ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი დუშან უჰრინის გუნდი მესამე საკონტროლო შეხვედრას 27 ივნისს, რუმინულ გუნდთან გამართავს
ავსტრიული მოსამზადებელი ეტაპის მორიგ, რიგით მესამე სპარინგს თბილისის "დინამო" 27 ივნისს, რუმინულ "კლუჟთან" გამართავს.

შეხვედრა კირხდორფის საფეხბურთო მოედანზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიულ შეკრებაზე დუშან უჰრინის გუნდმა კიევის "დინამოსთან" და დონეცკის "შახტართან" მოსინჯა ძალები. "დინამო" კიეველებთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ამავე ანგარიშით დონეცკურ გრანდს აჯობა.

1907 წელს დაარსებულმა კლუბმა სახელწოდება 13-ჯერ შეიცვალა. 2006 წლის შემდეგ გუნდს CFR Cluj ეწოდება. "კლუჟი" საშინაო შეხვედრებს 1973 წელს აგებულ სტადიონზე ატარებს, რომელიც რუმინელი ლეგენდარული მწვრთნელის, კონსტანტინ რედელსკუს სახელობისაა და 23 500 მაყურებელს იტევს.

2013 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას მირჩა რედნიკი იკავებს, რომელმაც თავის სამწვრთნელო კარიერაში ორ-ორჯერ მოიგო რუმინეთის ჩემპიონატი და თასი, 3-ჯერ კი ქვეყნის სუპერთასი.

კლუჟი პირველი არადედაქალაქური გუნდი იყო, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოახერხა.

დინამოელთა სპარინგ-მეტოქემ რუმინეთის ჩემპიონატი 3-ჯერ (2007/08, 2009/10, 2011/12) მოიგო, ასევე 3-ჯერ (2007/08, 2008/09, 2009/10) აქვს მოგებული რუმინეთის თასი, 2-ჯერ (2009 და 2010 წელს) მოიგო ქვეყნის სუპერთასი.

რუმინული კლუბი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დაპირისპირებაში მილანის "ინტერთან" დამარცხდა.

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა რუმინელებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა გერმანიის მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელთან, "ვაკერ ბურგჰაუზაენთან" გამართეს და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით - 3:1 სძლიეს.

მომზადებულია www.fcdinamo.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!

დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]

დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]

დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
ფიბა ევროპის თასი. დინამო-კლუჟი [LIVE]
გიორგი ჭანტურიას გუნდის უეცარი ნახტომი მე-16 ადგილიდან მესამეზე
iamcalcio.it: ნიკო ლოპესი "ვერონადან" წავა, გიორგი ჭანტურიას საკითხი ჯერ გასარკვევია
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე გუნდში ჟულიო ბაპტისტა ჩაირიცხა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა