20:27, 32:30

მ: ლავი (18+12 მოხსნა), ბრიუერი (18+5 ჩაჭრა), ჯონსონი (18), ბიზლი (16+6 მოხსნა).

ა: კროუფორდი (22), სმიტი (20+8 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ბიბი (15+5 პასი), ჰორფორდი (14+12 მოხსნა), ჯონსონი (11+5 პასი), პაუელი (10).

ფინიქსი-მემფისი 123:118 (2ო)

20:35, 25:20, 25:21, 29:23, 10:10, 14:9

ფ: რიჩარდსონი (38+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნეში (25+9 პასი), თურქოგლუ (18), უორიკი (15+7 მოხსნა).

მ: მ. გასოლი (26+7 მოხსნა), გეი (26), მაიო (23), კონლი (16+7 პასი+5 ჩაჭრა), რენდოლფი (12+14 მოხსნა), არტური (10+11 მოხსნა).

დენვერი-კლიპერსი 111:104

24:28, 29:26, 29:17, 29:33

დ: ენტონი (30+6 პასი), ჰარინგტონი (18+8 მოხსნა), აფლალო (16+5 პასი), ბილაპსი (12+7 პასი), უილიამსი (12+6 მოხსნა), სმიტი (10).

კ: გრიფინი (26+10 მოხსნა), გორდონი (21+5 პასი), სმიტი (18), ბლედსოუ (12+13 პასი), ბატლერი (12), კამანი (10+8 მოხსნა).

გ. სტეიტი-იუტა 85:78

17:16, 23:23, 20:17, 25:22

გ-ს: ელისი (23+7 ჩაჭრა), კარი (20+6 პასი), ლი (14+15 მოხსნა), ბიედრინში (8+20 მოხსნა).

ი: უილიამსი (23+6 პასი), ჯეფერსონი (16+15 მოხსნა), მილსეპი (12+11 მოხსნა), მაილზი (12).

ლეიკერსი-ტორონტო 108:103

33:20, 22:38, 27:20, 26:25

ლ: პ. გასოლი (30+7 მოხსნა), ბრაიანტი (23+6 პასი), ბლეიკი (14), ბრაუნი (12), ფიშერი (11).

ტ: ბარბოზა (17), დეროზანი (15), კალდერონი (14), ბარნიანი (14), ჯონსონი (12+15 მოხსნა), ჯეკი (11+5 პასი).

6 ნოემბერი

ვაშინგტონი-კლივლენდი 102:107

28:27, 23:32, 25:17, 26:31

ვ: ტორნტონი (23+6 მოხსნა), ჰაინრიხი (21), ბლეტჩი (16+15 მოხსნა), უოლი (13+10 პასი), არენასი (13), მაკგი (11+10 მოხსნა).

კ: უილიამსი (28), გიბსონი (19), პარკერი (13), ჰოლინზი (11), ჰიქსონი (10), ვარეჟაო (8+11 მოხსნა).

შარლოტი-ორლანდო 88:91

15:23, 21:20, 26:30, 26:18

შ: უოლასი (25+14 მოხსნა), ჯექსონი (16+6 პასი), მუჰამედი (12), ტომასი (10).

ო: ჰოვარდი (22+8 მოხსნა), ლუისი (22+6 მოხსნა), რიჩარდსონი (14), კარტერი (10).

მაიამი-ნიუ ჯერსი 101:89

24:25, 31:26, 32:17, 14:21

მ: უეიდი (29+10 მოხსნა), ჯეიმსი (23+9 პასი), ბოში (21).

ნ-ჯ: მოროუ (25+7 მოხსნა), ლოპესი (12), ფეივორსი (11).

მილუოკი-ნიუ ორლეანი 81:87

18:23, 17:18, 19:24, 27:22

მ: ბოგუტი (19+14 მოხსნა), სალმონსი (14), ჯენინგსი (12+5 პასი).

ნ-ო: უესტი (25+6 მოხსნა), პოლი (14+9 მოხსნა+6 პასი), ბელინელი (14), ოკაფორი (11+7 მოხსნა), არიზა (11+6 მოხსნა).

სან ანტონიო-ჰიუსტონი 124:121 (ო)

34:34, 23:18, 34:32, 22:29, 1:8)

ს-ა: ჯინობილი (28), ჯეფერსონი (22), პარკერი (21+14 პასი+5 ჩაჭრა), დანკანი (19+11 მოხსნა), მაკდაესი (11+10 მოხსნა), ჰილი (10).

ჰ: მარტინი (24), სკოლა (20+8 მოხსნა), ბრუქსი (18), ბატიე (14+7 მოხსნა), სმიტი (11+7 პასი), ლი (11).

დალასი-დენვერი 92:103

24:26, 28:27, 27:26, 13:24

დალ: ტერი (26), ნოვიცკი (23+6 მოხსნა), ბატლერი (13+10 მოხსნა), მერიონი (12+9 მოხსნა).

დენ: ენტონი (27+4 ჩაჭრა), ბილაპსი (18), ჰარინგტონი (14+8 მოხსნა), სმიტი (11+6 მოხსნა+5 პასი), ლოუსონი (10+5 პასი).

იუტა-კლიპერსი 109:107 (2ო)

22:35, 20:17,31:18, 21:28, 6:6, 12:10

ი: უილიამსი (30+8 მოხსნა+7 პასი), მილსეპი (25+13 მოხსნა), ჯეფერსონი (18+10 მოხსნა), კირილენკო (18).

კ: გორდონი (27+5 პასი), კამანი (23+7 მოხსნა+4 დაფარეა), გრიფინი (16+17 მოხსნა), ბლედსოუ (14).

პორტლენდი-ტორონტო 97:84

18:17, 27:17, 28:25, 24:25

პ: როი (26), ოლდრიჯი (22+10 მოხსნა), ბატუმი (20), კემბი (8+16 მოხსნა), მილერი (6+13 პასი+6 მოხსნა).

ტ: ჯეკი (16), ბარნიანი (12+8 მოხსნა), კალდერონი (12), ბარბოზა (12), რაიტი (11).

საკრამენტო-მემფისი 91:100

24:30, 25:23, 18:27, 24:20

ს: ევანსი (30+8 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), გარსია (21), კასპი (10).

მ: გეი (32+9 მოხსნა), რენდოლფი (20+11 მოხსნა), კონლი (14+5 პასი), მაიო (14).

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!