უიმბლდონის ტურნირის წინ
მოახლოებული უიმბლდონის წინ, ლეგენდარული ჩოგბურთელები და ამჟამად, ტელეარხ ESPN-ის ექსპერტები ჯონ მაკინროი და კრის ევერტი მთავარ ფავორიტად სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიიჩნევენ.

ამ დღეებში გაცხარებული კამათი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ერგება "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის მთავარი პრიზი. თუ ქალებს შორის ფავორიტი წინასწარ არის ცნობილი (სერენა უილიამსი უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია, მან ცოტა ხნის წინ, როლან გაროსზე მოიპოვა მთავარი პრიზი და ამ მომენტისთვის 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს)., მამაკაცთა შორის პოტენციური გამარჯვებულის გამოვლენა არც ისე ადვილია.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წელს მოიგო "დიდი სლემის" პირველი ტურნირი - ავსტრალიიის ღია პირველობა, მაგრამ რაფაელ ნადალმა, რომელიც თებერვალში დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში, ინიციატივა ჩამოართვა სერბ ჩოგგბურთელს. ესპანელმა წელს უკვე მოიგო რვა ტიტული, მათ შორის ბოლო - როლან გაროსზე. უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ უიმბლდონის კორტებზე ბოლო ტრიუმფატორი, ფაქტობრივად, ბრიტანელი ენდი მარეია, რომელმაც 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. ფინალში შოტლანდიელმა სწორედ როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მომავალი ტურნირის ფავორიტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ლეგენდარულმა ამერიკელებმა - ჯონ მაკინროიმ და კრის ევერტმა ერთნაირი აზრი გამოთქვეს - უიმბლდონის მოგების ყველაზე მეტი შანსი ჯოკოვიჩს გააჩნია.

"ძალიან რთული შეკითხვაა. ალბათ, მაინც უყოყმანოდ მივანიჭებ ფავორიტის სტატუსს ჯოკოვიჩს, შემდეგ კი ენდი მარეის დავაყენებ. შოტლანდიელი, ამჟამად, მონატრებულია თამაშს და, შესაძლოა, იმათზე უფრო დასვენებული იყოს, ვინც როლან გაროსზე იბრძოდა. მესამე ფავორიტია - როჯერ ფედერერი. ის კვლავ ბრწყინვალედ თამაშობს ბალახზე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება მოგება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნებული ნადალი გრანდიოზულად თამაშობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ უიმბლდონისთვის ის ოდნავ დაღლილი იქნება. მოკლედ, ჩემს პროგნოზში ნახსენებ ჩოგბურთელებს ასეთი თანმიმდევრობით დავაყენებდი: ჯოკოვიჩი, მარეი, ფედერერი და ნადალი", - მოჰყავს მაკინროის სიტყვები უიმბლდონის ოფიციალურ ვებგვერდს.

თავის მხრივ, კრის ევერტმა აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩის გაზრდილი მოტივაცია.

"პირველი გონებაში ჯოკოვიჩი მოდის. იმიტომ, რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია როლან გაროსზე მარცხის გამო და სიტუაციის გამოსწორებას ეშურება. რაც შეეხება ფედერერს, ეჭვი მაქვს, რომ ის მთელ ფსონს სწორედ უიმბლდონზე ჩავიდა. დღეისთვის, ეს არის "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, სადაც მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მაგრამ, დღეს ძალიან მაღალი კონკურენციაა.

უბრალოდ შესანიშნავია, რომ ოთხი ჩოგბურთელი ამდენად სტაბილურად და თანაბრად გამოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა დავაკვირდეთ ჯოკოვიჩის, ფედერერის, ნადალისა და მარეის თამაშებს პირველ რაუნდში. პირველი კვირის შემდეგ შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება", - ასეთია კრის ევერტის პროგნოზი.

კუზნეცოვაც თამაშგარეში

ამერიკელი ვინუს უილიამსის შემდეგ, უიმბლდონის ქალთა ბადეს კიდევ ერთი ცნობილი ჩოგბურთელი გამოაკლდა. ეს არის "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი, რუსი სვეტლანა კუზნეცოვა. მისი უარის მიზეზი მუცლის კუნთის ტრავმაა, - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

კუზნეცოვა ამბობს, რომ ეს ის დაზიანებაა, რის გამოც ჩოგბურთელმა მანამდე უარი თქვა ისტბურნის ტურნირში გამოსვლაზე. ორი დღის წინ გამოქვეყნებულ განთესილთა სიაში, რუს ჩოგბურთელს 26-ე ნომერი ერგო. ახლა, მის ნაცვლად უიმბლდონზე განთესვის ნომერს მიიღებს ჩეხეთის წარმომადგენელი კლარა ზაკოპალოვა.

აშშ-ს ღია პირველობისა და როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი უიმბლდონზე მეოთხედფინალზე შორს არ წასულა.

ნალბანდიანი არ მიდის

არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი აგრძელებს აღდგენით პროცესს ბარძაყსა და მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. არგენტინელს ქირურგიული ჩარევა 2013 წლის მაისში დასჭირდა.

არგენტინული პრესის ინფორმაციით, 31 წლის ჩოგბურთელი ჯერჯერობით არ აპირებს კარიერის დასრულებას.

2013 წელს, ნალბანდიანს ერთადერთი წარმატება ჰქონდა - მან ბრაზილიაში, სან პაულუს ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. სულ დავიდ კარიერაში ATP-ის 11 ტურნირის აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირი

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ყველა დროის საუკეთესო ტაიბრეიკი
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ჯონ მაკინროი: სერენა უილიამსი უფრო ფავორიტია, ვიდრე რაფაელ ნადალი
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ATP-მ ლეგენდების საბჭო შექმნა
მასტერსი: ცინცინატი ციფრებში
სერენა უილიამსი მონიკა სელეშზე წინ
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
დიდი სლემის წლის მეორე ტურნირის წინ: როლან გაროსი ციფრებში
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
მარტინა ნავრატილოვამ BBC სექსიზმში დაადანაშაულა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ" ᓪᓘᓤᓠᕔᓑᓨᓘ
კრის ევერტი - ბევრი რამით საუკეთესო
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ᓠᓔᓞᓔᓢᕘᕪᓘᓐ ᕛᓐᓓᓠᓘᕓᓘᓡ ᓬᓘᓜ
ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗიᓡ ᓚᓔᓒᓔᓜᓓᓐᓡ ᓛᓐᓠᓘᓮᓣᓐᓜᓐ ᓰყᓕᓐᓠᓔᓑᓘᓐ
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
როჯერ ფედერერი ჯონ მაკინროის გვერდით