"ბიანკონერის" გულშემატკივართა ნაწილმა კარლიტოსთვის ალესანდრო დელ პიეროს 10-იანის მიცემა გააპროტესტა
კარლოს ტევესის იტალიაში ჩასვლა ხმაურიანი გამოდგა - მილანის აეროპორტში 29 წლის არგენტინელს უამრავი ტიფოზი და ჟურნალისტი დახვდა, რომლებიც ფეხბურთელს ტურინში ჩაყვნენ.

შემდეგ იყო წარდგენა: კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და 10-ნომრიანი მაისურით ხელდამშვენებული კარლოს ტევესი.

დიახ, კარლიტოს ალესანდრო დელ პიეროს ნომერი ერგო, ეს კი უდიდესი პასუხისმგებლობაა - აქვე ვთქვათ, რომ "ბიანკონერის" გულშემატკივართა ნაწილმა ტევესისთვის 10-იანის მიცემა გააპროტესტა.

კარლოსი ჟურნალისტებსაც შეხვდება, შემდეგ კი პრეზენტაცია გაიმართება და "იუვენტუს არენაზე" ბურთსაც აკენწლის, მაგრამ მთავარია, რას იზამს არგენტინელი მომდევნო სეზონში... არის კი კარლიტო ის სუპერფორვარდი, რომელზეც ტურინში აგერ, უკვე მესამე წელია საუბრობენ?..

არის კი კარლიტო ის მოთამაშე, რომელიც ორი თავით აღემატება მირკო ვუჩინიჩს, ფაბიო კვალიარელას, სებასტიან ჯოვინკოს და ალესანდრო მატრის? - საერთოდ, რა ბედი ეწევათ ამ ფეხბურთელებს?

ამ კითხვებზე პასუხი ანტონიო კონტემ უნდა გასცეს, თუმცა იტალიელ ჟურნალისტებს თავიანთი ვარაუდები აქვთ, რომლებიც დიდწილად ბოლო სატრანსფერო ცნობებზეა დამყარებული...

კონტეს ხუთეული

სერია A-ს ბოლო ჩემპიონატი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ანტონიო კონტე "რაი სპორტს" ესტუმრა და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში "იუვეს" შეტევით ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.

ის, რომ გუნდის ბომბარდირი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გახდა, მწვრთნელმა პრობლემად მიიჩნია და სრულიად საფუძვლიანადაც.

კონტემ დასძინა, რომ შემტევებს გაფილტრავს და სავარაუდოდ, გუნდში მხოლოდ ხუთი ნომინალური თავდამსხმელი ეყოლება. ასეთ შემთხვევაში, თითოეულ შემტევს მეტი სათამაშო დრო და შესაბამისად, ნდობა ექნება, ეს კი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

რა ხდებოდა ამ მხრივ გასულ სეზონში? - კონტეს განკარგულებაში ერთბაშად შვიდი შემტევი იყო: მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი, სებასტიან ჯოვინკო, ფაბიო კვალიარელა, ნიკლას ბენდტნერი, ნიკოლა ანელკა და ვინჩენცო იაკვინტაც კი, რომელსაც თამაშის საშუალება საერთოდ არ მისცემია.

ბენდტნერი, ანელკა და იაკვინტა უკვე წავიდნენ - ფერნანდო ლორენტე და კარლოს ტევესი კი მივიდნენ. ანუ ამ დროისთვის გუნდში 6 თავდამსხმელია, რომელთაგან ერთი ზედმეტია.

ვინ არის ზედმეტი?

კარლოს ტევესი, სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი დაახლოებით ერთი ყაიდის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც უფრო სიღრმიდან უყვართ თამაში და მათ ტიპურ დამგვირგვინებლებს ვერ ვუწოდებთ. ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ფერნანდო ლორენტე, ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი უნდა მივიჩნიოთ.

ლორენტე და ტევესი ხელშეუხებელნი არიან, დარჩენილი მოთამაშეებიდან კი ოფსაიდში ნებისმიერ შეიძლება დარჩეს. თითოეულ მათგანზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამოდგეს განაჩენის გამოტანისას - მაშ ასე, გარეთ დარჩენის კანდიდატები და მათი პერსპექტივები...

მირკო ვუჩინიჩი (29 წლის)

გასულ სეზონში შემტევთა შორის ანტონიო კონტე ყველაზე მეტად მირკო ვუჩინიჩს ენდობოდა და გამომდინარე აქედან, მისი წასვლის შანსები არცთუ მაღალია. თუმცა ჩერნოგორიელს მსურველები არ აკლია და ამან შესაძლოა გარკვეული კორექტივები შეიტანოს ზემონათქვამში.

ვუჩინიჩის გადაბირება ლონდონის "ტოტენჰემის" მესვეურებს სურთ და არც თვითონ ფეხბურთელი მალავს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა. გარდა ამისა, მირკოს მიმართ ინტერესს იჩენს "ფიორენტინა", სადაც მისივე თანამემამულის, სტევან იოვეტიჩის შემცვლელს ეძებენ.

სებასტიან ჯოვინკო (26)

სებასტიან ჯოვინკოს მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი "პარმას" აქვს, სადაც ფეხბურთელს აქამდეც უთამაშია. თანაც, ემილიელებმა სატრანსფერო კამპანიას ხელი სერიოზულად მოკიდეს, ანტონიო კასანოს იმატებენ და თუ ჯოვინკოც გადაიბირეს - შეტევის ხაზს სერიოზულად გააძლიერებენ.

გარდა ამისა, ჯოვინკოს დამატების სურვილი "ბოლონიამ" გამოთქვა, რომელიც დიდი ალბათობით, ალესანდრო დიამანტის დაკარგავს, მას კი ღირსეული შემცვლელი სჭირდება. მოკლედ, მსურველები სებასაც ჰყავს, მაგრამ არა ისეთი, რომლის გამოც ფეხბურთელი "იუვედან" აბარგებაზე იფიქრებს. ამად იყო, "იუვეს" სიყვარულში რომ გამოუტყდა და კარიერის ტურინულ გრანდში დასრულების სურვილი საჯაროდ გამოთქვა.

ალესანდრო მატრი (28)

ალესანდრო მატრი "კალიარიდან" "იუვენტუსში" დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა თავი. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ კონტესგან ნდობა ჯერ კიდევ არ უგრძვნია. ანუ მცირე სათამაშო დრო ეძლევა, ასეთ დროს კი თავის გამოჩენა რთული საქმეა. ასეა თუ ისე, მატრი "იუვედან" აბარგების რეალურ კანდიდატად ითვლება და არც მსურველები აკლებენ აქტიურობას.

ცნობილია, რომ ალესანდროს დამატება "ტორინოს" სურს, რაც უდავოდ ხმაურიანი ტრანსფერი იქნება. ერთი ტურინული გუნდიდან მეორეში გადასვლა იშვიათი მოვლენაა და მას ყოველთვის მოსდევს აურზაური. თუ "იუვენტუსის" მესვეურებმა მატრის გაშვება გადაწყვიტეს, ფორვარდს რევანშის ასაღებად საუკეთესო შანსი სწორედ "ტორინოში" მიეცემა და თანაც, არც ქალაქის გამოცვლა მოუწევს.

ალესანდროს უკვე მიმართა წინადადებით სერია A-ში აღზევებულმა "ვერონამ", თუმცა თვითონ ვენეტოელები ამბობენ, რომ აღნიშნული ტრანსფერის დიდად არ სჯერათ. ანუ "ცდა ბედის მონახევრეას" პრინციპით იმოქმედეს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ფაბიო კვალიარელა (30)

ალესანდრო მატრისთან ერთად, "იუვედან" აბარგების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად ფაბიო კვალიარელა მიიჩნევა. თვითონ ფეხბურთელიც სხვებზე მეტად არის ახალ გამოწვევაზე ორიენტირებული და ეს ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოხდა რამდენჯერმე. ამიტომ კვალიარელას წასვლის ალბათობა ძვირად უნდა შევაფასოთ.

ფაბიოს მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს ორი კლუბი იჩენს: "ნაპოლი" და "უდინეზე". 30 წლის ფორვარდს ორივე გუნდში აქვს ნათამაშები და არჩევანიც მშვიდად შეუძლია გააკეთოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვალიარელა ნეაპოლელია და არაერთხელ უთქვამს, რომ "ნაპოლის" მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფაბიოს მიმართ ინტერესს ინგლისური "ვესტ ჰემიც" გამოხატავს, რომელიც ბოლო დროს იტალიურ ბაზარზე გააქტიურდა. მოკლედ, თუ ფაბიოს ახალი გამოწვევა სურს, წესით, წინააღმდეგ არც "იუვენტუსი" უნდა წავიდეს, არჩევანი კი საკმაოდ ფართო აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კარლოს ტევესი: "იუვენტუსს" უფრო რთული მიზნები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ სიტის"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დელ პიერომ შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია