კანდიდატობა პირველმა "კალათბურთელთა კავშირის" წევრმა მიხეილ ახვლედიანმა გამოაცხადა
კალათბურთის ფედერაციის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია. იგი 23 ივნისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" "კალათბურთელთა კავშირის" უხუცესმა გურამ მინაშვილმა დაასახელა, რომელსაც პრეზენტაციისას გვერდში ჰყავდა მიხეილ ქორქიას ქალიშვილი სოფო და ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილი გიორგი.

- შესაძლოა, ჩვენი კავშირის დაარსების შემდეგ ბევრი ხვდებოდა, ვინ იქნებოდა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი. დღეს პირდაპირ გეტყვით - ეს არის მიხეილ ახვლედიანი. რატომ დღეს? - 23 ივნისია. მაიკლ ჯორდანიც 23-ე ნომერი იყო და მისი სახელი გამარჯვებებთან ასოცირდება. იმედი მაქვს, ჩვენი საქმეც გამარჯვებით დასრულდება, ოქტომბერში დაგეგმილ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს.

გურამ მინაშვილმა ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელებზეც ილაპარაკა:

"ფეხბურთი, შედეგების მიუხედავად, საქართველოში პოპულარული სახეობაა. ამ მხრივ კალათბურთს რაგბმაც გაასწრო, რაზეც გული ძალიან მწყდება.

76 წლისა ვარ და მინდა ქართული კალათბურთი უკეთეს დღეში ვნახო. ზონდერების დრო წავიდა.

ბოლოს ყველაზე დიდი დამარცხება 2001 წელს ვიგემე, როცა კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის გვერდით ვიდექი და რაღაც მანიპულაციებით ფედერაციის ამჟამინდელმა მმართველებმა მოგვიგეს.

მათ შეცვალეს წესდება და თუ მანამდე ერთ ადამიანს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენება ორჯერ შეეძლო, მათ მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ მიიღებს მონაწილეობას".

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმაც 2001 წლის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება:

"ფედერაციის სათავეში იმიტომაც გვინდა მოსვლა, რომ ქართული კალათბურთი შევუსაბამოთ თანამედროვე მოთხოვნებს, აღარასოდეს განმეორდეს 2001 წლის მანიპულაციები და ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში.

ამას წინათ, კალათბურთის ამჟამინდელმა ფედერაციამ გამოაქვეყნა წესდება, რომელიც 4 ფურცლისა და 8 მუხლისგან შედგება.

ბევრი ვეძებე, მაგრამ მსგავსი ორგანიზაციების ვერც ერთი ასეთი დოკუმენტი ვერ ვნახეთ, რომელიც მხოლოდ 4 გვერდისგან შედგებოდეს.

ქართული ზღაპარი კომბლეც კი რვაგვერდიანია! ჩვენმა კავშირმა ბევრი იმუშავა წესდებაზე, რომელიც 79 მუხლისგან შედგება და გათვალისწინებულია როგორც საზოგადოების, ასევე მწვრთნელების, მოთამაშეების და კალათბურთთან დაკავშირებული თითოეული ადამიანის უფლებები".

როგორც წესი, არჩევნების წინ საინტერესოა ამა თუ იმ კანდიდატის წინასაარჩევნო გეგმა.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროგრამა შედგენილია, თუმცა "კალათბურთელთა კავშირის" პრიორიტეტი სხვა რამაა: საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს:

"ფიბა-ს ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს მიხედვით, ფედერაციის წევრთა მიღება და გარიცხვა, ბიუჯეტის დამტკიცება ყრილობის და არა გამგეობის კომპეტენციაა (როგორც ეს ახლა ხდება).

რაც შეეხება რიგგარეშე ყრილობას, მისი მოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტს და გამგეობას (როგორც ეს ამ წესდებითაა გათვალისწინებული), არამედ ფედერაციის წევრთა მინიმუმ 25 პროცენტს.

ამასთან, ფედერაციის წესდება ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს ეროვნული ფედერაციის ყრილობის შემადგენლობას და ხმათა განაწილებას, ვინაიდან ნებისმიერი დავის წამოჭრისას ის იყოს ერთადერთი სახელმძღვანელო და უფლებამოსილი დოკუმენტი", - გვითხრა კავშირის იურისტმა გიორგი ანთაძემ.

ასევე, "კალათბურთელთა კავშირის" წევრმა და "არმიას" მოთამაშე დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ფიბა-ს წესდება, ისევე, როგორც უეფა-სი, კომპანია "ტი-სი-აი კონსალტინგის" შემუშავებულია.

- ფეხბურთისა და კალათბურთის მმართველი ორგანიზაციების წესდებებში ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: უეფა და ფიფა ფედერაციებს დიდი მოცულობის გრანტებით ეხმარებიან და სახელმწიფო რომ არ შეეწიოს, მაინც იარსებებენ.

კალათბურთში ფიბა და ფიბა-ევროპა ფედერაციებს გრანტებით ვერ უზრუნველყოფენ და ფიბა-ს დოკუმენტში პირდაპირაა მითითებული, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფო მთავრობა 30 და მეტი პროცენტით აფინანსებს ფედერაციის აქტივებს.

შესაბამისად, ფიბა დასაშვებად მიიჩნევს (სასარგებლო იქნებაო) გამგეობის წევრებად სახელმწიფო მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ, როგორ ხდება მათ მიერ გაცემული თანხის გაძღოლა.

ცნობისთვის, საქართველოში კალათბურთის ფედერაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 90 პროცენტით აფინანსებს...

როგორც კავშირის ხელმძღვანელმა მიხეილ ახვლედიანმა გვითხრა, სპორტის სამინისტროს უკვე მიმართეს დროებითი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ თხოვნით, რათა წესდების პროექტის განხილვა გადავიდეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

"ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების ჩატარება მოხდეს ლეგიტიმურ ჩარჩოებში, დემოკრატიული გზით, გამჭვირვალედ, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dato
Kარგია
Dato
Kალატბურტის კავსირის ვებ გვერდის მისამარტი დაცერეტ ვინც იციტ. Mადლობტ.
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[ერთი გმირობის ამბავი] ქორქია VS აშშ
როგორ "ჩამოართვა" ცეკამ მინაშვილსა და აბაშიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
მიხეილ ახვლედიანი: იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება
ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს
შვიდდღეული: ესპანელები როგორ გვაჯობებდნენ?
მიხეილ გაბრიჩიძე: ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ
ბესიკ ლიპარტელიანი: ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე!
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა