სანაკრებო სიაში ათი დებიუტანტია
უკვე არაერთხელ ვწერდით, რომ 17 ნოემბრის სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში ჩვენი ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში 30 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ შემადგენლობაში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომლებიც ნაკრების გაფართოებულ სიაში არიან.

უპრიანია ჯერ სანაკრებო შემადგენლობას გადავავლოთ თვალი, დანარჩენზე კი ქვემოთ მოგახსენებთ:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ძაძამია (ვიტ ჯორჯია);

მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგი, ინგლისი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), დავით კვირკველია (რუბინი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა (ყველა ზესტაფონი), ლევან კაკუბავა (დინამო), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (ბაია);

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), სანდრო გურული (კარპატი, უკრაინა), გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), კახაბერ ალადაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ირაკლი მოდებაძე (ორივე ოლიმპი), მათე ვაწაძე (დინამო), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია).

როგორც ხედავთ, სანაკრებო სიაში არაერთი დებიუტანტია. მათ შორის არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებსაც ეროვნულ გუნდში უკვე აქვთ ნათამაშები, მაგრამ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველად არიან. ყველა მათგანზე ცალკე მოგახსენებთ. ჯერ დებიუტანტებზე ვთქვათ.

ეროვნულ ნაკრებში ათი ფეხბურთელი პირველად არის გამოძახებული. ესენი არიან: სანდრო გურული, აკაკი ხუბუტია, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ონიანი, გურამ გურეშიძე და გიორგი ძაძამია. ლევან კაკუბავა და ნიკა კვეკვესკირი, ეროვნულში გასულ თვეში იყვნენ გამოძახებულები, მაგრამ თამაშმა არ მოუწიათ. ჯაბა ლიპარტია კი ეროვნულში ყოფილმა მწვრთნელმა, ჰექტორ კუპერმაც გამოიძახა. აღსანიშნავია ის, რომ ტრავმით გამოწვეული დიდი პაუზის შემდეგ, ნაკრების სიაში ისევ არის ჯაბა კანკავა. საგულისხმოა ის, რომ ქეცბაიას სიაში თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომლებიც წელს და წინა წლებში ახალგაზრდულ ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ და ასაკის მიხედვით 21-წლამდელებში თამაში აღარ უწევთ.

ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას თბილისში გაივლის. ქეცბაია გუნდს ხუთშაბათს, 10 ნოემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრებს. ნაკრები სლოვენიაში მატჩის წინა დღეს, 16 ნოემბერს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. ნაკრების თავკაცი გამოძახებული 34 ფეხბურთელიდან ბალკანეთზე რჩეულებს (სავარაუდოდ 22 მოთამაშეს) წაიყვანს. სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს ქალაქ კოპერში გაიმართება.

დავით ცაბაძე

mslxazi
კარგი იქნებოდა საქართველოში მოთამაშე ბიჭებსაც თუ მიეცემათ თამაშის საშუალება ამხანაგურ მატჩებში. მათ თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსი უნდა ქონდეთ...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა