პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი კომისარი მიიწვიეს
პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი კომისარი მიიწვიეს.

აქამდე სანაკრებო დონეზე კონტინენტის პირველობაზე ქართველ კომისარს არ უმუშავია და ეს პატივი წილად ხვდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილს, რომელიც ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება.

ამასთან, წლეულს პირველად ხდება, რომ საქართველოს მოქმედი ყველა ფიბა-ს არბიტრი თუ კომისარი ზაფხულში სანაკრებო პირველობებზეა დაკავებული.

- მოულოდნელი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატიდან მოწვევა მივიღე. აქამდე ეროვნული ნაკრებების დონეზე რამდენიმე შესარჩევ მატჩზე მიმუშავია, თუმცა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - გვითხრა მერაბ რატიშვილმა, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.

- როგორია კომისრის მუშაობის სპეციფიკა ფინალურ ეტაპზე და რომელი მატჩების მომსახურება მოგიწევთ?

- ასაკობრივ ჩემპიონატებს 4 კომისარი ემსახურება, საიდანაც 1 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია, დანარჩნი 3 კი იმ ქვეყნების, რომლებიც ტურნირში არ მონაწილეობენ. 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონს ლატვია უმასპინძლებს.

პირველ ეტაპზე მე იმ ჯგუფში ვიმუშავებ, რომელსაც ქალაქი ლიეპაია მიიღებს. შემდეგ კი, პლეი ოფიდან, რიგაში გადავინაცვლებთ. წინასწარ არ ვიცი, რომელ მატჩებზე მომიწევს მუშაობა, თუმცა ლატვიაში ჩემპიონატის ბოლომდე დავრჩები და დღეში მინიმუმ 2 მატჩზე ვიმუშავებ.

- ქართველი მსაჯი არაა მიწვეული 18-წლამდელთა პირველობაზე?

- კონკრეტულად 18-წლამდელების ფინალურ ეტაპზე არა, მაგრამ ქართველი მსაჯები სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ტურნირებს მოემსახურნენ და მოემსახურებიან ამ ზაფხულს. პირველად ხდება, რომ ზაფხულში ყველა მოქმედი ქართველი მსაჯი და კომისარი ევროპის ჩემპიონატებზეა დაკავებული.

- და მათ შორის ეროვნული ნაკრებების დონეზეც...

- რა თქმა უნდა. მაკა კუპატაძემ უკვე იმსაჯა ევროპის ქალთა ჩემპიონატზე და დიდი წარმატება იყო, როცა მას ამ ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩი ამსაჯეს. მაკა ამჟამად თურქეთში მიმდინარე 20 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს მსაჯობს, ხოლო აგვისტოში 18 წლამდე ქალთა კონტინენტის პირველობაზე იქნება დაკავებული.

- ევრობასკეტ 2013-ზე კვლავ დავით ბერეკაშვილი იმუშავებს?

- დიახ, დავითს ზედიზედ მეორედ უწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მსაჯობა. იგი ამჟამად ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მუშაობს, რომელიც ესტონეთში მიმდინარეობს და სადაც საქართველოც მონაწილეობს.

- ბარემ დანარჩენი ქართველი მსაჯების ევროგანრიგზეც გვითხარით...

- ზაზა მაჩალაძე 18-28 ივლისს მაკედონიაში გასამართავ 18-წლამდელთა B დივიზიონის მატჩებს მოემსახურება. პირველი საერთაშორისო გამოცდა ელით ირაკლი და დავით ბერიშვილებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიიღეს ფიბა-ს არბიტრის ლიცენზია. ირაკლი აგვისტოში, კიევში გასამართავ 16 წლამდე ვაჟების A დივიზიონის მატჩებს მოემსახურება, ხოლო დავითი საქართველოს ნაკრებს გაჰყვება ბოსნიაში, სადაც 16-წლამდელთა B დივიზიონში იმსაჯებს.

- ქართველი მსაჯ-კომისრების ასეთი დატვირთულობა მათი კვალიფიკაციის ამაღლების შედეგია?

- რა თქმა უნდა, რაც დრო გადის და საერთაშორისო ასპარეზზე უწევთ მუშაობა, ქართველი მსაჯ-კომისრების კვალიფიკაცია მაღლდება და შესაბამისად, ფიბა-ევროპისგან ნდობაც იზრდება.

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა