ჯოი ბარტონს თავისნაირი "ცუდ ბიჭების" ძალიან კარგად ესმის
„ნიუკასლ იუნაიტედის“ „ცუდმა ბიჭმა“ ჯოი ბარტონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს შეუთვალა, აირჩიეთ, წესიერი ბიჭების თავყრილობა გჭირდებათ თუ ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათო. ჩვენი მოკრძალებული აზრით, ყველაფერს მსოფლიოს წესიერი ჩემპიონები აჯობებდნენ, მაგრამ ჩვენს აზრს ახლა მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, ხოლო ბარტონმა, რომელსაც, ვაგლახ, მსოფლიოს ჩემპიონობამდე ყოველთვის ძალიან ბევრი აკლდა, ეს ყველაფერი თანაგუნდელის, ენდი ქეროლის დასაცავად თქვა. ბარტონი შიშობს, რომ ქეროლის იმიჯი - ის კი ინგლისელებმა მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 21 წლისაა, ველურ კაცად გაიცნეს - ფაბიო კაპელოს შეფებზე იმოქმედებს და ისინი ინგლისის ნაკრების თავკაცს თავდამსხმელის ნაკრებიდან გარიყვას აიძულებენ.

ბარტონის აზრით, ინგლისში ძალიან ბევრი ჩინოვნიკი ჯილდოებზე მეტად სხვადასხვა ტიპის სარგებელზე ფიქრობს.

„ჩვენ საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვის დასმა გვმართებს: რა გვინდა, ინგლისის ნაკრებმა თამაშები მოიგოს თუ სპონსორებისთვის მიმზიდველი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული და მრავალმილიონიანი კონტრაქტები გააფორმოს? მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გაკეთდება. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა რას ითხოვენ სპონსორები. ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან ყოველთვის ნორმის ფარგლებში ვერ ეტევიან და რაღაცაში შეიძლება ზღვარს გადაცდენ. ჩემთვის ძალიან გულსატკენი იყო, როდესაც ვუყურებდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა კარგი ბიჭები წაიყვანა და ისინი თვინიერად მოიქცნენ. თუ დააკვირდით, სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკაში ის მოთამაშეები გაგზავნეს, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი იყვნენ.

რასაკვირველია, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფაბიო კაპელოს მწვრთნელობა ვასწავლო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ენდი ქეროლის წაყვანა-არწაყვანის საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. ის კლასიკური ინგლისელი ცენტრ-ფორვარდია და, რად უნდა ლაპარაკი, რომ მისი ადგილი ნაკრებშია. თუ კვირას ჩვენი და „არსენალის“ თამაში ნახეთ, იმის მოყოლა თუ როგორ დაჩაგრა ენდიმ ლონდონელი მცველები აღარ დაგჭირდებათ. მასზე უკეთესი დღეს ინგლისში არავინ მეგულება“.

შეხვედრას, რომელიც ჯოი ბარტონმა ახსენა, ფაბიო კაპელო პირადად ესწრებოდა. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს საფრანგეთის გუნთან და იმ ფეხბურთელთა სიას, რომებიც ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან, იტალიელი მწვრთნელი უქმეებზე დაასახელებს. „ნიუკასლმა“ იმ დღეს „არსენალს“ სწორედ ქეროლის გოლით აჯობა და პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეც გადავიდა, თუმცა ამ წარმატების მიუხედავად ფორვარდი შესაძლოა საფრანგეთთან მაინც არ გამოიძახონ, რაც მისი თავაწყვეტილი ცხოვრების წესის ბრალი იქნება. ბარტონმა თქვა:

„ენდი მოედანს მიღმა ისე იქცევა, რომ ფეხბურთის ასოციაციას საბაბს აძლევს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სანამ დანაშაულს არ დაგიმტკიცებენ, დამნაშავე არ ხარ და თუ ამ პრინციპს მივსდევთ, ჯერჯერობით არც ქეროლია დასჯის ღირსი. ჩემი არ იყოს ისიც საგაზეთო სათაურების მსხვერპლია და კარგი იქნება თუ მალევე მიხვდება, რომ ხალხი მის ქცევას გადაჭარბებულ ყურადღებას დიდხანს არ მიაქცევს. მე მის დღეში ვყოფილვარ, ვიცი ასეთ მდგომარეობას თავი როგორ უნდა გავართვათ და ენდისთვის რჩევას არ ვიშურებ. საერთოდ, ჩვენთან, „ნიუკასლში“ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია და ისინი მზად არიან ნებისმიერი თანაგუნდელის პრობლემას უწამლონ. პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ენდი ძალიან კარგი ბიჭია და იმედი მაქვს ხალხი ამას დაინახავს“.

ჯოი ბარტონი ამბობს, რომ მისი ფეხბურთი კარგა ხანს იყო მისივე საქციელის ტყვეობაში, ერთ მშვენიერ დღეს კი მას გონება გაუნათდა და მიხვდა ძალ-ღონე სწორედ საყვარელ საქმეს უნდა შეალიოს.

„დაახლოებით იგივე ხდება ენდის თავს... თუმცა, შესაძლოა ვაჭარბებ. ენდის თავს რა ხდება მე ზუსტად არ ვიცი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მას მერე, რაც მთელი ყურადღება ფეხბურთზე გადავიტანე, სკანდალში აღარ გავხვეულვარ და მშვიდად ვცხოვრობ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა