რადვანსკა და კერბერი გავარდნენ
ქალთა ბადეს WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის მხოლოდ ოთხი წევრი შემორჩა. ელიტიდან მორიგი მსხვერპლი ანჟელიკ კერბერი გახდა, რომელმაც თითქმის მოგებული მატჩი დათმო ესტონელი კაია კანეპის წინააღმდეგ.

პირველ სეტში 0:3 ჩამორჩენის შემდეგ, კერბერმა ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და 6:3 გაიმარჯვა. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ესტონელმა პატარა სასწაული მოახდინა. კერბერი მე-13 გეიმში 5:1 დაწინაურდა და ორი ქულა აკლდა მოგებამდე, მაგრამ მომდევნო რვა გათამაშებიდან შვიდი კანეპის დარჩა და 8:6 მოიგო საჩოგბურთო ლატარია. კერბერმა სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და მესამე სეტში 0:3 ჩამორჩა, რის შემდეგაც მეტოქეს ვეღარ დაეწია - 6:3, 6:7, 3:6.

კანეპი შემდეგ ეტაპზე უაილ-ქარდის მფლობელ ამერიკელ ელისონ რისკეს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო პოლონელ ურსულა რადვანსკას და დაამტკიცა ბალახის კორტების სპეციალისტის სტატუსი. 126-ე ჩოგანმა კარიერაში მე-13 მატჩი მოიგო და ყველა ბალახზე.

ენდი მარეის გარდა, ბრიტანული პუბლიკა ლორა რობსონმაც გაახარა, რომელმაც უპრობლემოდ მოუგო მარიანა დუკე-მარინოს - 6:4, 6:1. ამ უკანასკნელმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ბრძოლა, როცა 2:5-დან მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოახერხა, მეორე სეტში კი 1:6 განადგურდა.

II წრე

ლორა რობსონი (ბრიტ)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 6:4, 6:1; ელისონ რისკე (აშშ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 4:6, 6:3, 6:4; კაია კანეპი (ესტ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 7) 3:6, 7:6(6), 6:3.

1/16 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:4, 7:5; კარინ კნაპი (იტა)-მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ) 7:5, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 19)-იუჯინ ბუშარი (კან) 7:5, 6:2; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-ვესნა დოლონცი (სერ) 6:4, 6:2; ფლავია პენეტა (იტა)-ალიზ კორნე (საფ, 29) 0:6, 7:6(4), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓜᓝᓕᓐᓙ ᓯᓝᓙᓝᕕᕘᕩᓘ ᕛᓐᓓᕠᓘᓓᓨᓘ ᕐᓠ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ
მოგებაზე გაბრაზებული სერენა
მარიონ ბარტოლი ჩოგბურთს უბრუნდება
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
მარიონ ბარტოლი წავიდა და არც წასულა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
რაფამ ძმა გაგვაცნო - ტომეუ ნადალი
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
ᓛᕐᓠᓘᓝᓜ ᓑᓐᓠᓢᓝᓚᓘ ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓖᓔ ᓙᕝᓛᓔᓜᕢᓐᓢᕝᕠᓐᓓ ᓘᓛᓣᓨᓐᕕᓔᓑᕡ
რეიტინგები: მესამე რაფაელ ნადალი და პირველი კანადელი
უიმბლდონი 2013: ყველას უჭირს სერენა უილიამსის გარდა
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება
უცნაური ამბავი: სპორტის უცოდინარი სპორტის მინისტრი