ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

შააფი ფაფუ?

შააფი ფაფუ?

გუნდს მწვრთნელი აღარ უნდა, ბასტა!

ვინც გერმანულ ფეხბურთში კარგად ერკვევა, მას ისიც ეცოდინება, რომ თომას შააფი და ბრემენის „ვერდერი“ განუყრელები არიან. 49 წლის სპეციალისტი „ვერდერს“ 1999 წლის 10 მაისიდან წვრთნის და ნელ-ნელა უახლოვდება ოტო რეჰაგელის გასაოცარ რეკორდს - რეჰაგელი „ვერდერს“ 14 წლისა და ექვსი თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. შააფისა და „ვერდერის“ გაყრა გერმანიაში ვერავის წარმოუდგენია. უფრო სწორად, ვერავის წარმოედგინა - ამ დღეებში ბრემენში და ზოგადად გერმანიაში სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, „ვერდერისა“ და თომასის გზები გაიყაროს.

ბრემენელბმა ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს და ჩემპიონთა ლიგიდანაც ფატობრივად გავარდნილები არიან - მერვედფინალში გასვლის მიზერული, თეორიული შანსი აქვთ. ასეთი ჩავარდნები ბრემენელებს შააფის ხელში ადრეც ჰქონიათ და ამის გამო თომასი არავის გაუთავისუფლებია, მაგრამ მდგომარეობას ის ფაქტი ამძაფრებს, რომ გასულ უქმეებზე „ვერდერი“ „შტუტგარტთან“, რომელიც ასევე არ უქნია ღმერთს ამ სეზონში, 0:6 განადგურდა. ეს კი ბრემენელთათვის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა ბოლო 23 წელიწადში. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ „ვერდერის“ ფეხბურთელების უმეტესობას „შტუტგარტთან“ ოდნავადაც არ ეტყობოდათ ფეხბურთის თამაშის სურვილი, რის შედეგადაც, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გააკეთეს დასკვნა, რომლის თანახმად, „ვერდერის“ ფეხბურთელებს შააფის თავიდან მოშორება უნდათ.

ერთი სიტყვით, თომასი უმძიმესი წნეხის ქვეშაა და თამამად ვიტყვით, მას მერე, რაც „ვერდერს“ ავარჯიშებს, ასეთი მძიმე მდგომარეობა პირველად აქვს. მართალია, ბრემენული კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი ჯერ კიდევ შააფის მხარესაა და „შტუტგარტთან“ კატასტროფული მარცხის შემდეგ ყვიროდა, დამნაშავე ფეხბურთელებს სასტიკად დავსჯი, შააფის „ვერდერიდან“ წასვლა კი გამორიცხულიაო, მაგრამ თუ ფეხბურთელები თომასს მართლაც აუმხედრდნენ და მის წინააღმდეგ თამაშობენ, ალოფსიც უძლური იქნება - მთელ გუნდს ხომ არ გაყრის, ისევ მწვრთნელი უნდა მოიშოროს თავიდან.

სიმართლეს ოფიციალურად არავინ იტყვის, მაგრამ რთული მისახვედრი მართლაც არ არის ის, რომ გუნდსა და მწვრთნელს შორის ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. რაც დრო გადის, შააფის წინააღმდეგ მოქმედებას მით უფრო მეტი ფეხბურთელი იწყებს. „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ შააფი დაღონებული იყო და ამბობდა, ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს, მეტოქეს მცირედი წინააღმდეგობაც კი არ გავუწიეთო. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ბოლო წლებში შააფსა და ფეხბურთელებს შორის დისტანცია ძალიან გაიზარდა. უკვე რამდენიმე წელია, „ვერდერის“ ფეხბურთელები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ მწვრთნელი მათ უემოციოდ ექცევა. კულისებში „ვერდერის“ არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, თომასს ყველაფერი მობეზრდა, ყოველი დღე ერთმანეთს გავს, ახალი არაფერი ხდებაო. მეტიც, „ბილდის“ ინფორმაციით, ზოგიერთ მოთამაშესთან შააფს რამდენიმე წელია (!) პირადი საუბარი არ ჰქონია. „ბილდი“ რამდენიმე ფეხბურთელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შააფის გამო მოთამაშეების გარკვეული ნაწილი ვარჯიშზე მაქსიმალურად გვიან მიდის, ვარჯიშის შემდეგ კი ყველას ერთი სული აქვს ხოლმე, როდის წავლენ. „ვერდერის“ ფეხბურთელები კომუნიკაბელურ მწვრთნელს ითხოვენ, ისეთ ტიპაჟს, როგორიც, მაგალითად, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპია.

საინტერესოა ისიც, რომ შააფს „ვერდერის“ გულშემატკივრებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ მან ფეხბურთელებთან ერთად, ქომაგებიც გააკრიტიკა, რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ ფეხბურთელს არ უნდა უსტვინონო - ბრემენელმა ფანებმა სტვენით მიკაელ სილვესტრი აიკლეს. თომასმა კი თქვა, ვინც სილვესტრს უსტვინა, ნუ იტყვის, რომ „ვერდერის“ ნაღდი ფანიაო. არადა, სილვესტრმა მართლაც ამაზრზენად ითამაშა. ისიც ახალწვეულია, როგორც მარკო არნაუტოვიჩი, რომელიც ასევე ვერ ამართლებს იმედებს. ვერ შეივსო მესუთ იოზილის წასვლით გამოწვეული სიცარიელეც - აარონ ჰანტმა და მარკო მარინმა „რეალში“ გადასული სუპერვარსკვლავი ღირსეულად ვერ შეცვალეს.

ალოფსი და შააფი თერთმეტი წელია ერთად მუშაობენ და სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ კლაუსს თომასის გაშვება არ უნდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვილი ლემკე ამბობს, თომას შააფს ასი პროცენტით, ყოველგვარი „თუსა“ და „მაგრამის“ გარეშე ვენდობითო.

გუშინ შააფს და ალოფსს ფეხბურთელებთან კრიზისული სხდომა ჰქონდათ, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. შედეგი: შააფი ფეხბურთელებს ახლა დღეში სამჯერ ავარჯიშებს, მოთამაშეებს თავისუფალი დრო შეეზღუდათ. არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, ეს უკვე მომავალ უქმეებზე, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩში გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...