რუსული კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი ლაინერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფერებში შეიღებება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა რუსულ "აეროფლოტთან" ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, სწორედ უკანასკნელი ხდება ინგლისის ჩემპიონთა ოფიციალური გადამყვანი.

მოვლენის აღსანიშნავად 8 ივლისს "ოლდ ტრეფორდის" ოფისში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რუსული მხრიდან გენერალური დირექტორი ვიტალი საველიევი, ინგლისელთა მხრიდან კი კომერციული დირექტორი რიჩარდ არნოლდი, მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი და ფეხბურთელები დაესწრნენ.

"მოხარულები ვართ, რომ კლუბის სპონსორთა გრძელი სია "აეროფლოტმა" შეავსო. "იუნაიტედისთვის" ეს რუსულ საქმიან წრეებთან ურთიერთობის პირველი შემთხვევაა. ამ ქვეყანაში ბაზარი ჩვენ მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელია, არადა, ცხადია, რომ ის მზარდი სივრცეა და უზარმაზარ პოტენციალს ფლობს.

ჩვენი გათვლებით ხომ რუსეთში დაახლოებით 18 მილიონი გულშემატკივარი გვყავს", - განაცხადა არნოლდმა.

ირკვევა, რომ შეთანხმებას ჯერ კიდევ 1-ელ ივლისს მოეწერა ხელი, მაგრამ მხარეები მას რატომღაც აქამდე ასაიდუმლოებდნენ. ინფორმაცია, თუ რა თანხას მიიღებს "მანჩესტერ იუნაიტედი" ხელშეკრულების წყალობით, დახურულია.

გაზაფხულზე, როცა პირველად აგორდა ხმები მსგავსი კონტრაქტის შესაძლო გაფორმებაზე, "სანი" მაშინ 100 მილიონ ფუნტს ასახელებდა.

"აეროფლოტი" საფეხბურთო კლუბს კონსულტაციებს გაუწევს გუნდის ტრანსპორტირების საკითხებში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს ჩარტერული რეისებით მსოფლიოს სხვადასხვა შორეულ წერტილში გადააფრენს.

კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი ლაინერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფერებში შეიღებება. "აეროფლოტს" მსგავსი ხელშეკრულება მოსკოვის ცსკა-სთანაც აკავშირებს. "იუნაიტედის" ოფიციალური გადამყვანი აქამდე "თურქიშ ეარლაინზი" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მანჩესტერ იუნაიტედი": დევიდ მოიესის პრიორიტეტები

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო