ფედერაციის თასის 48-ე გათამაშების ფინალში აპენინელებმა ამერიკის ნაკრებს სძლიეს
იტალიის ნაკრებმა ფედერაციის თასის 48-ე გათამაშების ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკის ნაკრები და არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ქალებს შორის მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ აპენინელებმა სამივე ტიტული ბოლო ხუთ წელიწადში მოიგეს - ძირითადად, ფლავია პენეტასა და ფრანჩესკა სკიავონეს მონდომებით.

ფინალი სან დიეგოში გაიმართა, თუმცა საშინაო არენა მაინც ვერ ანიჭებდა ამერიკელთა გუნდს ფავორიტის სტატუსს, რადგან მათ სერენა და ვენუს უილიამსები აკლდათ. შარშან, ამ ჩოგბურთელების გარეშე აშშ-მ იტალიაში წააგო გადამწყვეტი მატჩი - 0:4 და ახლაც ნაკლებად უნდა ჰქონოდა ახალგაზრდა მელანი ოუდინის, კოკო ვანდევეგესა და ბეტანი მატეკის იმედი.

შარშან, ოუდინმა უშანსოდ წააგო ორივე შეხვედრა პენეტასთან და სკიავონესთან. შეიძლება ამიტომაც, ამერიკელთა დამრიგებელმა მერი-ჯო ფერნანდესმა პირველ დღეს ეს ჩოგბურთელი კორტზე არ გაუშვა და მას ვანდევეგე ამჯობინა. სწორედ მან და როლან გაროსის ჩემპიონმა სკიავონემ გახსნეს ფინალი. არ იმუშავა 18 წლის ამერიკელის მთავარმა კოზირმა - ძლიერმა მოწოდებამ. სკიავონემ იოლად აუღო ალღო კოკოს ერთფეროვან თამაშს და 6:2, 4:2 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ წაუვიდა თამაში ამერიკელს, მეორე სეტში ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ ბოლო მომენტში ინიციატივა დაკარგა და წააგო - 2:6, 4:6.

ანალოგიურად დაიწყო მეორე მატჩი პენეტასა და მატეკს შორის. სტარტი მთლიანად იტალიელის იყო - 5:1, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ექვსი გეიმს 45 წუთი დასჭირდა და გადამწყვეტ მომენტებში ამერიკელის შეცდომები რომ არა, ანგარიში სულ სხვა იქნებოდა. 5:1-ის შემდეგ პენეტამ მიიჩნია, რომ საქმე გაკეთებული იყო და დასვენების საშუალება ჰქონდა, მაგრამ ბეტანი იოლად დანებებას არ აპირებდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მატეკმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და 6:5-ზე სეტბოლიც მოიპოვა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა. ტაი-ბრეიკზე ფლავია უფრო საიმედოდ ჩაატარა - 7:3.

მეორე სეტიც იტალიელმა სოლიდური უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ამჯერად მატეკს პარტიის შემოსაბრუნებლად ძალა არ ეყო - 2:6. ფინალის პირველ დღეს იტალიამ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ამ გუნდის კაპიტანმა კორადო ბარაცუტიმ დიპლომატიურად განაცხადა - ჯერ ომი არ მოგვიგიაო.

კვირის პირველ მატჩში დაღლილი და ტრავმირებული მატეკი მელანი ოუდინმა შეცვალა. სკიავონე არ აღმოჩნდა მზად სწრაფი ჩოგბურთის სათამაშოდ და პირველი ქულა ააღებინა ამერიკის ნაკრებს. თანაბარი დასაწყისის შემდეგ, 3:3-დან მოყოლებული ოუდინმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, სკიავონემ კი მეორე სეტში პირველი გათამაშება მხოლოდ მესამე გეიმში მოიგო, ისიც მელანის ორმაგი შეცდომის ხარჯზე. ამერიკელის შეჩერება ფრანჩესკამ ვეღარ შეძლო, მით უმეტეს, რომ 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა - 3:6, 1:6.

ოუდინის მოგებამ ფინალს ინტრიგა დაუბრუნა: მასპინძლებს წყვილების შეხვედრამდე ერთი მოგება აკლდათ, იქ კი განაცხადში წყვილთა თანრიგის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის - ლიზელ ჰუბერის იმედი ჰქონდათ. მთელი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კოკო ვანდევეგეს დაეკისრა, მაგრამ მან ვერ შეძლო პენეტასთვის ღირსეული პასუხის გაცემა. ამერიკელმა ჯამში მხოლოდ სამი გეიმი აიღო (1:6, 2:6) და იტალიამ ზედიზედ მეორე ტიტული მოიპოვა.

2011 წელს ფედერაციის თასის გათამაშება 5 თებერვალს დაიწყება. პირველ რაუნდში გუნდები ასე არიან დაწყვილებული (მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე გაიმართება): ავსტრალია-იტალია, რუსეთი-საფრანგეთი, სლოვაკეთი-ჩეხეთი, ბელგია-აშშ.

აშშ-იტალია 1:3

0:1 კოკო ვანდევეგე-ფრანჩესკა სკიავონე 2:6, 4:6

0:2 ბეტანი მატეკი-ფლავია პენეტა 6:7(4), 2:6

1:2 მელანი ოუდინი-ფრანჩესკა სკიავონე 6:3, 6:1

1:3 კოკო ვანდევეგე-ფლავია პენეტა 1:6, 2:6

წყვილთა მატჩი არ გამართულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე