"მანჩესტერი" ტაილანდთან დამარცხდა, ჯერი "ჩელსიზეა"
17 ივლისს ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" პირველი თამაში აქვს დაგეგმილი აზიურ ტურნეში.

ლონდონელები ტაილანდის ჩემპიონატის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დაამარცხა.

პორტუგალიელის შეგირდებმა შეკრების პირველი ოთხი დღე ლონდონში, "კობემის" ბაზაზე გაატარეს, რის შემდეგაც ტაილანდში გაფრინდნენ. აზიაში ჩასვლის შემდეგ გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. ორშაბათს გუნდის თავკაცმა მზადების პირველი ეტაპი შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუნდით კმაყოფილია.

- კვირის განმავლობაში 14 ვარჯიში გავმართეთ, რომელიც, საერთო ჯამში, 21 საათი გაგრძელდა. წვრთნები საკმაოდ ინტენსიური გახლდათ. ბიჭები დაღლილები არიან, მაგრამ სანერვიულო არაფერია, თუკი პროცესის მნიშვნელობას კარგად გავიაზრებთ. პირიქით, ეს ნორმალურიც არის. ერთი კვირის შემდეგ ფეხბურთელების ორგანიზმი პირველი შოკიდან გამოვა, დაღლილობა გაივლის და შეგრძნებებიც უკეთესი გახდება.

პირველი საწვრთნელი ეტაპის შემდეგ მოკვდავთა შორის ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შეგირდები, უბრალოდ, საუკეთესოები არიან. ისინი ყოველდღე მიმტკიცებენ, რამდენად დიდი სურვილი აქვთ თამაშის. ჩემი გამოცდილება კი მეუბნება, რომ მთავარი სწორედ მოტივაციაა.

როცა მათ რაღაც ძალიან უნდათ, ისინი ამას შეძლებენ. მათი შემხედვარე მეც ვიჯერებ, რომ ყველაფრის მიღწევა ძალუძთ.

ჩემი ასისტენტი ჟოზე მორაიში პირადად დაესწრო ტაილანდელი ვარსკვლავებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას და თავად დარწმუნდა, თუ რამდენად სახიფათო მეტოქესთან გვაქვს საქმე. "ჩელსი" ამისთვის მზად უნდა იყოს.

მასპინძელთა გუნდში მხოლოდ ადგილობრივი კი არა, უცხოელი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც ურთულესი სქემებით თამაში შეუძლიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შაბათს "იუნაიტედთან" მინდორზე საუკეთესო შემადგენლობა არ გასულა. მაგალითად, არ უთამაშია ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ კლეიტონ სილვას.

მეტოქისგან განსხვავებით, ერთ კონკრეტულ მატჩზე კონცენტრაციას ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის ეს შეხვედრა მთელი სეზონისთვის მზადების მხოლოდ ნაწილია. გუნდი შორს არის იდეალური ფორმისგან, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან არ მიყვარს წაგება, ჩემს ფეხბურთელებს ჩემზე მეტად არ უყვართ. ასე რომ, შედეგის მისაღებად ყველაფერს გავაკეთებთ.

თუნდაც დავმარცხდეთ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მოგება კი კარგი იქნება, რადგან ეს ერთგვარად კლუბური კულტურის შემადგენელი ნაწილია. თავის გამოჩენის შანსს ფეხბურთელთა მაქსიმალურ რაოდენობას მივცემ. მართალია, ისინი აქამდე დღეში 3 საათს ვარჯიშობდნენ, მაგრამ 45 წუთისთვის ძალა ყველას უნდა ეყოს. გუნდისგან ღირსეულ ასპარეზობას ვითხოვ.

მოგვიანებით სპორტულ ვებგვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტაილანდელებთან შეხვედრისთვის "განსაკუთრებულმა კაცმა" ძირითადი შემადგენლობა წინდაწინ დაასახელა: ჩეხი, უოლასი, კალასი, ტერი, კოული, ლემპარდი, ესიენი, პიაზონი, დე ბრუინი, შიურლე, ლუკაკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: ლონდონის "ჩელსის" გაძლიერებას 31 აგვისტომდე განვაგრძობთ

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს