საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთთან მატჩით დაასრულა სანტ-ანჯელოს ტურნირი და 28-დან დომეჯეში გასამართ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

სანტ ანჯელოში ქართველთა მეტოქეები იყვნენ იტალიის, გერმანიის ახალგაზრდული და რუსეთის სტუდენტური ნაკრებები.

ჩვენმა გუნდმა ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა. მიზანთან ყველაზე ახლოს გერმანიასთან შეხვედრაში იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ცხრა ქულის სხვაობით დათმო.

მიუხედავად შეჯიბრების მეოთხე ადგილზე დასრულებისა, სანტ-ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ქართველი დასახელდა - ბექა ბურჯანაძე.

როგორც წესი, მეოთხეადგილოსნებიდან MVP-ის იშვიათად ირჩევენ, მაგრამ ვინც თამაშები ვერ ნახა, საკმარისია ბექას მონაგარი გავაცნოთ: პირველ შეხვედრაში, იტალიელებთან ბურჯანაძემ 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა; გერმანიასთან სტატისტიკა კიდევ უფრო გაიუმჯობესა - 26 ქულა, 10 მოხსნა; ხოლო რუსეთთან მისი მონაგარი ასეთი იყო: 15 ქულა, 8 მოხსნა.

ზედა აბზაცში დავწერეთ: მეოთხეადგილოსანი გუნდიდან საუკეთესოს იშვიათად ასახელებენო. სიტყვა "იშვიათად" იმიტომ გამოვიყენეთ, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს.

2009 წელს უკრაინული "კიევიდან" ყველა ლეგიონერი დაითხოვეს, გარდა მანუჩარ მარკოიშვილისა, რომელმაც გუნდის ლიდერობა ითავა, თუმცა მეოთხე ადგილზე გავიდა. მანუ იმდენად ეფექტური იყო, რომ უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

- მარკოიშვილი ძლიერი კალათბურთელია, დიდ პატივს ვცემ, - გვითხრა ბექა ბურჯანაძემ, - სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ველოდი შეჯიბრების MVP-ად დასახელებას.

ქულებისა და მოხსნების საერთო მაჩვენებლით ტურნირზე საუკეთესო კი ვიყავი, მაგრამ ბოლო ადგილზე გავედით და სწორედ ამიტომ არ მეგონა, თუ გამომარჩევდნენ.

სასიამოვნოა და ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ, ვეცდები მოედანზე მეტი გავაკეთო და მაქსიმალურად გამოვასწორო შეცდომები.

სანტ-ანჯელოს ტურნირზე ქართველები შეხვდნენ გერმანიას, რომელთანაც 67:76 დამარცხდნენ. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც 9 ივლისს დაიწყება) საქართველოს ნაკრების მეტოქეა და თუ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს მაინც დავიკავებთ, 2014 წელსაც ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვითამაშებთ.

როცა მეტოქეებად სერბეთი, ლიტვა და საბერძნეთი გყავს, ერთი მოგებაც დიდად გასახარი უნდა იყოს. საინტერესოა ბურჯანაძის მოსაზრება გერმანიის ნაკრების შესახებ.

- გერმანელებს აკლიათ გამთამაშებელი როელი, რომელიც NBA-ს დრაფტზეა წარდგენილი. ამბობენ, რომ იგი გუნდს ვერც ევროპის ჩემპიონატზე გაჰყვება.

იტალიაში გამართულმა მატჩმაც დაგვანახვა, რომ გერმანელებს ისეთი გუნდი არ ჰყავთ, რომლის დამარცხებაც ვერ შევძლოთ. აქ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვასწორებთ.

28 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდება (20 საათზე), 29-ში - მასპინძელ იტალიას (23 საათზე), ხოლო 30-ში - ბულგარეთს (20 საათზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში