იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფანებს "რომაში" ასპარეზობით დაამახსოვრდებათ
35 წლის სიმონე პეროტა კარიერის დასრულებაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოოდ, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. "რომამ" პეროტას კონტრაქტის გახანგრძლივება არ შესთავაზა, სხვა გუნდში გადასვლას კი ფეხბურთელმა კარიერის დასრულება ამჯობინა - აქვე მისი კომენტარი:

"ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ კარიერის დასასრულებლად იდეალური დროა. ჩემი გული "რომას" ეკუთვნის და მსურდა, ბოლო მატჩი სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ჩამეტარებინა. მართალია, ეს ბოლო მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს კარიერაში, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი.

ვგულისხმობ იტალიის თასის ფინალურ პაექრობას, სადაც "ლაციომ" დაგვამარცხა. ეს თამაში ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და ალბათ, ვერასდროს მოვინელებ. დიდი სურვილი მაქვს, რომ "რომას" მენეჯმენტში დავრჩე და საყვარელი კლუბისთვის ვიღვაწო, თუმცა ეს თემა ჯერ არავისთან განმიხილავს. ნებისმიერ შემთხვევაში, "რომას" გულშემატკივრად ვრჩები და ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამახარებს".

სიმონე პეროტა 2004 წლიდან "რომას" ფეხბურთელია - ამ ხნის განმავლობაში დედაქალაქური კლუბის ღირსება 246-ჯერ დაიცვა და 26 გოლი გაიტანა. პეროტას რეგულარულად იძახებდნენ იტალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში - მის ანგარიშზე 48 სანაკრებო მატჩი და 2 შედეგიანი დარტყმაა. პეროტა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია და რა თქმა უნდა, ეს მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A-ში კონტრაქტებს ითხოვენ და გაურბიან

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა