ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტენდენცია: გრიშიკაშვილიც დაგვიბრუნდა

ტენდენცია: გრიშიკაშვილიც დაგვიბრუნდა

"დაბრუნების ტენდენცია" გრძელდება - სხვადასხვა დროს აქედან წასული ფეხბურთელები ისევ სამშობლოში ბრუნდებიან და საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებენ...

"დაბრუნების ტენდენცია" გრძელდება - სხვადასხვა დროს აქედან წასული ფეხბურთელები ისევ სამშობლოში ბრუნდებიან და საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებენ! ჰო, ეს მართლაც დადებითი ტენდენცია უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება და ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელების ჩვენთან დაბრუნებით ეროვნულ ჩემპიონატსაც მეტი ლაზათი ექნება. აბა, გაიხსენეთ, ორი წლის წინათ, თბილისის "ლოკომოტივში" რატი ალექსიძე, ლევან ცქიტიშვილი, ვიტალი დარასელია და გიორგი ლომაია რომ დაბრუნდნენ, ეს გუნდი როგორ ათამაშდა?

საბედნიეროდ, წინა სეზონშიც არაერთი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და საქართველოს XXI ჩემპიონატიც მეტ-ნაკლებად საინტერესოდ რომ ჩატარდა, მათი დამსახურებაც იყო: დავით იმედაშვილის, გია კვარაცხელიას, სანდრო იაშვილის, თემურ ღონღაძის (ყველა - "ოლიმპი"), ჯაბა დვალის, ლევან კორღალიძის, დავით გამეზარდაშვილის (სამივე - "ზესტაფონი"), ალექსანდრე გოგობერიშვილის ("სიონი"); აღარაფერს ვამბობთ გასული სეზონის ორ ყველაზე "ხმაურიან დაბრუნებაზეც": ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ცხინვალის "სპარტაკში" ხომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული ასპარეზობდნენ...

ახალი სეზონის დაწყებამდე თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება, მაგრამ უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ XXII ჩემპიონატმა, სხვა ფაქტორების (უპირველესად, უმაღლეს ლიგაში "ტორპედოსა" და "კოლხეთის" აღზევებით) გათვალისწინების გარდა, დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კი, ისევ და ისევ, სხვადასხვა დროს აქედან წასული ფეხბურთელების საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას ვგულისხმობთ. თანაც, იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ჩამონათვალი ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ გაიზრდება და ამჟამად თუ ათი ასეთი მოთამაშეა, ჩემპიონატის დაწყებამდე (ან უშუალოდ მსვლელობის დროს) ეს რიცხვი, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც. აი, ისინიც, გარკვეული დროის შემდეგ რომელთა ხილვაც ქართველ გულშემატკივარს, ფაქტობრივად, ყოველ შაბათ-კვირას რომ შეეძლება: დავით ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე (სამივე - "ოლიმპი"), ლევან ხმალაძე ("დინამო"), შოთა ბაბუნაშვილი, კახა ალადაშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), სერგი ორბელაძე, რევაზ გოცირიძე (ორივე - "სიონი"), კახა ჩხეტიანი, რომან ახალკაცი ("ორივე - "ბაია").

კიდევ ვიმეორებთ: ეს სია აუცილებლად გაიზრდება და ამ ტენდენციასაც უნდა მივესალმოთ; თორემ, ცოტაც და, უმაღლეს ლიგას ჭაბუკთა ლიგად "მოვნათლავდით"! რა თქმა უნდა, ნიჭიერ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ; მაგრამ არც ისე უნდა ხდებოდეს, როცა უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობას 18-19 წლის ბიჭები წარმოადგენენ.

...ორი დღის წინ კიდევ ერთი "დაბრუნების" შესახებ შევიტყვეთ: გარკვეული პაუზის შემდეგ, 36 წლის სოსო გრიშიკაშვილი კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს და თავის ისედაც ხანგრძლივ კარიერას, სავარაუდოდ, ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია მურთაზ შელიასთან გადავამოწმეთ: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა და ამჟამად, "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტმა დაგვიდასტურა, რომ გრიშიკაშვილის გუნდში ჩარიცხვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავიაო! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე სწორედ სოსო გრიშიკაშვილი იქნება, რომელსაც 37 წელი 25 დეკემბერს შეუსრულდება.

გრიშიკაშვილის კარიერა უკვე 19 წელიწადია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში არაერთი კლუბიც გამოიცვალა, - ქართულიც და უცხოურიც; წარმატებული სერიებიც ჰქონდა და ისეთი დროც ყოფილა, ესა თუ ის მწვრთნელი ნაკლებად რომ ენდობოდა. საერთოდ კი, სოსო გრიშიკაშვილს უმაღლეს ლიგაში რვა გუნდში უთამაშია და სხვადასხვა დროს აი, ამ მწვრთნელების ხელმძღვანელობით ასპარეზობდა: თემურ ცერცვაძე, თემურ მახარაძე, ჯემალ მახარაშვილი (სამივე - "კახეთი," თელავი), რევაზ ძოძუაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ოთარ კორღალიძე, რევაზ არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, გივი ნოდია, კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი, კახა კაჭარავა, დუშან უჰრინი (ყველა - "დინამო"), სოსო ფილია ("კოლხეთი", ფოთი), გიორგი დევდარიანი, ლუის ცაკარიასი (ორივე - "თბილისი"), ამირან გოგიტიძე ("ბათუმი"), ვლადიმერ ხაჩიძე ("ბორჯომი").

ამას გარდა, 1995, 1996 და 1999 წლებში რუსულ "ალანიაში" თამაშობდა 1997 და 1998 წლებში კი ლატვიის ჩემპიონატში ასპარეზობდა: ჯერ - "ვენტსპილსში", მერე - "დაუგავაში". ყველაზე უცნაური კი ის არის, ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში სოსო გრიშიკაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი აქაური ტიტულის მოპოვება შესძლო: 2000 წელს "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს სუპერთასს დაეუფლა. დანარჩენ შემთხვევებში კი მუდამ მცირედი აკლდებოდა: "თბილისის" შემადგენლობაში ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, "დინამოს" შემადგენლობაში ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ერთხელაც - მესამეზე.

ამას გარდა, 1994 წელს რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალში იასპარეზა, თუმცა ის შეხვედრა თბილისის "დინამო" გამარჯვებით დამთავრდა. სხვათა შორის, ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ სოსო გრიშიკაშვილი სწორედ 1994 წელს გაიცნო, როცა ახალგაზრდა მეკარის მონაცემები რევაზ ძოძუაშვილმა შეამჩნია და რუსთავის "მეტალურგში" მიიწვია (მანამდე კი ბევრისთვის უცნობმა მეკარემ თელავის "კახეთში" სამი ჩინებული სეზონი ჩაატარა). საერთოდაც, 1994 წელი გრიშიკაშვილისათვის მართლაც განსაკუთრებულად უნდა მივიჩნიოთ: უმაღლეს ლიგაში ახლადდამკვიდრებულ მეკარეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა! სადებიუტო მატჩი კი ნიგერიაში ჩაატარა, როცა 1994 წლის პირველ ივნისს იქაურ ქალაქ იბადანში საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შეხვედრა მასპინძლებთან (1:5).

საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ დებიუტანტი მეკარე მოედანზე მეორე ტაიმში შემოიყვანა და ამ დროს ანგარიში უკვე 5:1 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.

სხვათა შორის, გრიშიკაშვილის დამსახურებაც არის, ის მატჩი უფრო კატასტროფული სხვაობით რომ არ წავაგეთ: დებიუტანტმა მეკარემ ერთი-ორი რთული ბურთიც აიღო და, რაც მთავარია, შეხვედრის 85-ე წუთზე პენალტიც მოიგერია! ამას მოჰყვა ორი სეზონი "ალანიაში", თუმცა ვლადიკავკაზურ გუნდში გრიშიკაშვილს მეტად სერიოზული კონკურენტი ჰყავდა ზაურ ხაპოვის სახით და ამიტომაც იყო, ქართველ მეკარეს იშვიათად რომ უწევდა თამაში რუსეთის ჩემპიონატში. რუსეთიდან ლატვიაში გადავიდა, 1999 წლის მიწურულს კი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა.

ამასობაში კი... საქართველოს ნაკრებშიც აღარ იძახებდნენ, ვიდრე 1998 წელს ჩვენ უპირველეს გუნდს ვლადიმერ გუცაევი არ ჩაიბარებდა. სულ კი სოსო გრიშიკაშვილმა საქართველოს ნაკრებში ათი შეხვედრა ჩაატარა და აქედან, მხოლოდ ერთი იყო ოფიციალური (1999 წლის 27 მარტს სლოვენიასთან). ბოლო სანაკრებო მატჩი კი ათი წლის წინ, ირანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა იყო, თანაც, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულ უკვე გამოცდილ მეკარეს, რატომღაც, გუნდების ხშირი ცვლაც დასჩემდა: ხან, ერთ შეცდომას არ პატიობდნენ, ხან, ნაკლებად ენდობოდნენ და ასე შემდეგ...

...ბოლო ორი სეზონი სომხეთში თამაშობდა (ერევნის "მიკაში") და საკმაოდ წარმატებითაც; თუმცა, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლა ისევ საქართველოში დაბრუნდა და თავის შესაძლებლობებს ცხინვალის "სპარტაკში" გამოავლენს.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!