ფერსმოლდის ქალთა საერთაშორისო ტურნირი წყვილებში ქართველი ჩოგბურთელების გამარჯვებით დასრულდა
ფერსმოლდში (გერმანია) დასრულდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა - ანა ტატიშვილი და სოფიო შაფათავა.

ერთეულთა პირველობას ისინი ადრევე ჩამოშორდნენ, წყვილებში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ჩვენებურები მე-2 ნომრად იყვნენ განთესილნი.

ნახევარფინალში ტატიშვილმა და შაფათავამ მე-4 ნომერ ანა ვრლიჩსა (ხორვატია) და მარინა ზანევსკას (უკრაინა) სძლიეს - 5:7, 6:1, 10:3, გადამწყვეტ პაექრობაში კი კლერ ფეუერშტეინისა (საფრანგეთი) და რენატა ვორაკოვას (ჩეხეთი) დუეტს აჯობეს - 6:4, 6:4.

ამ გამარჯვებით ტატიშვილმა რევანში აიღო იმ მარცხისთვის, რომელიც მან ერთეულთა თანრიგის მეორე წრეში ვორაკოვასთან განიცადა.

9 ივლისიდან შაფათავა საფრანგეთის 100.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

ძირითადი ბადის სტარტზე მისი მეტოქეა "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი ლაურა ტორფი.

წარმატების შემთხვევაში ტურნირის რეიტინგფავორიტ მენდი მინელასა (ლუქსემბურგი) და ირინა რამიალისონს (საფრანგეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

წყვილებში თბილისელი ჩოგბურთელი ბულგარელ ალექსანდრინა ნაიდენოვასთან არის შეამხანაგებული და ასპარეზობის სტარტზე ირინა რამიალისონისა და კონსტანცა სიბილეს (ორივე - საფრანგეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

გერმანიის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძოლებს ეკატერინე გორგოძე.

პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში ტაისია მორდერგერს შეხვდება.

სტამბულის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ძირითად ბადეშია მიწვეული ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მისი მეტოქე 8 ივლისს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა