მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ძალიან ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ...

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ძალიან ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ სულაც გადამწყვეტი მატჩი ეთამაშა. თავად ურუგვაელები თვლიან, რომ ვესლი სნეიდერის მიერ გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო და პირველ რიგში სწორედ ამ უსამართლობის გამო დამარცხდნენ ჰოლანდიელებთან. გავიხსენოთ ის ეპიზოდი და დანარჩენზე შემდეგ ვთქვათ: ვესლიმ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და უზუსტესად დაარტყა - ამ დროს, რობინ ვან პერსი იდგა თამაშგარის ზღვარზე და თითქოს შეუშალა ხელი ფერნანდო მუსლერას, რომელმაც რეაგირება ვერ მოასწრო. ლაინსმენმა ჩათვალა, რომ იმ ეპიზოდში ვან პერსის კიპერისთვის ხელი არ შეუშლია და გოლი ჩაითვალა.

თუმცა, ხელის შეშლას რომ თავი დავანებოთ, ისიც საკითხავია, იყო თუ არა საერთოდ ვან პერსი ოფსაიდში. ასეა თუ ისე, ურუგვაელებმა ერთი ამბავი ატეხეს და პრინციპში, ეს სრულიად ბუნებრივია.

სნეიდერის გოლთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გამოთქვა პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული მუნდიალის საკამათო საკითხების გარჩევაში. აი, რა თქვა ვეტერანმა იტალიელმა არბიტრმა:

"ფიფას წესდებაში პირდაპირ წერია, რომ თუ სხეულის ერთი ნაწილი მაინც უფრო წინ არის, ვიდრე უკანასკნელი მცველი, მაშინ თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაფიქსირდეს. სნეიდერის გოლის ეპიზოდი არაერთხელ ვნახე, მაგრამ ზუსტი წარმოდგენა არ შემექმნა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ხანდახან იდეალურ სურათს ვერც ერთი კამერა ვერ გაძლევს. აი, ასეთ დროს კი უპირატესობა შემტევს უნდა მიენიჭოს და ესეც ფიფას წესდებაში წერია. ვან პერსი მეკარეს ხელს უშლიდა? - არა მგონია, კარისგან საკმაოდ მოშორებით იდგა და მეკარის ხილვადობას ხელს ვერ შეუშლიდა. ამ გადასახედიდანაც გოლი უნდა ჩათვლილიყო".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა