ინძაგი და რონალდინიო "მილანისთვის" კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურეთელები არიან

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპო ინძაგიმ მიმდინარე სეზონში თავი არაერთხელ გამოიჩინა, მაინც რეზერვში უწევს ყოფნა და იშვიათად ეძლევა მოედანზე გასვლის საშუალება. არადა, ამას წინათ თვით მადრიდის "რეალთან" შეასრულა დუბლი და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ასაკის მიუხედავად, გოლების გატანა არ დავიწყებია. პიპოს მაინც არ სწყალობს მასიმილიანო ალეგრი და კარგ შემთხვევაში 20-25 წუთით ათამაშებს.

ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო ეძლევა რონალდინიოს, ფეხბურთელს, რომელიც სეზონის წინ გუნდის უდავო ლიდერად განიხილებოდა. ინძაგისაც და რონალდინიოსაც სეზონის ბოლოს უმთავრდებათ ხელშეკრულება "მილანთან" და დადის ხმები, რომ ახალ ნავსაყუდელს ეძებენ - პიპოს თქმით, ორი მეტად საინტერესო შეთავაზება აქვს - მართალია, "მილანიდან" წასვლა არ მსურს, მაგრამ ფაქტი თავისთავად სასიამოვნოაო. რაც შეეხება რონალდინიოს, მის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია - სამშობლოდან რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, იგივე შეიძლება ითქვას MLS-ად წოდებულ ამერიკის პირველობაზე და იგივე ფრანგულ პსჟ-ზე, რომელიც დიდი ხანია გაუჩოს დაბრუნებას ლამობს. დიახ, დაბრუნებას, რადგან თავის დროზე რონიმ სწორედ პარიზულ კლუბში ასპარეზობით გაითქვა სახელი ევროპული მასშტაბით და იქიდან გადავიდა "ბარსელონაში". ჯერჯერობით, არც პიპოს და არც გაუჩოს "როსონერისთან" ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივებიათ, რაც ბადებს ეჭვს, რომ მათი მილანური გრანდიდან აბარგება რეალურია. თუმცა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს "როსონერის" ვიცე-

პრეზიდენტი ადრიანო გალიანი:

"ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიხანგრძლივებია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - ვფიქრობ, ამ საკითხს გაზაფხულზე მივხედავთ და კონტრაქტებს გავახანგრძლივებთ. ინძაგი და რონალდინიო "მილანისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურეთელები არიან და მათთან განშორების სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. მეორე საქმეა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტიას ვერავის მივცემთ და თუ ეს ვინმესთვის მიუღებელია, მაშინ შეიძლება დაშორებაც მოგვიხდეს. ინძაგიზე და რონალდინიოზე ნამდვილად არ მაქვს საუბარი, მათ კარგად იციან, რომ მსოფლიო დონის გრანდში ასპარეზობენ და არასდროს გამოუთქვამთ პროტესტი. ასე რომ, პრესაში აგორებული ხმები მათი "მილანიდან" აბარგების შესახებ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. "მილანი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, პირველი ამის შესახებ არა ჟურნალისტები, არამედ ჩვენ გავიგებთ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა