იტალიის ახალგაზრდული ნაკრები
იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა - მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევის მანჯამ პოსტის დატოვება განიზრახა.

ფედერკალჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჯამ უკვე დატოვა თანამდებობა, მისი ადგილი კი ლუიჯი დი ბიაჯომ დაიკავა. დი ბიაჯოს კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი მანჯას კომენტარს შემოგთავაზებთ:

"დიდი მადლობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადა, როდესაც ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნის საშუალება მომცა. კონტრაქტის გახანგრძლივება შემეძლო, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მსურს, საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე. ვგრძნობ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემი თავი ამოვწურე და დროა, ადგილი სხვას დავუთმო".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დევის მანჯა 42 წლის ლუიჯი დი ბიაჯომ შეცვალა. ლუიჯიმ ფეხბურთელის კარიერა 2007 წელს დაასრულა, 2011 წელს კი სამწვრთნელო საქმეს მიჰყო ხელი და იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების მესაჭედ დაინიშნა. როგორც ჩანს, ფედერკალჩომ დადებითად შეაფასა დი ბიაჯოს მიერ გაწეული სამუშაო და მას ახალგაზრდული გუნდი ჩააბარა. შეგახსენებთ, რომ ლუიჯიმ კარიერის დიდი ნაწილი "რომასა" და "ინტერში" გაატარა, ბოლოს კი "ბრეშაში" რობერტო ბაჯოსთან ერთად ასპარეზობდა.

ამ უკანასკნელის არ იყოს, მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გაცუდებული თერთმეტმეტრიანია - გახსოვთ ალბათ, 1998 წლის მუნდიალი, საფრანგეთი-იტალიის მეოთხედფინალური მატჩი და პენალტების სერია, რომელიც დი ბიაჯოს არაზუსტი დარტყმის გამო ფრანგთა სასარგებლოდ დასრულდა. ლუიჯიმ ბურთი ხარიხას გაარტყა და უმალ მოინათლა ბაჯოს "მემკვიდრედ". ვნახოთ, როგორი მწვრთნელი იქნება ერთ დროს ძალიან კარგი ნახევარმცველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია

სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ
"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
დი ბიაჯო: ბუფონზე გავრცელებულ ცნობებს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს
ალესანდრო კოსტაკურტა: იტალიის ნაკრების მწვრთნელს სამი კანდიდატიდან ავარჩევთ
შოუ გრძელდება - ჯანლუიჯი ბუფონი "სკუადრა აძურას" უბრუნდება
რობერტო ბაჯო - იტალიელი ღვთაებრივი მხატვრის მემკვიდრე
მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში მაინც არ გამოიძახეს
ფრაგმენტი ბაჯოს ცხოვრებიდან - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 56 წლის გახდა
რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს
ალესანდრო კოსტაკურტა: იტალიის ნაკრების მწვრთნელი 20 მაისს დაინიშნება
ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია
ლუიჯი დი ბიაჯო: იტალიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა