4 ოქტომბერს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები ვეტერან კალათბურთელებს შეხვდებიან
1-ელ ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც მასმედიას გამგეობის წევრმა პაატა გურასპაულმა გააცნო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკფ) გამგეობის 25 სექტემბრის სხდომაზე დადგინდა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება არაუგვიანეს 2013 წლის 14 დეკემბრისა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ იმეორებს და ადასტურებს, რომ გადწყვეტილებები კალათბურთთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა მიიღოს მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებამ.

იმისთვის, რომ სკფ-ის გამგეობამ გამოიტანოს გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან და ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, სკფ-ის გამგეობამ ა.წ. 1-ელი ოქტომბრის სხდომაზე დაგეგმა შეხვედრები საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრების გრაფიკი ამგვარია:

4 ოქტომბერი

შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან (თბილისი).

11 ოქტომბერი

შეხვედრა მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან, მსაჯ-მდივნებთან (თბილისი).

16 ოქტომბერი

შეხვედრა დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (ქუთაისი).

22 ოქტომბერი

შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (რუსთავი).

4 ნოემბერი

შეხვედრა თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან (თბილისი).

8 ნოემბერი

შეხვედრა თბილისის საკალათბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან (თბილისი).

13 ნოემბერი

შეხვედრა თბილისის მოქმედ და ვეტერან მწვრთნელებთან (თბილისი).

შენიშვნა: გამგეობისთვის სასურველი შეხვედრის თარიღი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დადგინდება სეოკ-თან შეთანხმების შემდეგ.

მოგვიანებით გადაწყდა პირველი შეხვედრის დრო და ადგილი.

4 ოქტომბერს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები ვეტერან კალათბურთელებს შეხვდებიან.

შეხვედრა გაიმართება სასტუმრო "რედისონის" საპრესკონფერენციო დარბაზში, 16:00 საათზე. ყველა ვეტერან კალათბურთელს, რომელიც დაინტერესებულია ქართულ კალათბურთში დღესდღეობით მიმდინარე პროცესებით, ვთხოვთ, მობრძანდეს აღნიშნულ შეხვედრაზე.

წყარო: gbf.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
კალათბურთის ფედერაციის პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება
უმძიმესი ფინანსური კრიზისი - ფოთის "კოლხეთი" განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრების განცხადება
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
"ბარსელონა" "რეალთან" მატჩის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
ხარჯი გაიყოფა: ილია კოკაია "ზესტაფონში" ბრუნდება?
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)