ესპანეთი ევროპის წამყვანი სპორტული ქვეყანაა, მის ნაკრებებს სპორტის უამრავ სახეობაში ბადალი არ ჰყავთ. თუმცა არის ერთი სახეობა, სადაც ქართველები ვჯობივართ
ესპანეთი ევროპის წამყვანი სპორტული ქვეყანაა, მის ნაკრებებს სპორტის უამრავ სახეობაში ბადალი არ ჰყავთ. თუმცა არის ერთი სახეობა, სადაც ქართველები ვჯობივართ - რაგბი.

როტაცია - დილა-დინამო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონთან" წააგო და ცხრილში პირველობა გორის "დილას" დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ "ტორპედოს" სძლია.

"დილამ" პირველობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, ხუთშაბათს ბათუმის "დინამოსთან" დათმო და ცხრილის ლიდერობა თბილისის "დინამოს" დაუბრუნა. ეს ყველაფერი კი გვაიმედებს, რომ საქართველოს პირველობის დასკვნითი ეტაპი საინტერესოდ გაგრძელდება.

რიცხვი - 1000

"ზესტაფონი"-"ჩიხურას" მატჩისას გიორგი ილურიძემ 77-ე წუთზე გაიტანა. როგორც სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, ეს იყო ზესტაფონელთა მე-1000 გოლი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

მოგება - ესპანეთთან 26:13

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირენეელთა კრებულთან მადრიდში ითამაშა. მართალია, ადგილობრივების დამარცხება იოლი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, როგორც კლასიან ნაკრებებს სჩვევიათ, ესპანელები მეორე ტაიმში გატეხა და ანგარიშითაც მიუთითა, ორჯერ უკეთესები ვართო - 26:13.

ბლოკადა - მეტალურგი

საქართველო რის საქართველოა, ყველაფერი აწყობილი იყოს - ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს. არასახარბიელო სიტუაციაშია რუსთავის "მეტალურგი". მას პირველი წრის შემდეგ ლიდერები გაექცა, ახლა კი სტადიონზე არც წყალია, არც შუქი...

კრიზისი - პარმა

სხვათა შორის, "მეტალურგის" დღეშია იტალიური "პარმა", რომლის მატჩიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. სხვა კლუბებმა კი "პარმას" მხარდასაჭერად თამაში 15 წუთის დაგვიანებით დაიწყეს.

მხარდაჭერა "მეტალურგსაც" სჭირდება, თუმცა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, 15 წუთით დაგვიანება ნაკლებად შესამჩნევი იქნება. უფრო კონკრეტული ნაბიჯია საჭირო.

კომენტარი - მესი და პიცა

"ბარსელონას" ერთ-ერთმა დირექტორმა კარლეს რექსაჩმა გუდას პირი მოხსნა. ისაუბრა "რეალზე", "ბარსაზე" და კიდევ სხვა უამრავ საინტერესო ამბავზე. თუმცა აქ კვირის ფრაზად მესისთან დაკავშირებით ნათქვამი ამოვარჩიეთ. რექსაჩმა დაბეჯითებით თქვა - მესი შარშან იმიტომ იყო არასათანადო ფორმაში, რომ ბევრ პიცას მიირთმევდაო.

რაც არ ვიცით, არ ვიცით. რექსაჩს ვერ შევეპასუხებით.

ტიტული - ლიგის თასი ჩელსის

ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ეს გახლავთ ინგლისის ლიგის თასი. მისმა გუნდმა ფინალში "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხა.

გასროლა - ვერცხლი

ევროპის ზამთრის პირველობაზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებმა ორი ვერცხლი მოიგო. ხათუნა ნარიმანიძემ გერმანელ ჰაიდნი-ჩკალოვასთან 2:6 დათმო, ხოლო გუნდური ჩათვლის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ასევე გერმანელებთან, ასევე 2:6 წააგო.

დარტყმა - შენგელია

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბასკური დერბისას საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მეტოქე დეიან ტოდოროვიჩს შეურაცხყოფა არ აპატია და ყბაში გემრიელად მოსდო.

დანაკლისი - გურამ მინაშვილი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. პირველ მარტს კი გამოგვაკლდა, არც მეტი არც ნაკლები, ევრობასკეტის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ლეგენდარული გურამ მინაშვილი. იგი პირველი იყო, ვინც 1962 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში, "რეალის" ძლევის შემდეგ ვერცხლის კალათა აღმართა.

დასკვნა - ბოლტის სიმეტრია

კვირის დასკვნა ანთროპოლოგ რობერტ ტრაივერსს ეკუთვნის. მან ამოხსნა სპრინტერ უსაინ ბოლტის სისწრაფის საიდუმლო. ბატონი რობერტის დასკვნით, ბოლტს მუხლების სიმეტრიულობა გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს და სისწრაფეში სხვაობაც ამიტომა თვალსაჩინო.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
შვიდდღეული: დიდი ბრძოლების თვე
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
კარლეს რექსაჩი: დი მარია "რეალისთვის" ზედმეტად უშნო იყო
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
კარლეს რექსაჩი: გრიზმანმა "ბარსელონას" მატარებელს ვერ მიასწრო
[ერთი გმირობის ამბავი] ქორქია VS აშშ
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
კარლეს რექსაჩი: "ბარსელონას" სატრანსფერო დისკვალიფიკაცია აბსურდია
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
"ის უნიკალური კალათბურთელი იყო, რომლის მსგავსიც დღემდე არ დაბადებულა"
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
გურამ მინაშვილი - აზარტი, ჟინი, ბრძოლა...
საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
როგორ "ჩამოართვა" ცეკამ მინაშვილსა და აბაშიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა