ჯორჯიელებმა "ფინიქსს სანსთან" სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს
გუშინ "ატლანტა"-"მინესოტას" მატჩის მიმოხილვა ასეთი სიტყვებით დავასრულეთ: მინეაპოლისელი "მგლების" ძლევის შემდეგ ატლანტელი "ქორები" "მზეს" შეუტევენ.

"ჰოქსმა" იგორ კოკოშკოვის (ასისტენტია) "ფინიქსს სანსს" მართლაც შეუტია, მაგრამ "მზესთან" მიახლოვების შემდეგ ფრთები შეეტრუსა. ჯორჯიელებს სწრაფ ტემპში მოთამაშე სტივ ნეშის (15 პასი, 19 ქულა) "სანსთან" განსაკუთრებით მესამე პერიოდში გაუჭირდათ, 61:79 ჩამორჩნენ. თუმცა ატლანტელებმა 18-ქულიანი "დეფიციტი" სამქულიანების წყალობით (5 წუთში 6 შორეული ტყორცნა) მალევე აღმოფხვრეს და მესამე პერიოდის ბოლოს ანგარიშიც გაათანაბრეს - 88:88.

მეოთხე რაუნდის დასაწყისში მოედანზე ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, დაცვაშიც კარგად დადგა, თუმცა სირენამდე 6:59 წუთით ადრე ორქულიანი ააცილა და მწვრთნელმაც დაუყოვნებლივ მოედნიდან გაიყვანა. არადა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მეტოქემ ხელში ჩაარტყა და ზაზამაც ამიტომ ვერ ჩააგდო. მსაჯებმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირეს. ასეა თუ ისე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სეზონის დაწყების შემდეგ "ფინიქსთან" მატჩი ფაჩულიასთვის ყველაზე წარუმატებელი იყო. "ატლანტასთვისაც"...

შეხვედრის ბოლო წუთები საოცარი სანახავი გამოდგა - არც ერთი გუნდი საკუთარ ნახევარზე ისე არ ბრუნდებოდა, მინიმუმ ორი ქულა რომ არ ჩაეგდო. ასე, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის დასრულებას 42 წამი აკლდა, როცა ჯამალ კროუფორდმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა - 112:112. საპასუხო იერიში ფრეიემ ორქულიანით დაასრულა. გადამწყვეტი კი ჯო ჯონსონის შეტევა გამოდგა, სირენამდე 8 წამით ადრე მან ფარქვეშიდან ტყორცნა გააცუდა... "ფინიქსმა" 118:114 მოიგო.

ეს იყო ატლანტელი "ქორების" პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში. მათ 6 გამარჯვება აქვთ და სამხრეთ აღმოსავლეთის დივიზიონში პირველობას ინარჩუნებენ. დღეს, გამთენიისას ჯორჯიელები ამავე დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდებოდნენ.

ატლანტა-ფინიქსი 114:118

ზაზა ფაჩულია: 08:27 წუთი, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:34 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:32 ფოლი: 1

II პერიოდი

11:46 შეცდომა: 1

11:23 ფოლი: 2

09:59 ბიბიმ ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

10:51 ზაზამ სმიტი შეცვალა

09:31 ფოლი: 3

08:24 პასი: 1 (ჰორფორდი 2ქ, 90:91)

06:59 ორქულიანი: არაზუსტი

06:59 სმიტმა ზაზა შეცვალა

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის