საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 75:89 დამარცხდა
ვინ არის ბოგდან რადოსავლიევიჩი? - გერმანიის ნაკრების სერბული წარმოშობის ლიდერი, რომლის სიმაღლე 213 სმ-ია. მას არც კლასი აკლია და ქართველი კალათბურთელები აიძულა, მის წინააღმდეგ წესები 9-ჯერ დაერღვიათ.

ტანმაღალმა ბოგდანმა 25 ქულა ჩააგდო და გერმანელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

სწორედ სიმაღლე იყო, რაც ქართველებს 9 ივლისს აკლდათ. ჩვენი ტექნიკური კალათბურთელები ფარქვეშ ინდივიდუალურად შესვლას არიან მიჩვეულები, მაგრამ გერმანელთა სამწამიან ზონაში შეღწევა მთლად რაიხსტაგზე ასვლასავით არა, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა.

თავად განსაჯეთ: სამწამიანი ზონიდან ჩვენმა გუნდმა 26 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში კი ამ ზონიდან 56 ქულა მიიღო. გერმანელებმა სულ 89 ქულა ჩააგდეს და თუნდაც ამ სტატისტიკიდან ჩანს, რა იყო მათი "წარმატების გასაღები".

პირველი ტაიმის 29:47-ით წაგების შემდეგ ქართველთა დამრიგებელმა დავით უსტიაშვილმა სტრატეგია შეცვალა და რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა ფინიში, მით მეტი სამქულიანი ვარდებოდა ალემანების კალათში. თუმცა 10 სამიანი (26 მცდელობიდან) გამარჯვებას რომ არ ეყო, საფინალო ანგარიშიდანაც ჩანს.

ქართველთაგან ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი, 19 ქულა ჩააგდო პლეიმეიქერმა ირაკლი მიქელაძემ. ვიცე-სნაიპერი ლერი კვანტალიანი გახდა (15 ქულა), ხოლო რევაზ როგავამ და კახა ჯინჭარაძემ მატჩი 10-10 ქულით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრები 10 ივლისს ისვენებს, 11 ივლისს კი ლიტვასთან თბილისის დროით 19 საათზე ითამაშებს. ბალტიისპირელებს 210 და 213 სმ სიმაღლის ორი ცენტრი ჰყავთ.

რადგან ნაკრებში მოხვდნენ, ურიგო მეფარეები არ უნდა იყვნენ და საინტერესოა, რას დაუპირისპირებს მათ დავით უსტიაშვილი. იქნებ თავიდანვე პერიმეტრზე გააკეთოს აქცენტი? დაველოდოთ 11 ივლისს.

9 ივლისი. ტალინი, ესტონეთი

საქართველო-გერმანია 75:89

15:23, 14:24, 22:23, 24:19

საქართველო: ორმოცაძე (12 წთ), რამიშვილი (12 წთ, 7ქ), ო. ფხაკაძე (20 წთ, 3მ), თ. ფხაკაძე (6 წთ), გრძელიძე (4 წთ), მიქელაძე (31 წთ, 19ქ, 4პ), კვანტალიანი (29 წთ, 15ქ, 3მ), ცირეკიძე (25 წთ, 8ქ, 8მ), როგავა (25 წთ, 10ქ, 4მ, 2პ), გელაზონია (20 წთ, 6ქ, 5ფ), ჯინჭარაძე (17 წთ, 10ქ, 5ფ).

გერმანია: ბრასე (16ქ), ტოლკსდორფი (14ქ), ოგბე (15ქ), რადოსავლიევიჩი (25ქ, 7მ, 4პ)...

ლიტვა-სერბეთი 68:64

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!