HOOPSWORLD-ის ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან
1-ელ ივლისს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტი დაუსრულდა "ატლანტა ჰოქსთან" და ის თავისუფალი აგენტი გახდა.

HOOPSWORLD-თან სატელეფონო ინტერვიუში ქართველმა ცენტრმა განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება ისევ "ატლანტაში" სურს, თუმცა სხვა კლუბებსაც დაელაპარაკება.

გამოცემის აზრით, "ატლანტაში" გატარებულმა 8 სეზონმა ფაჩულია ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო სარეზერვო ცენტრად აქცია, რის გამოც მასზე ინტერესი დიდია. მათ შორის "პორტლენდიც" აქტიურობს.

"თავისუფალ ბაზარზე ბევრი კარგი ცენტრია, მათ შორის, დუაიტ ჰოვარდი. ალბათ, ჩემ შესახებ კლუბი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. რა თქმა უნდა, მე მსურს ისევ აქ ვითამაშო, "ატლანტაში", სადაც 8 დიდებული სეზონი გავატარე".

ამასთან, ზაზა არ გამორიცხავს, რომ წავა ჯორჯიიდან:

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბიზნესია. ამიტომაც ყველა წინადადებას მოვისმენ და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო იქნება".

ფაჩულია ბოლო სეზონში 5,3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. ახალ სეზონში თავისუფალი აგენტებისთვის "ატლანტას" ჯამში 30 მილიონი დოლარი ექნება დასახარჯი, თუ ისინი შეძლებენ დუაიტ ჰოვარდის გადაბირებას. დანარჩენი ადგილებიც შესავსები ექნებათ, ამიტომ ფაჩულიას ადგილი "ატლანტაში" არ დარჩება.

"ატლანტა ჩემი სახლია. ეს საეჭვოც არაა, მაგრამ კარგად მესმის კლუბის ხელმძღვანელობის, მათ ამ ზაფხულს ძალიან ბევრი საქმე აქვთ მოსაგვარებელი. ხელმძღვანელობას ჩემს საკითხზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მაიმედებს სეზონის ბოლოს დამშვიდობება დენი ფერისთან, ასევე, მოკლე საუბარი ახალ მწვრთნელ ბადენჰოლცერთან.

ფერიმ ძალიან კარგად დამახასიათა ახალ მწვრთნელთან. თუმცა, თუ მაინც ვერ დავრჩები "ატლანტაში", არ მეწყინება".

თუკი ფაჩულია "ატლანტაში" ვერ დარჩება, მაშინ პირველ რიგში ის ისეთი გუნდით დაინტერესდება, რომელსაც პლეი ოფში გასვლა შეუძლია, ან მომავალ სეზონში თამაშის გაუმჯობესებას აპირებს.

"ზედიზედ 6 წელია, პლეი ოფში ვთამაშობთ და ამით, კარგი გაგებით, მოვიწამლე. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ისეთ გუნდში თამაში, რომელსაც პლეი ოფის საგზურის მოპოვება შეუძლია.

პლეი ოფში სულ სხვა მატჩებია, რომელიც ჩემს სათამაშო სტილს უფრო ერგება. ამიტომ მსურს ასეთ გუნდში თამაში, თუმცა შემიძლია რომელიმე სხვა კლუბს ჩემი საპლეიოფო გამოცდილებაც შევთავაზო წინსვლისთვის".

ოპერაციის გამო ზაზამ რეგულარული სეზონის 30 მატჩი გამოტოვა და საერთოდ ვერ მიიღო მონაწილეობა წლევანდელ პლეი ოფში. თუმცა ქართველი ირწმუნება, რომ საწვრთნელი ბანაკისთვის, რომელიც ოქტომბერში იხსნება, მზად იქნება.

"დიახ, საწვრთნელი შეკრებისთვის 100%-ით მზად ვიქნები. მზადყოფნაში ვგულისხმობ კარგ ფორმაში ყოფნას. თავიდან ექიმმა მითხრა, რომ 4-6 თვე დამჭირდებოდა მკურნალობა.

ოპერაცია 3 აპრილს გავიკეთე და გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. თუ რაიმე შეფერხება არ მოხდა, ბანაკისთვის მზად ვიქნები.

ჩემს შემთხვევაში გრძელი ზაფხული კარგია, ამერიკაში კალათბურთელები უკეთ ისვენებენ, ევროპაში ამდენი დასვენების ფუფუნება არა აქვთ".

ზაზა ფაჩულიამ გასული სეზონის 52 მატჩში გუნდს საშუალოდ 5,9 ქულა და 6,5 მოხსნა მოუტანა.

ასევე იხილეთ:

CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!

nugzari
bnb არ იცი კალათბურთი, სხვა რამე იკთხე და წერე. ნეტა 12 ზაზას კლასის კალათბურთელი მოგვცა, ეგრევე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიჩითებოდით.
bnb
> 8 სეწონმა კარგ სარეზერვო ცენტრად აქცია!? ფეხბურთშიც იგივე უბედურებაა - კარგი სარეზერვო მოატამაშეები ყავს საქართველოს.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"პორტლენდმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
CNN: ზაზა ფაჩულიას "პორტლენდი" ელაპარაკება!
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
სად წავა ზაზა ფაჩულია - "ნიუ იორკში", "მაიამიში"?..
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: ნეტავ საშუალება მომეცეს და აკადემიას აფხაზეთში გავხსნიდი
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
გოგას 4 ქულა და 2 მოხსნა 6 წუთში - "ორლანდო" "პორტლენდთან" 3 ქულით დამარცხდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
საუკეთესოთა ჭიდილში კალათბურთმა იმარჯვა! [VIDEO]