საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლუქსემბურგსა და უნგრეთში ამ ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებთან 4 საკონტროლო მატჩს გამართავს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონშია და 18-28 ივლისს მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში იასპარეზებს. ბერუაშვილის გუნდი ჯგუფში ნორვეგიის, ესტონეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან მოხვდა.

B დივიზიონის საუკეთესო 2 გუნდი ელიტარულ დივიზიონში აინაცვლებს.

საქართველოს ნაკრები 21 და 23 ივნისს ლუქსემბურგთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებს 24 და 26 ივლისს ამხანაგურად გაეჯიბრება.

უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ ბერუაშვილის გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს, რის შემდეგაც მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ვარჯიშის შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა შემდეგი კომენტარები გააკეთა:

"უცხოური შეკრება ძალიან წაგვადგება. თბილისში რამდენიმე საკონტროლო მატჩი კი გავმართეთ 20-წლამდელთა ნაკრებთან, მაგრამ საერთაშორისო სპარინგ-მატჩების გამართვას სულ სხვა დატვირთვა აქვს.

ლუქსემბურგთან და უნგრეთთან გამოჩნდება, თუ რა რგოლში გვაქვს პრობლემები, რაზე გვაქვს სამუშაო. ამასთან ერთად, შემუშავებული გვაქვს ახალი კომბინაციები, რომელთა დახვეწა და სრულყოფა სპარინგ-მატჩებში მოხდება.

უცხოური შეკრებიდან რომ დავბრუნდებით, ხარვეზების გამოსასწორებლად კიდევ გვექნება საკმარისი დრო. რაც შეეხება გუნდის მზადყოფნას, ბიჭები ნორმალურ კონდიციაში არიან და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დასაწყისისთვის ფორმის პიკში იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში მაქსიმალური ბრძოლა იქნება".

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ