ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა ალადაშვილი: ნაკრებში ჰიმნის მოსმენა მომენატრა

კახა ალადაშვილი: ნაკრებში ჰიმნის მოსმენა მომენატრა

27 წლის უნივერსალი ფეხბურთელი ქეცბაიამ ნაკრებში დააბრუნა

2006 წლის 2 სექტემბერი კახა ალადაშვილს კოშმარივით ახსენდება. ეროვნული სტადიონის გახსნა საფრანგეთის ნაკრებთან 0:3 წაგებამ ჩაგვიშხამა, კახა კი "მამლების" ვარსკვლავებმა და კლაუს ტოპმიოლერის ავანტიურისტულმა ტაქტიკამ შეიწირეს. მარჯვენა მცველად გამწესებულს, ფაქტობრივად, მსოფლიო ფეხბურთის სამი ვარსკვლავის, აბიდალის, მალუდასა და მარცხნიდან მოთამაშე ანრის წინააღმდეგ მარტო თამაში უხდებოდა და ცხადია, ამ უთანასწორო ორთაბრძოლაში დამარცხდა. მარტო იმიტომ რჩებოდა, რომ ჯვაროსანთა გერმანელმა ექს-თავკაცმა 4-3-3 ტაქტიკა განალაგა, სადაც მარჯვენა ფლანგის კონტროლი ალადაშვილს და თავდამსხმელს ევალებოდათ. ცხადია, ფორვარდი დაცვას სატანადოდ ვერ ეხმარებოდა, მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომა ფეხბურთელს დაბრალდა და ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს.

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, ალადაშვილი თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა. მართალია, ჯერ მისი თამაში გადაწყვეტილი არაა და 11 ნოემბერს სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადება არ ნიშნავს, რომ 17 ნოემბერს სლოვენიის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა, ნაკრებში მიწვევას დანატრებული 27 წლის უნივერსალი ფეხბურთელი ამანაც უზომოდ გაახარა.

"ნაკრების სიაში ბოლოს მოვხვდი, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოსვლა გამოირიცხა. ეს ჩემთვის მოულოდნელი პატივი იყო, რამაც უზომოდ გამახარა. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ნაკრებში დიდი წითელი ხაზი გადამისვეს და დამივიწყეს. რამდენი ხანია, გამოძახება არ მღირსებია... თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქეცბაია ფეხბურთელებს ნაცნობობით არ იძახებს. შევეცდები დავამტკიცო, რომ თემური ჩემში არ შემცდარა და ცხადია, ძირითადში დამკვიდრებას შევეცდები. რაც არ უნდა ძლიერ კლუბში ვთამაშობდე, ნაკრების გარეშე თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ. მე ძალიან ჟინიანი ვარ და მინდა, საქართველოს ნაკრების თამაშის დროს, ჰიმნს მისი ფორმით, მოედანზე ვისმენდე და არა ტრიბუნაზე, ან ტელევიზორში", - ალადაშვილი ემოციას ვერ მალავს.

კახა საქართველოში წელს დაბრუნდა, რადგან რუსეთის პრემიერლიგაში გადასულ მახაჩკალის "ანჟიში" ამ წარმატების სულისჩამდგმელი ქართველებისთვის ადგილი არ აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნებას მაშინ კახა არც ფიქრობდა, მაგრამ ასე მოხდა - ალადაშვილი იძულებული გახდა, ახალი კლუბი მოეძებნა და როდესაც უცხოეთში ყველა ვარიანტი გამოირიცხა, "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ძველი ნაცნობს მაშინ უხმო.

"ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. რამდენიმე წელი უცხოეთში ვთამაშობდი და აქაურობას ძალიან მოვწყდი. მესმოდა, რომ ჩვენი პირველობის დონე დაეცა და აქედან გამომდინარე, რა დაგიმალოთ და, ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოში კარგად ორგანიზებული და ძლიერი კლუბი თუ იქნებოდა. თუმცა, "ზესტაფონში" ჩავირიცხე და მივხვდი, არც ისე ცუდი გუნდები გვყოლია. აქ თამაში რთულია და ვინც თავს გამოიჩენს, ის მაღალ დონეზე გამოსვლას უცხოეთშიც შეძლებს. თუმცა, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან თუ დამაბრუნებდნენ. უცხოეთშიც ხომ ნაკრებში მოხვედრის იმედად მსურდა წასვლა.

"ზესტაფონში" ძალიან კარგად მოვემზადე, გეგუჩაძე მენდობა, მათამაშებს, ფორმა აღვიდგინე და მთავარია, ქეცბაიამ რომ შემნიშნა".

ალადაშვილს "ზესტაფონის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობას რთული სეზონით ხსნის:"სამწუხაროდ, ბოლო ტურებში წარუმატებულად გამოვდივართ და კონკურენტებთან წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება, ხან მოიგებ და ხან წააგებ. ალბათ, ევროთასებზე მოასპარეზე გუნდის ჩავარდნა შემოდგომაზე მოსალოდნელიცაა. ბიჭებმა ძალიან მცირე ხნით დაისვენეს, ევროთასებზე გამოსვლამ დიდი ენერგაი წაიღო, რასაც ეროვნულ პირველობაზე რთული სეზონი დაემატა და ჩავარდნაც ლოგიკურია. თუმცა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. "ზესტაფონიდან" ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი გამოიძახეს, რაც გუნდის პოტენციალზე მეტყველებს. ძლიერი, მეგობრული, შეკრული გუნდია და და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე