ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩომახიძის გოლმა მსაჯები გადაარჩინა

ჩომახიძის გოლმა მსაჯები გადაარჩინა

არასახარბიელო ფინანსური და სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, სამტრედიელები ბედს არ ეგუებიან
ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ჩომახიძის ზუსტ საჯარიმო დარტყმას მასპინძლებისთვის გამარჯვება რომ არ მოეტანა. პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო ადგილობრივი გულშემატკივრები არბიტრ არსენ ნონიკაშვილს და მის ასისტენტებს უცენზურო სიტყვებით `ამკობდნენ" და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ფედერაციასა და მის ხელმძღვანელებსაც გადასწვდნენ. ეს ყველაფერი ტრიბუნებზე ხდებოდა, მსაჯებმა გასახდელში გასვლა პოლიციელების დახმარებით მოახერხეს და ”სირცხვილის დერეფანში" კვლავაც ბევრი უსასიამოვნო შეძახილი მოისმინეს. საბედნიეროდ, სამართალდამცავთა მცდელობით სერიოზულ ინციდენტამდე საქმე აღარ მისულა.

სამტრედიელების გაღიზიანება რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია. მე-6 წუთზე კირკიტაძემ მარცხენა ფლანგზე ბეჭვაია ჩამოიცილა, საჯარიმოში მეურვემ ჯერ ხელით შეაჩერა, მერე კი წაქცეულს დაახტა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ტრიბუნიდან ასე ჩანდა, ვიდეოფირის უნახავად რაიმეს მტკიცება რთული იქნება. მსაჯმა დარღვევა არ დააფიქსირა და უკმაყოფილების პირველმა ტალღამაც აქ იფეთქა. 21-ე წუთზე კაკალაძემ კვერენჩხილაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მანაც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა ზვიად ერქვანიამ თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ახლა ეს გახდა უკმაყოფილების მიზეზი. პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ნონიკაშვილმა სამტრედიელთა მწვრთნელი მამუკა მესიაჩენკო შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის წითელი ბარათით დასაჯა, რამაც გულშემატკივრების უკიდურესი გაღიზიანება გამიწვია. მეორე ტაიმი გაცილებით მშვიდობიანად ჩატარდა და ამაში ლომის წილი ჩომახიძის გოლმა დაიდო. თუმცა მანამდე და შემდეგაც არაერთი საინტერესო ეპიზოდი იყო...

არასახარბიელო ფინანსური და სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, სამტრედიელები ბედს არ ეგუებიან და ყოველ მატჩში დიდი ჟინით იბრძვიან. მასპინძლებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ და ბოლომდე დაიხარჯნენ. საგოლე მომენტები ”ვიტ ჯოჯრიასაც" ჰქონდა. სტუმრები სახიფათოდ უტევდნენ, განსაკუთრებით ლიპარტია და ჩიმაკაძე აქტიურობდნენ. პირველად კარის მიმართულებით სწორედ სტუმრებმა დაარტყეს. ბეჭვაიას ფლანგური ჩაწოდება, ჩიმაკაძის თავური და ბურთიხარიხას გადასცდა. მე-8-ე წუთზე ამ დუეტმა ანალოგიური საფრთხე შექმნა, მაგრამ ამჯერად ძაგანიამ იყოჩაღა. მანვე ჩიმაკაძეს ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ წაართვა.

ზემოხსენებული ორი სადავო ეპიზოდის გარდა მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ. მაგრამ ჯერ კვერენჩხილემ ”მაკრატელათი", შემდეგ გოგიამ ააცილა მიზანს, 36-ე წუთზე კი კვერენჩხილაძის დარტყმული მიქაბერიძემ ნახტომით მოიგერია.

მასპინძლებს მეორე ტაიმშიც ვეტერანი ჩომახიძე ”დირიჟორობდა". 52-წუთზე მისი ჩაწოდებით კვერენჩხილის თავური მიქაბერიძემ კვლავ მოიგერია. მალევე ჩომახიძემ ჯარიმიდან ჩააწოდა, ტყემალაძემ ვარდნაში დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

სტმრებმა 57-ე წუთზე სწრაფი კობინაცია გაითამაშეს, კლიმიაშვილმა გურეშიძეს ჩააწოდა, ამან ლიპარტიას, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს. იქვე სამტრედიელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ, როცა გურეშიძემ ჩიმაკაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ძაგანიამ ფეხებში ვარდნით არ მისცა დარტყმის საშუალება. მოკლედ, ვიტელებმა ორი კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან. როგორც ხდება ხოლმე, ”ვერ გაიტან, გაგიტანენ"... 63-წუთზე სტუმრებმა კაკალაძე ზედ საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს წააქციეს, ნაბიჯიც და პენალტი იქნებოდა, თუმცა გამოცდილმა ჩომახიძემ ჯარიმა პენალტივით შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მალევე კაკალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა _ თბილისელები ძელმა იხსნა. თანაბარ ბრძოლაში გატანის შანსი ვიტელებს კიდევ რამდენჯერმე წაართვა მეკარემ. შეცვლაზე შესული ბაკარანძე მეკარესთან შეხებისას წაიქცა და მასპინძლები კვლავ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი ისევ შეუვალი იყო. ამას კვლავ მაყურებელთა აგრესია მოჰყვა, თუმცა, რადგან მატჩი ”სამტრედიამ" მოიგო გახარებულ ქომაგებს მსაჯები აღარც გახსენებიათ.

მატჩის შემდეგ

მერაბ კოჭლაშვილი: ”შესაძლოა, თამაშის ხარისხი არ იყო მაინცდამაინც სასურველი, მაგრამ მატჩი საკმაოდ დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. საგოლე მომენტები ორივე მხარეს იყო და უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა. კარგი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ."

გელა სანაია: ”ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშით მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის. რაც შეეხება მსაჯობას, ფაქტია, რომ უკეთესობის სურვილს ტოვებდა."

სამტრედია – ვიტ ჯორჯია 1:0

სამტრედია. ე.მანჯგალაძე: 1800 მაყურებელი

4-4-2 1:0 ჩომახიძე (63)

სამტრედია ვიტ ჯორჯია

4-3-2-1

ძაგანია მიქაბერიძე

კუპრეიშვილი ბეჭვაია

გოგია ადამაძე

ხუმარაშვილი ლომაია

კირთაძე ღანიაშვილი

ჩომახიძე გურეშიძე

ქებაძე მაისაშვილი

ტყემალაძე ვასაძე

კირკიტაძე კლიმიაშვილი

კაკალაძე ლიპარტია

კვერენჩხილაძე ჩიმაკაძე

მწვრთნელი: გ.სანაია მწვრთნელი: მ.კოჭლაშვილი

სამტრედია

58. კვერენჩხილაძე-ბაკარანძე

85. ჩომახიძე-ბაკურაძე

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, თ.შალიკაშვილი, გუჩუა, ნინუა, ეცადეიშვილი

ვიტ ჯორჯია

67. გურეშიძე-ჯანელიძე

84. მაისაშვილი-ზაქრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, ჭანკვეტაძე, ხურცილავა, კასრაძე

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (50)

გაძევება: მესიაჩენკო (46. სათადარიგოთა სკამიდან)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის