ზე რაგბის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა
ზე რაგბის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა.

პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა თითქმის გარკვეულია. დაძაბული ვითარება მხოლოდ ავსტრალიის კონფერენციაშია, სადაც ბოლოსწინა ტური ამჯერადაც არ ჩატარდება, რადგან "ვოლაბები" სიდნეიში "ბრიტანელ ლომებს" მასპინძლობენ.

ახალი ზელანდია

მორიგი, მე-19 ტური ახალი ზელანდიის კონფერენციაში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ამავე გათამაშების შარშანდელი გამარჯვებულის ჰემილთონის "ჩიფსის" დაპირისპირებით გაიხსნა. "ჯვაროსნებმა" კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს და 43:15 მოუგეს.

"ჩიფსმა" მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულამდე გაუწია. ამ დროისთვის ის მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით აგებდა 8:12, თუმცა ბოლო წუთზე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 19:8.

მატჩის მეორე ნახევარში "კრუსეიდერზის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. აქედან ორი მესამეხაზელი კირან რიდის ანგარიშზეა. მგეზავმა დენ კარტერმა ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა მიითვალა (18 ქულა).

ამ გამარჯვებით "კრუსეიდერზს" შანსი გაუჩნდა, ბოლო ტურში "ჩიფსს" პირველობა ჩამოართვას. საამისოდ ქრაისთჩერჩელებმა შინ ველინგტონის "ჰარიკენზი" უნდა დაამარცხონ და თან პრემიალური ქულაც ირგუნონ, რაც სავსებით შესაძლებელია. ამასთან ერთად, ჰემილთონელებმა სტუმრად უნდა წააგონ ოქლენდის "ბლუზთან" და თანაც ისე, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღონ.

ახალი ზელანდიის კონფერენციაში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. დედაქალაქური "ჰარიკენზი" აუტსაიდერს, დანიდინის "ჰაილენდერზს" უმასპინძლებს. ველინგტონელებს საბრძოლო აღარაფერი აქვთ. დანიდინელები კი, ტურნირის დასაწყისიდანვე ძალზედ ცუდად ასპარეზობენ და აქამდე სულ ორი მატჩი მოიგეს.

XIX ტური

კრუსეიდერზი-ჩიფსი 43:15, ჰარიკენზი-ჰაილენდერზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 61 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 56, 3. ბლუზი - 44, 4. ჰარიკენზი - 39, 5. ჰაილენდერზი - 22.

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში გამარჯვებული პრეტორიის "ბლუ ბულზია", რომელმაც 59 ქულა დააგროვა და მეტოქეთაგან მიუწვდომელია. "ლურჯი ხარები" შინ ეთამაშებიან დურბანის "ნატალ შარქსს", რომელიც 42 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს კიდევ ინარჩუნებს.

"ზვიგენებს" ოთხი ქულით ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" უსწრებს, რომელიც შინ ეთამაშება ოქლენდის "ბლუზს".

ბლუმფონტეინელები წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ და ოდინდელი ფავორიტები, "ნატალ შარქსი" და კეიპთაუნის "სტორმერზი", სატურნირო ცხრილში საკმაოდ შორს ჩამოიტოვეს. დურბანელებმა "ჩიტაზთან" მიახლოება მხოლოდ ბოლო ტურებში შეძლეს.

ერთი სიტყვით, "ზვიგენები" "ტყავიდან უნდა გაძვრენ, რათა "ბლუ ბულზის" სტუმრად დამარცხება შეძლონ. ბოლო ტურში ისინი შინ მიიღებენ აუტსაიდერ "საუთერნ კინგზს", რომელთანაც გამარჯვება გარანტირებული აქვთ.

"სამხრეთელი მეფეები" თავის მხრივ დღეს შინ "სტორმერზს" დაუპირისპირდებიან, რომელიც უმიტივაციოდაა დარჩენილი.

XIX ტური

ჩიტაზი-ბლუზი, საუთერნ კინგზი-სტორმერზი, ბლუ ბულზი-ნატალ შარქსი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 59 ქულა, 2. ჩიტაზი - 46, 3. ნატალ შარქსი - 42, 4. სტორმერზი - 42, 5. საუთერნ კინგზი - 24.

ავსტრალია

როგორც უკვე ვთქვით, გაცილებით მწვავე ბრძოლაა გაჩაღებული ავსტრალიის კონფერენციაში. თუმცა აქ მატჩები მხოლოდ მომავალ უქმეებზე გაიმართება, რადგან ავსტრალიის ნაკრები დღეს "ბრიტანელ ლომებს" დაუპირისპირდება ტურნეს ბოლო მატჩში.

აქ ორი გამოკვეთილი ლიდერია. კანბერას "ბრამბიზი" 59 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი კვირის თავზე სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ პერთის "ფორსს". ბრამბიზელებს ხუთი ქულით ჩამორჩება ბრისბენის "რედსი", რომელიც ასევე სტუმრად ითამაშებს სიდნეის "ვორათაზთან".

სატურნირო მდგომაროება

1. ბრამბიზი - 59 ქულა, 2. რედსი - 54, 3. ვორათაზი - 44, 4. მელბურნ რებლზი - 32, 5. ფორსი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა