საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე დასკვნითი ორი მატჩი გამართა
საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე დასკვნითი ორი მატჩი გამართა.

ჯერ გერმანიას ეპაექრა, 23 ივნისს - რუსეთს. ამ შეხვედრათა ოქმებს ქვემოთ გაეცნობით, დანარჩენს მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილისგან შეიტყობთ.

- გერმანიასთან თამაშის ერთ ეპიზოდში 14 ქულით ვიგებდით, მაგრამ კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ. ბოლო პერიოდში ტანმაღალი მოთამაშეების გარეშე დავრჩით.

შოთა გელაზონიამ და გიორგი ცირეკიძემ 5-5 პერსონალური შენიშვნა მიიღეს და მოედანი დატოვეს, ხოლო ლერი კვანტალიანმა კოჭი ამოიტრიალა და ვერ თამაშობს. ბოლო პერიოდში ავირიეთ, რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, ჩვენი სროლები არ ჩავარდა, გერმანელებს კი ტყორცნა წაუვიდათ და ამიტომაც დავმარცხდით.

რაც შეეხება რუსებს...

- მათ რეალურად 20-წლამდელთა ნაკრები არ ჰყავთ. ეს არის ის გუნდი, რომელიც მსოფლიოს უნივერსიადისთვის ემზადება და მასში 1989 წელს დაბადებული რამდენიმე კალათბურთელი თამაშობს. აქვეა მათი ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი და წევრიც...

22 ივნისი

საქართველო-გერმანია 67:76

18:17, 24:14, 15:18, 10:27

საქართველო: ორმოცაძე (11 წთ), რამიშვილი (14 წთ, 8ქ), ო. ფხაკაძე (26 წთ, 8ქ), ბურჯანაძე (38 წთ, 26ქ, 10მ), გოგოძე (6 წთ), მიქელაძე (23 წთ, 11ქ), ცირეკიძე (18 წთ, 1ქ), როგავა (21 წთ, 4ქ, 4პ), გელაზონია (15 წთ, 2ქ), ჯინჭარაძე (19 წთ, 5ქ), თ. ფხაკაძე (9 წთ).

23 ივნისი

საქართველო-რუსეთი 47:98

10:28, 18:24, 11:23, 8:23

საქართველო: ორმოცაძე (20 წთ), რამიშვილი (11 წთ, 2ქ), ო. ფხაკაძე (13 წთ, 4ქ), ბურჯანაძე (29 წთ, 15ქ, 8მ), გრძელიძე (17 წთ), მიქელაძე (24 წთ, 9ქ, 3პ), ცირეკიძე (29 წთ, 5ქ), გელაზონია (14 წთ, 1ქ), ჯინჭარაძე (19 წთ, 6ქ), თ. ფხაკაძე (7 წთ, 1ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა