გაჭირვებულ ”ბაიასთან" ორი ქულის დაკარგვა ”დინამოსთვის” სამარცხვინო შედეგი იყო
თბილისის "დინამომ" ბოლო საშინაო ორი შეხვედრა ვერ მოიგო - რუსთავის "ოლიმპთან" და ზუგდიდის "ბაიასთან" ორჯერ ზედიზედ ფრედ ითამაშა (1:1 და 0:0). ერთ-ერთ ლიდერ ”ოლიმპთან" ფრე კატასტროფად არ ჩაითვალა, გაჭირვებულ ”ბაიასთან" ორი ქულის დაკარგვა კი სამარცხვინო შედეგი იყო ჩემპიონატის ფავორიტისა და ყველაზე ტიტულოვანი ქართულ კლუბისთვის. ამ წარუმატებლობის გამო, ”დინამომ" ერთპიროვნული ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა.

ცხადია, ჩვენ ყველას, ბევრად უკეთესი და ამბიციური ”დინამო" გვენატრება. და მაინც, თუკი გავითვალისწინებთ, რომ კონკურენტებთან შედარებით ფეხბურთელთა უფრო მწირი არჩევანი და სათადარიგოთა სკამი ჰქონდა, კახა კაჭარავამ თბილისის ”დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ცუდად არ იმუშავა და ლიდერებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა.

თუმცა, ჩავარდნა საკუთარ თავს ვერ აპატია და, როგორც შევიტყვეთ, კაჭარავამ ხელმძღვანელობისგან გადადგომა ითხოვა, გუშინ კი ”დინამოს" ვარჯიშზეც არ გამოცხადებულა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ”დინამოს" მართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო ბუბა, როგორც შვეიტყვეთ, კაჭარავა გადადგა...

- გადადგა? მე არ მინდა ეს ინფორმაცია უარვყო, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ კაჭარავას წასვლა გადაწყვეტილია.

- მაშინ გაგვარკვიეთ, რეალურად რა ხდება?

- ბოლოს ისეთი ქულები დავკარგეთ, რომ კმაყოფილი ვერ ვიქნებოდით. რაც მთავარია, თავად კახა იყო უკმაყოფილო. გვითხრა, ვერ მივხვდი, რა და რატომ მოგვივიდა, ჩავარდნის გასაანალიზებლად დრო მჭირდებაო. ჩამოყალიბდება და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ.

- მის არყოფნაში გუნდს ვინ ავარჯიშებს?

- კახას ასისტენტები, თამაზ სამხარაძე და გელა ჭანტურია. ახალი არავინ მოგვიყვანია, ხომ გითხარით, მთავარი მწვრთნელის საკითხი ჯერ გაურკვეველია.

ვთვლი, რომ კახა საუკეთესო პიროვნებაა, რომლის მსგავსიც ფეხბურთში ბევრი არ მეგულება. ”დინამოსთვის" გადადებული იყო, მისთვის ბევრი რამ გააკეთა და ასეთი ადამიანთან განშორება არ მსურს. ვიმეორებ, დროებით განზე გასვლა და ვითარებაში გარკვევა თავად ითხოვა.

- ვთქვათ, ვერ შეთანხმდით, შემცვლელზე თუ ფიქრობთ...

- მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა