ესპანელი უკვე სწორად თამაშობს და შედეგიც სახეზეა
წინა კვირაში „შალკეს“ საგონელებში ჩავარდნილმა მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა „რეალიდან“ დიდი ზარ-ზეიმით გადმოყვანილი ლეგენდარული თავდამსხმელი რაული პირველად და ძალიან მაგრად გააკრიტიკა, რამაც შედეგი გამოღო: 33 წლის ფორვარდმა პარასკევს, „ზანკტ პაულისთან“ სწორად და რაც მთავარია, ძალიან კარგად ითამაშა. შედეგი: გონსალეს ბლანკომ დუბლი შეასრულა, „შალკეც“ გადაარჩინა და საკუთარი თავიც. „შალკეს“ კრიზისი, რაულის პრობლემა - გელზენკირხენში კრიზისი აღარ გამძაფრდა, პირიქით, „შალკემ“ სწორი გზისკენ აიღო გეზი.

ჩემპიონთა ლიგაში, თელ „ავივის ჰაპოელთან“ იღბლიანი 0:0-ის შემდეგ მაგათმა ხმამაღლა თქვა, რაულს ნახევარდაცვაში დახევას და ბურთის თრევას სულაც არ ვთხოვ, პირიქით, მინდა, რომ სულ საჯარიმოს მისადგომებთან და საჯარიმოში იტრიალოს, მისი მოვალეობა სწორედ ეს არისო. მწვრთნელის სურვილი კი ესპანელისთვის ბრძანება უფრო იყო - ბრძანება, რომელიც რაულმა პირველივე მატჩში შეასრულა, თანაც, უნაკლოდ.

„ზანკტ პაულისთან“ რაული უმეტესად საჯარიმოში და ხშირად მეკარის საჯარმოში ტრიალებდა და ბუნდესლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. „მიუხედავად ყველაფრისა, მწვრთნელი მაინც სრულ თავისუფლებას მანიჭებს, ფელიქს მაგათი ყოველდღე მესაუბრება და ჩვენც ვბჭობთ ხოლმე, რა არის უკეთესი გუნდისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა ზედიზედ რამდენიმე თამაშს მოვიგებთ,“ - თქვა გახარებულმა რაულმა.

მატჩის მერე რაული მაგათმაც აქო, მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, უბრალოდ, ვურჩიე, რომ უმეტესად საჯარიმოში იტრიალოსო. მცველმა კრისტოფ მეტცელდერმა კი აღიარა, რომ „შალკეს“ ფეხბურთელებს უფრო მეტად დაევალათ რაულის პასებით მომარაგება. „როცა ფლანგებიდან ვაწოდებთ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარიმოში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი ვიყოთ. ხომ ნახეთ, რაულმა პირველი გოლი სწორედ ასე გაიტანა,“ - ეს ესპანელის მეწყვილის, კლაას-იან ჰუნტელაარის სიტყვებია.

შაბათს „შალკე“ „ვოლფსბურგში“ ჩადის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე