ფაჩულიას ორი ევროპელი ცენტრის, დარკო მილიჩიჩისა და ნიკოლა პეკოვიჩის წინააღმდეგ მოუწია თამაშმა

ატლანტელმა "ქორებმა" სეზონის სტარტზე მემფისელი "გრიზლი" დაკორტნეს და რა გასაკვირია, რომ მინეაპოლისელ "მგლებსაც" იგივე დამართეს. ჯორჯიელებმა "მინესოტა" 113:103 დაამარცხეს.

მერვინ უილიამსის ტრავმის გამო "ატლანტას" სასტარტო ხუთეული შეიცვალა - ცენტრის პოზიციაზე მწვრთნელმა ლარი დრიუმ ჯეისონ კოლინზი (21 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა) გაამწესა (არადა, გვეგონა, ხუთეულში ზაზა ფაჩულია მოხვდებოდა). მძიმე ფორვარდის ამპლუაში გამოჩნდა ელ ჰორფორდი, რომელმაც 25 წუთში 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ზაზა მატჩისას კოლინზს ცვლიდა და ელ ჰორფორდთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნიდა...

ქართველს ორი ევროპელი ცენტრის, დარკო მილიჩიჩისა და ნიკოლა პეკოვიჩის (გიორგი შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი "პანათინაიკოსში") წინააღმდეგ მოუწია თამაშმა. ორივემ 4-4 ქულა ჩააგდო, ჯამში კი 9 მოხსნა მოაგროვა. მათთვის ქართველი ცენტრის შეჩერება იოლი არ იყო - ზაზამ 8 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა, 5 ჩააგდო, ერთი ორქულიანიც მიამატა და 7 ქულას 4 მოხსნა "შეაწება".

6 მატჩის შემდეგ "ატლანტა" სამხრეთ-აღმოსავლეთის კონფერენციას უდანაკარგოდ ლიდერობს. დღეს გამთენიისას "ქორები" "მზეს" შეუტევდნენ - იგორ კოკოშკოვის "ფინიქს სანსისთვის" უნდა ემასპინძლათ.

მინესოტა-ატლანტა 103:113

ზაზა ფაჩულია: 18:49 წუთი, 7 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:45 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:35 ჩაჭრა: 1 (მილიჩიჩს ჩაუჭრა)

03:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:33 საჯარიმოები: 2/0

01:12 ფოლი: 1

01:02 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 26:23)

II პერიოდი

11:12 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

10:36 ორქულიანი: არაზუსტი

07:38 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 40:33)

07:25 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

05:37 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:33 ორქულიანი: 6ქ (77:66)

00:08 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

IV პერიოდი

10:03 საჯარიმოები: 2/1 (7ქ, 88:74)

09:43 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

08:31 შეცდომა: 1

08:11 სმიტმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე