ბრაზილიაში საპროტესტო აქციებმა გაცილებით სერიოზული სახე მიიღო და ამბობენ, რომ იტალიის ნაკრები ტურნირის მიტოვებას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს
ბრაზილიაში საპროტესტო აქციებმა გაცილებით სერიოზული სახე მიიღო. არეულობის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა საგარეო ვიზიტი გადადო და სამშობლოში დარჩა.

ხუთშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რიო დე ჟანეიროს ცენტრში 300 000-ზე მეტი ადამიანი შეგროვდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ადგილი ჰქონდა სალვადორშიც, სადაც რამდენიმე საათში ურუგვაის და ნიგერიას მატჩი უნდა დაწყებულიყო.

რიო დე ჟანეიროს და სალვადორის გარდა, აქტიურობდნენ ფორტალეზას, ბრაზილიის და სან პაულოს მაცხოვრებლები.

რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია, თითქოს არეულობების გამო კონფედერაციათა თასის შეწყვეტას აპირებდნენ. ასევე, ბრაზილიის ერთ-ერთმა ყველაზე დაფასებულმა და ცნობილმა ჟურნალისტმა, ჟუკა კფურიმ განაცხადა, რომ მისი ცნობით, ერთ-ერთი ნაკრები ტურნირის მიტოვებას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საუბარი იტალიის ნაკრებზე იყო.

რა თქმა უნდა, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება წარმოუდგენელია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი ინფორმაცია ჩნდება, უკვე საკმაოდ არასასიამოვნოა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების და კონფედერაციათა თასის ორგანიზებისთვის დახარჯული გაუთვალისინებელი მილიონების გამო დაიწყო.

მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, მოქალაქეები პოლიციის მხრიდან აშკარა ძალადობას, ინფლაციას და დიდი სპორტული შეჯიბრების მასპინძლობისთვის დახარჯულ მილიარდებს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასის გარდა, ბრაზილიაში 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რიო კი 2016-ში ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ბრაზილიელები უკმაყოფილონი არიან მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების მაღალი ფასებითაც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი აზრით, 12 ახალი სტადიონის ასაშენებლად მთავრობამ ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის გამოყოფილი სახსრები გამოიყენა.

როგორც ვარაუდობენ, მუნდიალის მასპინძლობა ქვეყანას 12 მილიარდი ევრო დაუჯდება.

საინტერესოა, რომ დემონსტანტებს ღიად დაუჭირა მხარი ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის არიან: დანი ალვეში, ნეიმარი, ჰალკი და დავიდ ლუისი.

"მე მშვიდობიანი დემონსტრაციის მომხრე ვარ. მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრება და დააფიქსირონ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან.

ადამიანები ასე საკუთარი მიზნების მიღწევას და ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი ჯანდაცვისა და განათლებისთვის იბრძვიან.

ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ კონსენსუსამდე მივალთ და რომ მომავალი უკეთესი იქნება," - განაცხადა დავიდ ლუისმა.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფიფამ შესაძლოა კონფედერაციათა თასი შეაჩეროს [VIDEO]

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა - ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს
დავიდ ლუისი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
დავიდ ლუისი "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
დავიდ ლუისმა სებალიოსს ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
დავიდ ლუისი ბალოტელისთან ერთად ითამაშებს
დავიდ ლუისმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
ჰალკმა 7,2 მილიონ ევროდ პირადი თვითმფრინავი შეიძინა
[VIDEO] 39 წლის ჰალკმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა - "ატლეტიკო მინეირომ" კოპა სუდამერიკანაზე "გოდოი კრუზი" დაამარცხა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
დავიდ ლუისი "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
ჰალკმა 1 შეხვედრის ჩატარების შემდეგ 6კგ დაიკლო [VIDEO]
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს