მანჩესტერული დერბი - მთავარი თემა ინგლისში
მანჩესტერული დერბი - აი, რა არის ინგლისში ბოლო დღეების მთავარი თემა და ამიტომაცაა, მასმედიაში ყველა გზას ისტლენდისკენ რომ მივყავართ. რას აღარ წერენ. წერენ, მაგალითად, რომ თავის დროზე „იუნაიტედიდან“ „სიტიში“ გადასული არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი ნანობს, მის ყოფილ გუნდს უეინ რუნი რომ ვერ აართვეს. რუნი, რასაკვირველია დღევანდელი მატჩისთვის მაინც გამოუსადეგარი იქნებოდა, მაგრემ ასეთი განცხადებებით დიდი შეხვედრის წინ მოწინააღმდეგეზე ხომ შეიძლება იმოქმედო? ჰოდა, რატომ უნდა გაუშვა შანსი ხელიდან?

ტევესს უთქვამს: „მე ძალიან მინდოდა ის ჩვენთან რომ გადმოსულიყო. სიამოვნებით ვნახავდი უეინს „სიტის“ ფორმაში, მაგრამ მესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა თავად მისთვის იყო ძალიან ძნელი. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მე და რუნი თანაგუნდელები ვიყავით. გარდა ამისა იგი ჩემი მეგობარია, და ზუსტად ვიცი, რომ მისნაირი ხალხის წინააღმდეგ თამაშს სჯობს ის შენი თანაგუნდელი იყოს. მე თუ მკითხავთ, ბოლო წლებში ინგლისელი ფორვარდებიდან მას ვერავინ შეედრება. რაც შემეხება მე, წამითაც არ ვნანობ „იუნაიტედიდან“ „სიტიში“ რომ გადავედი“.

მანჩესტერული დერბის წინ გუნდებს შორის სხვაობა სამად სამი ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა და კრიტიკის მიუხედავად, გამარჯვების შემთხვევაში, ისტლენდელები ტიტულისთვის ბრძოლაში უკვე სერიოზულად ჩაერთვებიან.

ტევესმა დასძინა: „ჩვენ ტოპ-სამეულში ვართ და ვფიქრობ, გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით უკეთაც ვთამაშობთ, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის. ბრძოლა სეზონის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ და მხოლოდ გაზაფხულზე გამოჩნდება, ვართ თუ არა პრემიერლიგის ჩემპიონობის ღირსი. დღეს, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობის ღირსი დიახაც, ვართ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მოვიგოთ და მოვიგოთ. ცუდი შედეგები არც აქამდე გვქონია, მაგრამ ტიტულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი, რასაკვირველია, არ არის. იმისათვის რომ ჩემპიონი გახდე ფრეები უნდა შეამცირო, შინ დამარცხება კი გამორიცხო. საბედნიეროდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო საკმარისად გვაქვს, ჩემპიონატის დამთავრება ჯერ ადრეა“.

ისტლენდელთა მეკარემ ჯო ჰარტმა კი თქვა, რომ დერბიში ბევრი რამ სწორედ ტევესზე იქნება დამოკიდებული:

„კარლოსს შეუძლია დანარჩენ 10 ფეხბურთელს ბრძოლაში გაუძღვეს და გაამხნევოს. თუ ჩვენ უკან არ დავიხევთ, კარლოსი კი კარგად ითამაშებს, გამარჯვების რეალური შანსი გვექნება. ის ფენომენალური ფეხბურთელია. მე ვიტყოდი, მისნაირთან არც კი მითამაშია. ის სამაგალითოა“.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ კი იმედოვნებენ, რომ „სიტისთან“ თამაშში პორტუგალიელი ნანი შეძლებს. ეს გარემარბი ჩემპიონთა ლიგიგს ბოლო თამაშში დაშავდა, საზარდული იტკინა და ამბობდნენ, რომ დერბისთვის შესაძლოა ვერ გამოჯანმრთელებულიყო.

„იუნაიტედის“ ფანების გასახარად, ბოლო ინფორმაციით 23 წლის ვარსკვლავის საკმე კარგად მიდის. ექიმებს უთქვამსთ, ალექს ფერგიუსონის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აქვსო. ფერგიუსონი აგრეთვე იმედოვნებს, რომ ენტეროვირუსისგან დროულად განიკეყნება ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი. მან „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ შესაძლოა მართლაც დიდი როლი ითამაშოს, მით უფრო, რომ მისი თანაგუნდელი, ფრანგი პატრის ევრა ამ დერბის საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს. ის ამბობს, რომ მართალია, ისტლენდელები აღმავლობის გზაზე არიან და ჰგონიათ, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენენ, დროა ქალაქ მანჩესტერში ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს.

„ისინი სულ იმუქრებიან, რომ დაგვამარცხებენ, მაგრამ ვერასდროს ახერხებენ ამას – თქვა ფრანგმა – ჩვენს წინაშე კი ცოტა სხვა ამოცანა. ჩვენ ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძვით და მარტო „სიტის“ დამარცხებას კი არ ვისახავთ მიზნად, ყველა შეხვედრაში მოგება გვინდა. რასაკვირველია, თუ ისტლენდზე გავომარჯვებთ, ეს „იუნაიტედისთვის“ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ განსაკუთრებულს ამას ვერ დავარქმევ. ეს ნორმალურ, ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიჩნიოთ“.

ევრას ამ ნათქვამში გასაკვირი არაფერი გახლავთ, რადგან, ბოლო წლებში ძალთა აშკარა უთანასწორობის გამო მანჩესტერულ დერბის მარილი ჰქონდა დაკარგული - „იუნაიტედისგან“ „სიტის“ ძლევაში საგანგებო არაფერი იყო. მანჩესტერული გუნდების დაპირისპირებას სიმძაფრე მხოლოდდამხოლოდ მას მერე შეემატა, რაც ისტლენდზე არაბი მეპატრონე შეიხი მანსური მივიდა – ეს ორი წლის წინანდელი ამბავია. შემდეგ, მდგომარეობა ზემოხსენებული ტევესის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლამაც გაართულა, სულ ახლახან კი ისტლენდელები „იუნაიტედის“ ფანების გასაცეცხლებლად, მათ კერპს უეინ რუნის შეუჩდნენ და კინაღამ გადაიბირეს კიდეც.

თუმცა, მანჩესტერული დერბის მნიშვნელობას „იუნაიტედის“ ვეტერან ნახევარმცველზე პოლ სქოულზზე უკეთ ჩვენ ვერ განვარტავთ. გეხსომებათ, რა თქვა სქოულზმა – იმედი მაქვს „სიტი“ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ვერასდროს მოიგებსო. ფეხბურთელი, რომელსაც 21 მანჩესტერულ დერბიში აქვს მონაწილეობა მიღებული ბრძანებს:

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „სიტიმ“ რამე მოიგოს. ცხრილში „იუნაიტედი“ ყოველთვის ამ გუნდზე მაღლა უნდა იყოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა