მტრული დაპირისპირების მეგობრული დასაწყისი
ამხანაგური მატჩი. 2 000-მდე მაყურებელი. აპლოდისმენტები ორივე გუნდის მისამართით და შეხვედრის შემდეგ გამართული მეგობრული ვახშამი, რომელსაც ორივე გუნდის მოთამაშეები დაესწრნენ - სწორედ ასე, თბილად და მეგობრულად იწყებოდა დაპირისპირება, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და დაძაბული დერბია.

125 წლის წინ სიტუაცია განსხვავებული იყო...

1888 წლის 28 მაისს, გლაზგოს დასავლეთში მიმდინარე პოპულარული საერთაშორისო გამოფენის გამო ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ქალაქის აღმოსავლეთში საფეხბურთო მატჩი იმართებოდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ისტორიაში პირველ შეხვედრას ატარებდა.

გლაზგოს "სელტიკი" თავისზე 16 წლით უფროს "რეინჯერსს" ხვდებოდა, რომელიც იმ დროისთვის უკვე ქალაქის ყველაზე პოპულარული გუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ "სელტიკი" შოტლანდიის სხვადასხვა კლუბიდან მოწვეული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, გუნდმა მეტოქეს აჯობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ნილ მაკკალუმმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა და გუნდის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ტომ მეილიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, მათმა "სელტიკმა" კი 5:2 მოიგო.

მარცხის გამო "რეინჯერსის" ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადად მეორე გუნდს წარმოადგენდნენ, გული დიდად არ დასწყვეტიათ და შეხვედრის შემდეგ "სელტიკის" ფეხბურთელებთან ერთად საზეიმო ვახშამს და კონცერტს დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის მიხედვით, ვახშამმა მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. კიდევ ერთი გაზეთი, Scottish Umpire "სელტიკის" შესახებ წერდა:

"როგორც ჩანს, გლაზგოს ახალ კლუბ "სელტიკს" ნათელი მომავალი აქვს. თუ ეს გუნდი შეძლებს და იმ 11 ფეხბურთელს შეინარჩუნებს, ვინც "რეინჯერსის" წინააღმდეგ ორშაბათს ითამაშა, მაშინ "სელტიკს" "რეინჯერსისგან" მხარდაჭერა და პატრონაჟი არ მოაკლდება".

ამ მოსაზრების გასაბათილებლად სულ რამდენიმე წელიწადი იყო საჭირო. "სელტიკის" მომძლავრებასთან ერთად, გლაზგოს ორი გუნდის დამოკიდებულება თანდათან უფრო მტრული გახდა. 1904 წლისთვის "სელტიკისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირებას "ოლდ ფირმი" უწოდეს. წლების შემდეგ ეს სახელი ანტაგონიზმის და ანტიპათიის სინონიმი გახდება.

ამ დროისთვის ყველა ტურნირზე სულ 399 "ოლდ ფირმია" გამართული. 159 მატჩი "რეინჯერსმა" მოიგო, 144 "სელტიკმა", 96 მატჩი კი ფრედ დასრულდა. იმის გამო, რომ "რეინჯერსი" მესამე დივიზიონშია, იქამდე, სანამ მორიგ "ოლდ ფირმს" ვიხილავთ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო დაძველდება და ქომაგსაც კიდევ უფრო მოენატრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"რეინჯერსი"-"ნაპოლის" მატჩი გადაიდო - შეხვედრას იტალიელი ფანები ვერ დაესწრებიან
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
შესაძლოა, კუმანმა ბრიტანული გუნდი ჩაიბაროს
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
"რეინჯერსს" ოთარ კიტეიშვილი ურჩიეს
ჩაკვეტაძემ ვერ ითამაშა - "უოტფორდმა" "დერბის" მოუგო
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
გლაზგოში "სლავიას" 1 ფეხბურთელი დაასახიჩრეს, მეორეს გვირაბში სცემეს [VIDEO]
"რეინჯერსის" ფანებმა ჩემპიონობა ერთმანეთის ცემით აღნიშნეს [VIDEO]
გვილია "აიბროქსზე", ქვილითაია ხორვატიაში - ქართველების გუნდების გადამწყვეტი მატჩები ევროპა ლიგის პლეი-ოფში
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "დერბის" თამაში შემოუტრიალა და თანალიდერია [VIDEO]
34 წლის რუნიმ "დერბიში" სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
ჩისკო ინგლისში სასწაულებს სჩადის - რუნის "დერბიც" დამარცხებულია