თორნიკე შენგელიას მწვრთნელი შარშია
"ბრუკლინ ნეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა აღიარა, რომ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და თავი დამნაშავედ სცნო. ამით ახალგაზრდა სპეციალისტმა თავიდან აიცილა პატიმრობა, რომელიც ამ დარღვევისთვის ელოდა (მწვრთნელს შეიძლება ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიეღო).

კიდს ერთი წლით დაუნიშნეს პრობაციის რეჟიმი (ამ დროის განმავლობაში მწვრთნელი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება). უახლოეს დღეებში ის სკოლის მოსწავლეების წინაშე გამოვა ლექციით ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის მავნებლობაზე. მას შემდეგ, რაც ჯეისონი ამას გააკეთებს, შეიძლება სასჯელის შემსუბუქებისა და პრობაციის რეჟიმიდან განთავისუფლების იმედი ჰქონდეს.

კიდის მონაწილეობით ინციდენტი 2012 წლის 15 ივლისს მოხდა, როცა ის თავისი ყველგანმავალით შეეჯახა სატელეფონო ჯიხურს. პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმში აღნიშნული იყო, რომ კიდს "შუშის" თვალები ჰქონდა და წონასწორობას დიდი გაჭირვებით ინარჩუნებდა. საბედნიეროდ, ინციდენტის გამო არავინ დაზარალებულა.

პრობაციის რეჟიმის გარდა, გამორიცხული არ არის, რომ 40 წლის სპეციალისტმა NBA-სგან დისკვალიფიკაციაც მიიღოს და გამოტოვოს 2013-14 წლების სეზონის სტარტი. ლაპარაკია, მინიმუმ, ორი შეხვედრის გამოტოვებაზე.

ჩემპიონმა მილერი დაითხოვა

"მაიამი ჰიტმა" გაწყვიტა კონტრაქტი მცველ მაიკლ მილერთან, - იტყობინება NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი. 33 წლის კალათბურთელის ხელფასი მომავალ სეზონში 6.2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს თანხა ამოვარდნილი იყო გუნდის სახელფასო ბიუჯეტიდან და იმის გამო, რომ "ფუფუნების გადასახადი" აეცილებინათ თავიდან, ფლორიდელებმა კალათბურთელთან გამოთხოვება გადაწყვიტეს.

"მე მესმის კალათბურთის ის ნაწილი, რომელიც ბიზნესს განეკუთვნება, - განაცხადა მილერმა. - მაგრამ ახლა ორმაგი გრძნობა მაწუხებს: ერთი მხრივ, მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც აქამდე მქონდა, მაგრამ, ამავდროულად, ტკივილს ვგრძნობ იმის გამო, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შემეძლო".

გასულ სეზონში მილერმა 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.8 ქულა, 2.7 მოხსნა და 1.7 პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დერიკ როუზს პირველივე მატჩში ვნახავთ

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს