ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფეხბურთის სახალისო ისტორია: 1-1-8-ც საფეხბურთო ტაქტიკაა

ფეხბურთის სახალისო ისტორია: 1-1-8-ც საფეხბურთო ტაქტიკაა

გადავწყვიტეთ, ქრონოლოგიურად, სახალისო სტილში მოგვეყოლა, რა როგორ იცვლებოდა სპორტის ამ დიდებულ სახეობაში
ყველამ კარგად იცის, რომ ფეხბურთი დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა, როგორც ახლაა. ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

გადავწყვიტეთ, ქრონოლოგიურად, სახალისო სტილში მოგვეყოლა, რა როგორ იცვლებოდა სპორტის ამ დიდებულ სახეობაში, რაშიც ძალზე დაგვეხმარა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მდიდარი ბაზა.

მაშ ასე, გადავინაცვლოთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო... ბუნებრივია, დიდ ბრიტანეთში.

1872

14 ფორვარდი და უგოლო ფრე

მსოფლიოს პირველი ამხანაგური მატჩი გლაზგოში გაიმართა. მასპინძელმა შოტლანდიამ 2-2-6 ტაქტიკით ითამაშა, ხოლო სტუმარმა ინგლისმა - 1-1-8-ით!

ამის მიუხედავად, მატჩი 0:0 დასრულდა. შესვენებაზე ინგლისის გოლკიპერმა რობერტ ბარკერმა და გარემარბმა უილიამ ჯონ მეინარდმა ადგილები შეცვალეს.

1873

პირველი "ლეგიონერი" ეროვნულ ნაკრებში

8 მარტს ლონდონში ფეხბურთის ისტორიაში მეორე საერთაშორისო მატჩი გაიმართა. სტუმარ სკოტთა რიგებში მოედანზე იყო ფეხბურთელი ჰენრი რენი-ტეილორი, რომელიც ინდოეთში იყო დაბადებული.

მას თამაშის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას არ გაუპროტესტებია.

რენი-ტეილორი თავისი დროის ნამდვილი სპორტსმენი იყო. ის ინდოეთში იმიტომ დაიბადა, რომ მამა იქ მსახურობდა. რენი-ტეილორი შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების წევრიც იყო და კრიკეტსაც კარგად თამაშობდა.

შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ამ კაცმა გაიტანა.

1874

პირველი აფრიკელები

ფეხბურთის ასოციაციის ფინალში "ოქსფორდსა" და "როიალ ინჯინიერსს" შორის (2:0) პირველად ითამაშეს აფრიკაში დაბადებულმა ფეხბურთელებმა.

პიონერი იყო ორი ძმა: უილიამ როუსონი "ოქსფორდის" ღირსებას იცავდა, ხოლო მისი ძმა ჰერბერტი - "როიალსის". პირველი კეიპტაუნში დაიბადა, მეორე - მავრიკის კუნძულზე.

1875

მექსიკელი ინგლისის ნაკრებში

რიჩარდ ლიონ ხეავესი ინგლისის ნაკრების მარცხენა გარემარბი იყო. ის მეხიკოში დაიბადა და კემბრიჯში სწავლობდა.

1875

ნაკრების თამაშზე დააგვიანა

ამ შეხვედრაში (შოტლანდიის წინააღმდეგ) ერთი სახალისო ისტორიაც მოხდა: ინგლისელთა მეკარე უილიამ კარმა "კენინგტონ ოვალზე" 15 წუთით დაიგვიანა. ამიტომაც კარში ფორვარდი ალექსანდერ ბოსნორი ჩადგა. ინგლისის ნაკრებმა 10 კაცით ითამაშა. მაშინ ფეხბურთელის შეცვლაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

1876

ცალთვალა მეკარის საიდუმლო

გლაზგოში შოტლანდიამ 4:0 მოუგო უელსს. შოტლანდიელთა მეკარემ ჯეიმს ლანგმა პორტში მუშაობისას ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, მაგრამ ამის შესახებ არავის უთხრა. მისი საფეხბურთო კარიერა ისე წარიმართა, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩა.

"წითური" ჯეიმსი შემდეგ გამოტყდა, რომ არ უნდოდა ამ უპირატესობით მეტოქეებს ესარგებლათ.

1876

პირველი ზღვისრეთელი ინგლისის ნაკრებში

როცა ინგლისი შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, კარში არტურ სევიჯი იდგა, სიდნეიში დაბადებული, რომელიც ორი რამით იყო ცნობილი: არანორმალური ძალით შეჰყავდა ბურთი თამაშში და... ჰქონდა დიდი პირი.

1876

შეცდომის გასწორება... 125 წლის შემდეგ

შოტლანდიის ნაკრების მოთამაშე ჰარი მაკნეილი სინამდვილეში ჰენრი მაკნეილი ყოფილა. არადა, მისი სახელი 125 წლის განმავლობაში არასწორად იწერებოდა, სანამ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები მისი დაბადების მოწმობით არ დაინტერესდნენ.

1878

ოქსფორდი და კემბრიჯი

ინგლისის ორი უმთავრესი საგანმანათლებლო ცენტრი მაშინ და ახლაც, თუმცა მაშინ ამ უნივერსიტეტთა გუნდები ინგლისური ფეხბურთის ელიტას წარმოადგენდნენ, ახლა კი ასე აღარ არის.

1879

პირველი დისკვალიფიცირებული ექიმი

1879 წელს დოქტორი ჯონ სმითი შოტლანდიის ნაკრებისა და იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი იყო. ფიზიკოსი სმითი ხშირად თამაშობდა ჯეი სი მილერის ფსევდონიმით. მან დაარღვია მოყვარული ფეხბურთელის სტატუსი, რისთვისაც შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მერე ფორვარდმა სამედიცინო პრაქტიკას მიჰყო ხელი.

1879

დათარსული მატჩი

ინგლისის და უელსის მატჩი (2:1) ლონდონში ცუდ ამინდში ჩატარდა. ამიტომაც კაპიტნებმა 30-წუთიან ტაიმებზე მოილაპარაკეს. ინგლისის ნაკრებმა მხოლოდ 10 ფეხბურთელი შეაგროვა, ხოლო რეფერმა რიჩარდ ბასტარდმა მატჩზე 20 წუთით დააგვიანა მატარებლის გამო.

1880

ინგლისის ნაკრების წევრმა გამოიგონა წვივსაფარი

ინგლისმა შოტლანდიასთან 4:5 წააგო. ინგლისელთა გუნდში თამაშობდა სემუელ უიდოუსონი. გარდა იმისა, რომ ის ყოველმხრივ განვითარებული სპორტსმენი იყო (სპრინტერებს ასწრებდა), პროფესიით ფეხსაცმლის ტყავების გამყიდველი იყო. სწორედ მან გამოიგონა პირველი წვივსაფარი, რომლის გარეშეც ახლა შეუძლებელია ფეხბურთი.

1881

პირველი კომპენსაცია ფეხბურთში

ირლანდიის თასის მატჩში ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელი დაშავდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ირლანდიის ასოციაციამ ფეხბურთელისთვის კომპენსაციის გადახდა. თანხა ზუსტად 1 ფუნტი სტერლინგი იყო!

შეიძლება ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ ეს ფული სულაც არ იყო მიზერული.

1882

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა

რექსემში უელსმა 7:1 გაანადგურა ირლანდია. ამ მატჩის მონაწილე ედუარდ შოუს არ გაუმართლა - ოჯახში მამასთან კონფლიქტი მოუვიდა, შემდეგ ალკოჰოლიკი გახდა. ერთ დღესაც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამბობენ, ის ამერიკაში მოკვდაო...

1882

ხელი ხელს ბანსო

ინგლისის ასოციაციამ გადაწყვიტა, თასზე შოტლანდიური, ირლანდიური და უელსური კლუბები მიეწვია. ზოგიერთმა კლუბმა მიიღო მიწვევა. საპასუხოდ, უელსის ასოციაციამ ნება დართო ინგლისურ კლუბებს უელსის თასზე თამაშის და პირველივე წელს ინგლისური კლუბი "ნორვიჩი" უელსის თასის ფინალში გავიდა.

1883

მომავალი პროფესორი მოედანზე

როცა ინგლისმა 5:0 მოუგო უელსს, ნაკრებში იყო ჰარი გუდჰარტი, რომელიც შემდგომში ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

1883

პირველი მეკარე, რომელმაც ნაკრებში გაიტანა

ახლა ასეთი მეკარეების არსებობა არ გვიკვირს; ზოგი შტატიანი პენალტისტია, ზოგიც ვირტუოზულად ასრულებს საჯარიმო დარტყმას. ყოფილა შემთხვევა, გოლკიპერი წინ წასულა და ბოლო წამებზე გაუტანია.

გლაზგოში შოტლანდიელთა მეკარე ჯეიმს მაკოულის უელსელთა წინააღმდეგ ფორვარდად მოუწია თამაში და გაიტანა.

1884

71 გოლი ორ მატჩში!

შოტლანდიის თასის პირველ რაუნდში "არბროთმა" "ბონ აკორდს" 36:0 მოუგო. მხოლოდ ჯონ პეტრიმ 13 გოლი გაიტანა! "ბონ აკორდს" ერთი გამართლება აქვს - გუნდში ძალიან ბევრი კრიკეტის მოთამაშე დაიმატეს.

იმავე დღეს "დანდიმ" "აბერდინ როვერსს" 35:0 მოუგო. ვინმე ა. დარსიმ 10 გოლი გაიტანა.

1884

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი იხვებზე ნადირობისას დაიხრჩო

ამ წელს ირლანდიამ 1:8 წააგო ინგლისთან. დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი უილიამ მაკუამ გაიტანა. ეს კაცი მალე ინდოეთში წავიდა, სადაც იხვებზე ნადირობისას დაიხრჩო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა