ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელი პირველ სერიოზულ მიღწევამდე გავლილ გზასა და ამ ნაკრებში მუშაობის თავისებურებებს იხსენებს
ცოტა ხნის წინათ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტებს შორის, ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ქალთაგან ოქროს მედალს მარი ჯანაშვილი და ბრინჯაოს - მზია ბებოშვილი დაეუფლა.

ქალთა ძიუდო ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წელიწადია, რაც დაინერგა. სასიხარულოა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია თენაძის და მისი თანაშემწის, კახა მოცრაძის დაუღალავი შრომის შედეგმა არ დააყოვნა.

პირველ სერიოზულ მიღწევამდე გავლილ გზასა და ამ ნაკრებში მუშაობის თავისებურებებზე გუნდის თავკაცი გია თენაძე გვესაუბრება.

- თქვენმა ნაკრებმა ქართული ძიუდოს ისტორია ახალი, ოქროს ფურცლით შეავსო, რაც, რა თქმა უნდა, ყველას გვეამაყება...

- ნებისმიერ მიღწევაში, მწვრთნელისა და სპორტსმენის გარდა, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესი.

ვაჟთა ძიუდო საკმაოდ წარმატებულია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანწილად ჩვენი გენის დამსახურებაცაა. ჩვენ შეგვიძლია ეს გენი გამოვაღვიძოთ გოგონებშიც.

საქართველოში ქალთა ძიუდოს გუნდის შექმნა თავდაპირველად 90-იან წლებში გადაწყვიტეს, 2000 წლის მერეც იყო მცდელობა, თუმცა მალევე შეწყდა მუშაობა.

- მეხუთე წელიწადია, რაც ნაკრებს ხელმძღვანელობთ...

- დიახ, თუმცა 2008 წლის ომს მთელი სავარჯიშო პროცესის პარალიზება მოჰყვა და ფაქტობრივად, მუშაობა მომდევნო წლიდან დავიწყე. შეგირდთა პირველი თაობაც (ირინა ლეონიძე, ნინო ოძელაშვილი, შორენა შარაძე და სხვები) პერსპექტიული იყო, მაგრამ მათ გაუჭირდათ შედეგის მიღწევა.

ჯერ ერთი, მათ გაუკვალავ გზაზე მოუწიათ სიარული და თანაც მაშინ ჯერ არ იყო ძიუდოისტი გოგონების ის რაოდენობა, ვისთან ერთადაც მოუწევდათ ვარჯიში და კონკურენცია. გარდა ამისა, უცხოელ მეტოქეებთან დაშვებული შეცდომების ანალიზმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ვაჟ ძიუდოისტებთან გოგონების სისტემატური ვარჯიში უკუჩვენებას იწვევს. იკარგება სტილი, რომელიც დამახასიათებელია ქალთა ძიუდოსათვის.

ბოლო წლებში ვაჟებთან ერთობლივ ვარჯიშზე უარი ვთქვით. ამაში დაგვეხმარა მომეცადინეთა რაოდენობის ზრდა და წარმატებებმაც არ დააყოვნა.

- პირველ გამარჯვებამდე შეგირდებთან როგორმა მიდგომამ ან როგორი პროგრამით ხელმძღვანელობამ მიგიყვანათ?

- საკუთარი აქტიური კარიერის დასრულების დროს ვაკვირდებოდი ჩვენი მწვრთნელების მუშაობას, რადგან ვიცოდი, რომ მომავალში მწვრთნელობას აუცილებლად დავიწყებდი.

გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრაზე მიღებულმა ცოდნამაც უდავოდ ბევრი მომცა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ვინმეს მიერ შემოთავაზებული იდეალური პროგრამა ან რომელიმე უმაღლესი დონის სპეციალისტის მეთოდით მუშაობა წარმატებისთვის არ კმარა.

თუ გუნდს ძალიან კარგად არ იცნობ, არ ფლობ სიტუაციას, არ იცი თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობის თავისებურებები, მათი ფიზიკური შესაძლებლობები, ხასიათი და ფსიქოლოგია - სასურველი შედეგი არ მოვა.

ნაკრებში თავდაპირველად მარტო ვიყავი, მაგრამ მალე ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი სპეციალისტი კახა მოცრაძე მოვიყვანე გუნდში. ჩვენი ერთობლივი საქმიანობით უაღრესად კმაყოფილი ვარ.

- ელოდით მარი ჯანაშვილისგან ევროპის ჩემპიონობას?

- ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ ჩემპიონობის, თანაც ისტორიაში პირველი ოქროს მედლის დაანონსება მეტისმეტად ხმამაღალი განცხადება იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ჯანაშვილისგან უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას აუცილებლად ველოდით. მან სტაბილურად კარგად იასპარეზა წლევანდელ შეჯიბრებებზე უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთში, ევროპულ რეიტინგშიც პირველი ნომერი გახდა და ლოგიკური იყო, რომ წარმატება უნდა მოეპოვებინა.

მედალს ველოდით გურანდა შოთაძისგანაც, რომელიც ასევე 57 კგ-ში ასპარეზობდა, თუმცა, სამწუხაროდ, მეშვიდე ადგილზე დარჩა. მზია ბებოშვილისგან კი უფრო სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ევროპული ბრინჯაოს მედალი. ის ასაკით პატარაა და ხუთეულშიც რომ შესულიყო, დამაკმაყოფილებლად ჩავუთვლიდით.

- თქვენი მუშაობის სტილის ერთი მთავარი კომპონენტი შეგირდების უცხოეთის გუნდებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობაა...

- ერთობლივი წვრთნა უცხოელებთან სასიკეთო გავლენას ახდენს სპორტული დონის ამაღლებაზე. მოგეხსენებათ, ყოველთვის სხვაგან სიარული ერთობლივ შეკრებებზე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ პერიოდულად შინაც ვაძლევთ ჩვენს სპორტსმენებს ამის საშუალებას.

ძალიან ნაყოფიერია აგრეთვე დიდი ტურნირების დასრულების შემდეგ გამართული ერთობლივი წვრთნებიც, რომელშიც იმ შეჯიბრებაში მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანა ერთვება. მეორე წელიწადია, რაც ქართული სპორტის და ძიუდოს თავკაცების ხელშეწყობით, ამის საშუალება ჩვენც გვეძლევა. სხვადასხვა ქვეყნის, სტილის, შესაძლებლობების პარტნიორთან ვარჯიშებმა გვიჩვენა, რაოდენ დადებითია ეს პროცესი სპორტსმენთა მრავალფეროვან განვითარებაში.

- გოგონათა უმეტესობა ყვება, როგორ უკრძალავდნენ მშობლები ტატამზე გასვლას, მაგრამ ძიუდოს სიყვარულმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა...

- ხშირად, როდესაც მშობლებს უჭირთ შვილისთვის ძიუდოზე ვარჯიშის ნებართვის მიცემა, შორიდან აკვირდებიან ვითარებას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ძნელია, შვილს საბოლოოდ აუკრძალო ის, რაც ძალიან უყვარს და რაც მიზნად აქვს დასახული. მით უფრო, რომ ახლა ქართულ სპორტში მატერიალური დაინტერესებაც დიდია.

ჩვენც, როგორც ნახეთ, ეტაპობრივად მივდივართ წინ. აი, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე ისეთ ქვეყნებს ვაჯობეთ, სადაც ქალთა ძიუდოს არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ და უამრავ ფულს დებენ სახეობის განვითარებაში. საქართველომ კი გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, მხოლოდ საფრანგეთსა და რუსეთს ჩამოვრჩით.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც ძიუდოისტები სამბოშიც ცდიან ძალებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ტენდენციას?

- ნამდვილად ვერ მივესალმები ძიუდოისტის სამბოში ხშირად ასპარეზობას. რადგან ორივე საჭიდაო სახეობაა და ერთმანეთს გარკვეულწილად ჰგავს, არ ნიშნავს იმას, რომ სისტემატური გამოსვლა ორივე მათგანში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს სპორტსმენზე.

საგანგაშოდ შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგალითად, წელიწადში ერთხელ თუ ჩვენი სახეობის წარმომადგენელი სამბოს რომელიმე შეჯიბრებაში იჭიდავებს, მაგრამ სამბოზე შეჩვევა ძიუდოისტს სტილს აკარგვინებს.

- მოჭიდავე გოგონათა რაოდენობის ზრდისთვის კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

- ჩვენი მენტალიტეტის თუ სხვა მიზეზთა გამო გოგონები ჭიდაობაზე მშობლებს მეტწილად მაინც ქალ მწვრთნელებთან მიჰყავთ. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ქალ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახლების მომზადებაზე.

ჯერჯერობით უმჯობესია, თუ ქალ მწვრთნელებს მამაკაცი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ, ბავშვებთან კი უშუალოდ ქალები იმუშავებენ.

მინდა მივმართო მშობლებს, რომ ქალთა ძიუდო სულაც არაა ისეთი უხეში სპორტი, როგორც წარმოუდგენიათ. ტრავმების მხრივ კი ამაზე ბევრად უფრო სახიფათო სპორტის სახეობები არსებობს. მსოფლიოს უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში, მასობრიობის თვალსაზრისით, მაღალ საფეხურზეა ქალთა ძიუდო. ზოგან რაოდენობით ვაჟებსაც კი აჭარბებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარიამ ჯანაშვილი - პირველი ჩემპიონი

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში - მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონია!

მზია ბებოშვილმა ქართულ ძიუდოს ისტორიული მედალი მოუტანა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეთერ ლიპარტელიანი: ჩემპიონობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც მომეთხოვება
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ნაყოფიერი ავსტრიული კემპი გოგონებისთვის
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
ძიუდო. ჭაბუკთა ნაკრები: ყველა მედალოსანი ანტალიაში
მარიამ ჯანაშვილი ჯანზეა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
სოფიო სომხიშვილმა უცხოელებიც აალაპარაკა - ინტერვიუ გია თენაძესთან
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები