ბათუმურ კლუბში მთავარ მწვრთნელად ცნობილი, გამოცდილი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი მივიდა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - კობა ჟორჟიკაშვილი.

წინა სეზონში ბათუმელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შებარჩუნება ვერ მოახერხეს და პირველ ლიგაში დაქვეითდნენ. "ბათუმი" დატოვა გია გურულმა და გუნდი უმთავარმწვრთნელოდ დარჩა. "ბათუმიდან" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც წავიდა.

სულ რამდენიმე დღეა, რაც "ბათუმში" ჟორჟიკაშვილი მივიდა. მას არაერთი გუნდი გაუწვრთნია საქართველოში, ბოლოს რუსთავის "მეტალურგს" თავკაცობდა და მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი შარშან საქართველოს ჩემპიონატში ჯერ პირველ ადგილზე გავიდა, მერე კი ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით ჩემპიონობა "ზესტაფონს" მიაკუთვნეს.

ჟორჟიკაშვილს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებიც გაუწვრთნია და ახალგაზრდული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტადაც ითვლება. ჟორჟიკაშვილი მონაწილეობს მწვრთნელთა განათლების პროგრამებშიც.

ერთი სიტყვით, "ბათუმში" ცნობილი, გამოცდილი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი მივიდა.

- ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელის, სულხან გოგიბერიძის ინიციატივით მოვხდი ამ გუნდში. ჩვენთან იმუშავებს გელა შეყილაძეც, რომელიც სპორტული დირექტორი იქნება და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაც მის კომპეტენციაში შევა. ჩემი თანაშემწეები კი ლევან ხომერიკი და ბორის გონჩაროვი იქნებიან.

- რა გეგმები ექნება ბათუმის "დინამოს"? დამდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებთ?

- სულხან გოგიბერიძეს გრძელვადიანი გეგმა აქვს. მოგეხსენებათ, ბათუმის "დინამოს" არ გააჩნია ბაზა და სტადიონი, ანუ გრძელვადიანი გეგმა ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს.

გუნდი ახლა ბათუმში ვარჯიშობს ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად, იქითა კვირიდან კი ბურთთან ვარჯიშზე გადავალთ ქობულეთში, "ჩელე არენაზე", ამავე სტადიონზე გამართავს "ბათუმი" საშინაო მატჩებსაც. ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ კლუბის გეგმა ითვალისწინებს იმ სისტემის შექმნას, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა დაწინაურდნენ ბათუმის "დინამოსთვის" და საქართველოს ნაკრებებისთვისაც.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება, მერე კი ევროსაგზურისთვის ბრძოლა. ბათუმში ასეთი გეგმისთვის ჩამოვედი.

- როგორი იქნება გუნდის კონტინგენტი? უფრო ადგილობრივ კადრებს დაეყრდნობით თუ მოწვეულ ფეხბურთელებს?

- უმეტესად ადგილობრივ მოთამაშეებს დავეყრდნობით, ზოგ მათგანს კარგად ვიცნობ, ზოგიც კი ვიდეოჩანაწერებზე ვნახე. შანსი ყველას მიეცემა.

რაც შეეხება მოწვეულ ფეხბურთელებს, ბათუმის "დინამოში" დარჩებიან უკრაინელი მეკარე ივან პიცანი, მცველი გიგა ჟვანია და თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე. გუნდის შექმნა და დაბალანსება უნდა მოხდეს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზით. ახალგაზრდა ფეხბურთელში მხოლოდ ასაკი არ იგულისხმება. მთავარია, ის პერსპექტივა და პოტენციალი, რომლის განვითარება უმაღლეს ლიგაშიც შეიძლება.

მაქსიმალურად ვეცდებით ადგილობრივი კადრების დაწინაურებას, თუ აუცილებელი გახდა, მერე ვიფიქრებთ სხვა მოთამაშეების მოწვევაზე.

- რა სტილის, რა სათამაშო კონცეფციის გუნდი იქნება კობა ჟორჟიკაშვილის "ბათუმი"?

- ეს დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების კონტინგენტზე. "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების სტილი მომწონს, თუმცა გააჩნია, როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა.

- 25 წლის თავდამსხმელი მიხეილ ჯორბენაძე ისევ ბათუმის "დინამოში" ითამაშებს?

- კი, ტარვმის შემდეგ მან უკვე დაიწყო ვარჯიში და ვნახოთ, როდის შეძლებს დიდი დატვირთვების მიღებას.

- 39 წლის ამირან მუჯირი დარჩება გუნდში?

- რა თქმა უნდა, რადგან ეს ფეხბურთელი კვლავაც მაგალითის მიმცემია სხვებისთვის. მე არ ვიყურები ფეხბურთელის პასპორტში, ჩემთვის მთავარია, თუ როგორ მოძრაობს მოთამაშე მოედანზე. მუჯირი ისევ საკვანძო ფეხბურთელი იქნება ბათუმის "დინამოში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბათუმის "დინამო" - უიღბლო დაბრუნება

კობა ჟორჟიკაშვილი: სჯობს, უმაღლესი ლიგა თექვსმეტგუნდა გავხადოთ

კობა ჟორჟიკაშვილი: ქართველებში არის ნიჭი, გვჭირდება გუნდურობა

კობა ჟორჟიკაშვილი: გამოჩნდება, რამდენად სწორი იყო ჩემი გაშვების გადაწყვეტილება

კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
71.6%-იანი მოგება: პეპს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
ლანჩხუთის "გურიის" ხმა ლევან კობიაშვილს... მაგრამ ხმა ჯერ არ არის
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ბათუმის "დინამოს" ახალი დირექტორი ეყოლება
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
"ზესტაფონის" გენ-დირექტორი მიხეილ ხუციშვილი: დაპირება არის, მაგრამ...
"ეს "ზესტაფონია" და მხოლოდ უმაღლესში ადგილისთვის ვერ ვიბრძოლებთ!"
გელა შეყილაძე: როგორც ქართველს, ავღანეთში ძალიან მაფასებენ...
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ირაკლი შეყილაძე: ნაკრები? ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი...
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
ბათუმის "დინამოს" იუბილეზე, შეიძლება, ჟოაო პინტუ და კეტი პერი ესტუმრონ
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
...ᓠᕘᕗ ᓕᓔᓠ ᓛᓝ
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
ორი ქართული სიხარული - "დინამოს" და "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდების წარმატება
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გელა შეყილაძე ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახდა
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც