რიბერი რონალდოს წინ, ბეილი თამაშგარეში
ახლახან "CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ" (მომავალში მოკლედ - ობსერვატორიად მოვიხსენიებთ) გამოაქვეყნა მორიგი (მე-8) ყოველწლიური წიგნი, სადაც პროფესიულ დონეზე შეჯამებულია ევროპის 5 მოწინავე საფეხბურთო ქვეყნის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი) პირველობა: სტატისტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და საფეხბურთო ანალიტიკა.

შესავლის მაგიერ

ყოველწლიური შეჯამებით, მაგალითად, ვარკვევთ: ლიონელ მესის ტრანსფერი რომ შესაძლებელი იყოს, ის კრიშტიანო რონალდოს 94-მილიონიან რეკორდს ბევრად გააუმჯობესებდა. ეკონომიკური მოდელის გაცნობის შემდეგ ობსერვატორია ასკვნის, რომ არგენტინელის რეალური ფასი დღეს 217-დან 252 მილიონ ევრომდე შუალედში მერყეობს! თავისივე რეკორდზე მეტი ღირს რონალდოც - 102-დან 118 მილიონ ევრომდე.

საკლუბო დონეზე "ბარსელონას" ფეხბურთელთა საერთო ფასი 658 მილიონი ევროა, რაც საშუალოდ, სამჯერ მეტია, ვიდრე ამ ფეხბურთელებში "ბარსამ" გადაიხადა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კატალონიელთა საფეხბურთო სკოლის სხვებთან შედარებით უდიდეს უპირატესობაზე.

ლიონელ მესი არა მარტო ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი იყო 2012/13 წლების საფეხბურთო სეზონში, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანიც. ობსერვატორიამ ფეხბურთელების ასპარეზობა 5 მთავარი ატრიბუტის (დარტყმა, შანსის შექმნა, შანსის გამოყენება, პასი, ბურთის ართმევა) მიხედვით შეისწავლა. ამ მახასიათებლების ჯამით, არგენტინელი უსწრებს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ ფრანკ რიბერის და იმავე რონალდოს.

ახალგაზრდებს შორის საუკეთესო მარიო გიოტცე იყო, რომელსაც კუდში ორი ბელგიელი მიჰყვება - კევინ დე ბრუინი და რომელუ ლუკაკუ.

საკლუბო დონეზე ასპარეზობათა შედარებამ გვანახა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ბრწყინვალე ჰეთ თრიკი ამ გუნდის დიდებული ბალანსით არის გამოწვეული შეტევას, დისტრიბუციასა და დაცვას შორის. "ბაიერნი" ბუნდესლიგაში საუკეთესო იყო ობსერვატორიის სამივე მახასიათებლით: სოლიდური დაცვა, შეტევა და შეკრული თამაში. არსად, სხვა არც ერთ ჩემპიონატში არ მოუგია გუნდს სამივე კომპონენტით - "ბაიერნი" გამონაკლისია.

რა კავშირი აქვს ფულს წარმატებასთან? როგორც ობსერვატორიის გამოკვლევამ ანახა - პირდაპირი! ხუთივე ლიგაში 2012/13 წლების სეზონისთვის სამეულებში მხოლოდ ის გუნდები ასრულებდნენ ჩემპიონატებს, რომელთაც ყველაზე მეტი დახარჯეს.

ფული და წარმატება

შესავალში აღვნიშნეთ, რომ ფულს უეჭველად მოაქვს წარმატება თანამედროვე ფეხბურთში, თუმცა ჩადებული თანხა პირდაპირპროპორციულად მაინც არ აისახება ტიტულებში.

2012/13 წლებში გუნდის გაძლიერებისთვის ყველაზე მეტი მადრიდის "რეალმა" დახარჯა, თუმცა ტოპ-ათეულის დანარჩენი 9 წევრიდან 5 ინგლისურია. საერთო ჯამში, "სამეფო კლუბმა" 507 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ორჯერ და მეტად ბევრია, ვიდრე ტიტულის მფლობელ "ბარსელონას" ხარჯი. ინგლისშიც "მანჩესტერ სიტიმ" უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ჩემპიონმა "იუნაიტედმა". იგივე შეიძლება ითქვას "ინტერსა" და "იუვენტუსზეც".

დანარჩენ ორ ლიგაში კი ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა: საფრანგეთში "პარი სენ-ჟერმენმა" დახარჯა ყველაზე მეტი და ამ გუნდმა შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, გერმანიაში კი - "ბაიერნმა".

გაგაცნობთ ტოპ-20 მხარჯველებს

კლუბი თანხა ადგ

1. რეალი 507 2

2. მანჩ. სიტი 442 2

3. ჩელსი 396 3

4. მანჩ. იუნაიტედი 343 1

5. პსჟ 290 1

6. ლივერპული 265 7

7. ბარსელონა 229 1

8. ბაიერნი 228 1

9. ინტერი 204 9

10. არსენალი 197 4

11. იუვენტუსი 179 1

12. ტოტენჰემი 178 5

13. ლიონი 136 3

14. ნაპოლი 134 2

15. მილანი 113 3

16. ვოლფსბურგი 113 11

17. ატლეტიკო 111 3

18. ლაციო 110 7

19. ასტონ ვილა 105 15

20. სანდერლენდი 104 17

როგორც ხედავთ, 20-ეულშიც კი არ არიან "დორტმუნდი" და "მარსელი", თუმცა თავიანთ ჩემპიონატებში ვიცე-ჩემპიონობას შესწვდნენ. სიაში ვერც ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" შეხვდებით. სამაგიეროდ, სიაში მყოფი "სანდერლენდი" ბეწვზე გადაურჩა გავარდნას. მაინცდამაინც ვერც "ვოლფსბურგმა", "ინტერმა" და "ასტონ ვილამ" იყოჩაღეს.

ყველაზე ახალგაზრდები და ყველაზე ასაკოვანები

გერმანული ბუნდესლიგა ტოპ-5-ში ყველაზე ახალგაზრდულია - ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 25,7 წელია. ყველაზე ასაკოვანი ლიგა კი იტალიურია, სადაც ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27,4-ია. როგორც ხედავთ, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არაა. სხვათა შორის, იტალიაში 22-წლამდელ ფეხბურთელთა წილი საკმაოდ მაღალი იყო - 12% (მაგალითად, ესპანეთში მხოლოდ 8%), თუმცა ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გერმანიაშია - 15%.

ტოპ-5 ევროპულ ლიგებში ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ენდობოდნენ ფრანგულ "სოშოში", სადაც 22-წლამდელთა ხვედრითი წილი ნათამაშები წუთების 33%-ია. ამ ლიგებში ხუთ კლუბს საერთოდ არ გამოუყვანია თუნდაც ერთი 22-წლამდელი ფეხბურთელი! ხოლო ინგლისური "ფულჰემის" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 30 წელზე მეტია.

ჩემპიონებში ყველაზე ახალგაზრდული იყო "ბაიერნის" შემადგენლობა (26,2), ყველაზე ასაკოვანი - "იუვენტუსის" (27,9). როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში სხვაობა დიდი არ არის.

მესი და ჩავი

საუკეთესო ფეხბურთელის გამორკვევაში ობსერვატორია ხუთი მახასიათებლით სარგებლობს, რომლებზეც შესავალშიც ვთქვით. ყველაფრის შეჯამების შემდეგ მივიღეთ, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ლიონელ მესი (ბარსელონა). მას კვალში უდგას ფრანკ რიბერი (ბაიერნი) და კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ეს სამი ფეხბურთელი ობსერვატორიის შარშანდელი კვლევების ტოპ-ათეულში იყო, მესის და რონალდოს ადგილები არ შეუცვლიათ. აი, ფრანგმა კი მე-7 პოზიციიდან მე-2-ეზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 12 საუკეთესო ფეხბურთელიდან 10-ის კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (3-3 "ბარსელონა" და "ბაიერნი", 2-2 "დორტმუნდი" და "რეალი"). ოცეულში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლუის სუარესი (ლივერპული) და საბოლჩ ჰუსტი (ჰანოვერი).

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგა მართლაც საუკეთესოებს უყრის თავს და იმის ნიშანიცაა, რომ ლიგაზე თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს პროფესიულ ზრდაში ეხმარება.

თქვენ წინაშე ტოპ-20-ეულია. რეიტინგში გამარჯვებულ ფეხბურთელს (ამ შემთხვევაში მესის) ენიჭება 100 ქულა და დანარჩენთა ქულები მასთან მიმართებაში ითვლება. სიაში ვერ მოხვდნენ ფეხბურთელები, რომელთაც თამაშების ნახევარი მაინც არ ჩაატარეს.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

1. ლიონელ მესი ბარსელონა 100 ქ.

2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 82,1

3. კრიშტიანო რონალდო რეალი 66,7

4. მესუთ იოზილი რეალი 64,4

5. მარიო გიოტცე დორტმუნდი 61,8

6. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 61,2

7. სესკ ფაბრეგასი ბარსელონა 61,1

8. ტონი კროოსი ბაიერნი 60,3

9. თომას მიულერი ბაიერნი 59,2

10. ლუის სუარესი ლივერპული 58,9

11. არტურო ვიდალი იუვენტუსი 58,2

12. მარკო როისი დორტმუნდი 57,8

13. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 57,6

14. ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ 57,6

15. სანტი კასორლა არსენალი 57,3

16. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 56,1

17. ხუან მატა ჩელსი 55,1

18. ქარიმ ბენზემა რეალი 54,8

19. უეინ რუნი იუნაიტედი 54,3

20. გონსალო იგუაინი რეალი 53,4

საოცარია, მაგრამ ოცეულში ვერ ვხედავთ გარეთ ბეილს (ტოტენჰემი), რომელიც 51,5 ქულით 23-ე პოზიციაზეა.

იმავე მახასიათებლებით ობსერვატორიამ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის სეზონი შეაჯამა. აქ ყველას ჩავი ერნანდესმა აჯობა.

ჩემპიონთა ლიგა. ტოპ-5

1. ჩავი ბარსელონა 100 ქ.

2. ლიონელ მესი ბარსელონა 98

3. ხუან მატა ჩელსი 88,5

4. არტურო ვიდალი იუვენტუსი 84,8

5. ვილიანი შახტარი 82,6

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო 77,2 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა.

რონალდოს მოგებით გაყიდვის ბოლო შანსი

ლიონელ მესის ტრანსფერი ფიზიკურად შესაძლებელი რომ იყოს, რა ეღირებოდა ობიექტურად 25 წლის არგენტინელი? ობსერვატორია ამ ძნელ საქმესაც ჩაეჭიდა. აღმოჩნდა, რომ ლეოს ღირებულება დაახლოებით 250 მილიონი ევროა. საოცარი ისაა, რომ მესის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ზუსტად 250 მილიონი ევრო უწერია - "ბარსელონამ" იცის თავისი მთავარი ვარსკვლავის ნამდვილი ფასი!

ობსერვატორიამ ასე დაახასიათა მესი: კლუბში მთავარი ვარსკვლავი, სტაბილურად ბრწყინვალე ასპარეზობა, საუკეთესო მეგოლე, ეროვნული გუნდის მაღალი დონის შემსრულებელი, შემტევი, კარიერის შუა ხანა, ახლახან გაგრძელებული ხანგრძლივი კონტრაქტი.

ტრანსფერის შემთხვევაში კრიშტიანო რონალდოც მოხსნიდა თავის რეკორდს, რადგან მას კონტრაქტით 2 წელი რჩება "რეალში" და უკვე 28 წლისაა. "რეალს" ამ ზაფხულს ბოლო შანსი აქვს, მსოფლიო რეკორდად ნაყიდი ფეხბურთელი მოგებით გაყიდოს!

ფეხბურთელთა ღირებულება. ტოპ-10

1. ლიონელ მესი ბარსელონა 217-252 მლნ.

2. კრიშტიანო რონალდო რეალი 102-118

3. ედინსონ კავანი ნაპოლი 58-67

4. ედენ აზარი ჩელსი 55-64

5. სერხიო აგუერო სიტი 48-56

6. რადამელ ფალკაო ატლეტიკო 46-53

7. მარიო ბალოტელი მილანი 45-52

8. უეინ რუნი იუნაიტედი 45-52

9. გარეთ ბეილი ტოტენჰემი 43-50

10. დავიდ სილვა სიტი 43-50

დღეისათვის აქტიურად განიხილება ლუის სუარესის შესაძლო გადასვლა მადრიდის "რეალში". ობსერვატორიის მონაცემებით, "ლივერპულის" ურუგვაელი ფორვარდი 37-დან 43 მილიონ ევრომდე ღირს. დაახლოებით ამ თანხის გაღება მოუწევს "სამეფო კლუბსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონას" ყველა ფეხბურთელის ღირებულება ჯამში 658 მილიონი ევროა

Andres Iniesta
სოლიდური დაცვა, შეტევა და შეკრული თამაში. არსად, სხვა არც ერთ ჩემპიონატში არ მოუგია გუნდს სამივე კომპონენტით - "ბაიერნი" გამონაკლისია. - სტატიას არ კითხულობ? აქ სამ ტიტულზე კი არა სამ კომპონენტზეა ლაპარაკი. სოლიდური დაცვა შეტევა და შეკრული თამაში. და არა ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი და თასი
me
აუ,რას მიედ-მოედებით,რო არ იცით ჯერ უნდა იკითხოთ და მერე დაწეროთ,რო იძახით არცერთ გუნდს სამივე კომპონენტში არ გაუმარჯვიაო(ქვეყნის ჩემპიონობა,ქვეყნის თასი,ჩემპიონთა ლიგა)ბაიერნის გარდაო,მანჩესტერს ერთ სეზონზე(2000-2001წ.) 5 თასი აქვს მოგებული,ხოლო აი,რასაც ქვია ბარსა,ერთ სეზონზე(2009-2010) რაც ასაღები იყო ყველაფერი აიღო,6 თასი,რო დაიწყო ლა ლიგის თასით მსოფლიო საკლუბო ჩემიონობის თასის დაამთავრა.სპორტული ჟურნალისტი რო ხარ ეგეთები უნდა იცოდე.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
"ბარსელონა" უეფაში იჩივლებს - კატალონიელთა ბოსები მსაჯობამ გააბრაზა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ბარსელონა" სეტიენს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბარსელონას" "ეიბარის" დონეზე ათამაშებდა - ლუის ენრიკე ჩავიზე
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
სად თამაშობს, კატარში? "ოქროს ბურთი" რამდენჯერ მოიგო?!" - საუდის არაბეთისკენ მიმავალ რონალდოს გზად მისი ძველი სკანდალური განცხადება დააწიეს [VIDEO]
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ლიონელ მესიმ ისტორია გადაწერა - ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი "ბარსელონას" მაისურით!
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი