27 ივნისს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ბაკურიანში გაემგზავრება
27 ივნისს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ბაკურიანში გაემგზავრება, სადაც 9 ივლისამდე ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის.

ამით გუნდი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის, ანუ იწყებს მიზანმიმართულ მზადებას, რათა აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს ფორმის პიკში შეხვდეს.

ძიუდოისტები ბაკურიანში მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთებიან, ამჯერად ლეიბზე არ შევლენ და, შესაბამისად, არც ტექნიკური მხარის სრულყოფაზე იზრუნებენ, რადგან ამას მზადების მომდევნო ეტაპებზე შეეცდებიან.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ბაკურიანში 20 სპორტსმენი მიჰყავს. თავიდან უფრო გაფართოებული შემადგენლობის - 30 კაცის თავმოყრას გეგმავდა, მაგრამ დღეს ახალგაზრდული ნაკრებიც იწყებს შეკრებას და მისი წევრებიც ამიტომ გამოაკლდნენ ეროვნულ გუნდს.

საბედნიეროდ, ამ ოცეულშია ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი და არც სერიოზული ტრავმები აწუხებს ვინმეს.

მართალია, პატარ-პატარა პრობლემები კვლავაც რჩება, რომელთა გამოსწორებაზეც საექიმო შტაბი გზადაგზა ისევ იმუშავებს, მაგრამ ამ წუთისთვის იმდენად სერიოზული არაფერია, ვინმეს მსოფლიოსთვის მზადებაში ხელი შეუშალოს.

გამოჯანმრთელების გზაზეა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (66) - მას საზარდული ისევ აწუხებს, მაგრამ მკურნალობამ შედეგიც გამოიღო და ვითარება სერიოზულად გამოსწორდა.

მან მინსკში, საერთაშორისო კემპზეც სრული დატვირთვით ივარჯიშა და ახლაც ამ რეჟიმშია. იმედია, მსოფლიომდე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო შემსუბუქდება და არ დამძიმდება.

შეგახსენებთ, რომ მას საზარდული ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე სტკიოდა, ლონდონში გამარჯვების შემდეგ კი გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ევროპის წლევანდელი პირველობის წინ ისევ ასტკივდა.

კონტინენტის პირველობაზეც ასე ტრავმით იჭიდავა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი ძიუდოისტები 1 კვირით თბილისში ივარჯიშებენ, მერე კი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც 20-21 ივლისს "დიდ მუზარადზე" იჭიდავებენ.

ჯერ ცნობილი არაა იქ წამსვლელი გუნდი. ბუნებრივია, მწვრთნელებს გარკვეული მონახაზი უკვე აქვთ, მაგრამ ყველაფერი მაინც ბაკურიანული შეკრების შემდეგ გაირკვევა.

მოსკოვიდან ჩვენები სოჭში გადაინაცვლებენ, სადაც ასევე საერთაშორისო კემპი გაიმართება, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 400 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი იქიდან ერთ კვირაში დაბრუნდება და 5-15 აგვისტოს უკვე საქართველოში გაივლის მორიგ შეკრებას.

ჯერ დაზუსტებული არაა, სად ჩატარდება ის, მაგრამ ალტერნატივა ორია - ბორჯომი ან ყვარელი, მაგრამ მოარული ხმებით, უფრო კახეთის ვარიანტი იკვეთება.

ნაკრებმა იქ ევროპის პირველობის წინაც გაიარა შეკრება, სადაც ფედერაციის პრეზიდენტმა და, პარალელურად, ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა მათ იდეალური პირობები შეუქმნა და ახლაც ამიტომ მიაჩნიათ იქ ვარჯიში რეალურად.

17 აგვისტოს ნაკრები ბრაზილიაში გაფრინდება, სადაც მსოფლიოს პირველობის მასპინძელ რიოში აკლიმატიზაციის მიზნით ერთკვირიან შეკრებას გაივლის. მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია