18 ივლისს გორის "დილა" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანიურ "ოლბორგს" უმასპინძლებს
18 ივლისს გორის "დილა" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ოლბორგს" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

მატჩის წინა დღეს "დილამ" ამავე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვედრა ჟურნალისტებთან გამართა.

მასმედის წინაშე ჯერ კლუბის ხელმძღვანელობა და "დილას" გენერალური სპონსორის გენდირექტორი, სანდრო ლილუაშვილი წარსდგნენ.

"დილას" კომპანია "ავტოგაზ პრო" დაასპონსორებს. გარიგების დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა ფაქტი, რომ კლუბს პარტნიორი გამოუჩნდა, სასიამოვნოა.

სანდრო ლილუაშვილი:

"გადავწყვიტეთ, გვერდში დავუდგეთ "დილას". ამ გუნდის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად მივუდგებით: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზს გადავცემთ ხოლმე, სეზონის ბოლოს კი "დილას" გამორჩეულ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად გავუშვებთ. ხელს შევუწყობთ ამ რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციას".

სოსო ვახტანგაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი:

"რამდენიმე თვის წინ "დილაში" კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოხერხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ "დილას" უპრობლემოდ ეთამაშა ევროსარბიელზე და მუდმივი ყურადღების ქვეშ იყოს".

გია ისიანი, "დილას" მენეჯერი:

"ოლბორგთან" პირველ შეხვედრაში "დილას" მაისურზე არ იქნება სპონსორის ლოგო, რადგან უეფას ეს წინასწარ ვერ ვაცნობეთ. საპასუხო შეხვედრაში, დანიაში კი უკვე "ავტოგაზ პრო"-ს ლოგოთი ვითამაშებთ".

ასევე მოხდა კლუბის ახალწვეულების წარდგენა, ესენი არიან: ნუკრი რევიშვილი (1), თეიმურაზ ღონღაძე (2), ოთარ ხიზანეიშვილი (4), მამუკა კობახიძე (5), გიორგი გურული (6), რატი ალექსიძე (8), გრიგოლ დოლიძე (22), დავით ბოლქვაძე (27), გიორგი გაგნიძე (33), ერიკ გაბარაევი (23)

პრესკონფერენციის მეორე ნაწილში "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და ფეხბურთელები - ირაკლი მოდებაძე და ერიკ გაბარაევი დარჩნენ ჟურნალისტებთან.

გიორგი დევდარიანი:

"თამაში 18 საათზე იმიტომ დავნიშნეთ, რომ ამით მცირე უპირატესობა შევიქმნათ. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე თამაშს შევეჩვიეთ, დანიაში კი განსხვავებული კლიმატია.

"ოლბორგის" ძლიერ მხარეს რაც შეეხება, გუნდი 4-5 წელი ინარჩუნებს ბირთვს, 2008-09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა, მერე უეფას თასზე გადაინაცვლა, დაამარცხა "დეპორტივო", "სიტისთან" კი პენალტების სერიაში წააგო. იმ გუნდის რვა ფეხბურთელი ისევ "ოლბორგშია".

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. ჩვენთან კი სამატჩო განაცხადის 18 ფეხბურთელიდან ცხრა ახალწვეულია და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

"დილას" ყველა ფეხბურთელს დადებითად ვაფასებ საფეხბურთო და პიროვნული თვისებებითაც, ყველა ძალიან კარგი ინდივიდუალისტია და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ".

ირაკლი მოდებაძე:

"განწყობა კარგია, ყველას გვაქვს იმედი, რომ ამ დაპირისპირებაში წარმატებას მივაღწევთ. გვეიმედება გულშემატკივრებისაც, მათი თანადგომა ძალიან გვჭირდება".

ერიკ გაბარაევი:

"ახალ გუნდში, ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, "დილაში" ყველაფერი მომეწონა და თავს აქ ნორმალურად ვგრძნობ".

ამის შემდეგ "დილა" მოედანზე გავიდა და ვარჯიში დაიწყო, მერე კი სტადიონს "ოლბორგის" ავტობუსიც მოადგა.

ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კენტ ნილსენმა და ახმახმა შემტევმა შუახაზელმა ტომას აუგუსტინუსენმა ისაუბრეს.

კენტ ნილსენი:

"საქართველოში პირველად ვარ. "დილასთან" მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. რაც შეეხება დანიისგან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს, არა მგონია, რომ ამან მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

ვითვალისწინებთ იმას, რომ "დილამ" შარშან დანიური "ორჰუსი" დაამარცხა.

ვიცი, რომ "დილაში" ახლა ბევრი ახალი ფეხბურთელია. რთული თამაში გველის. "დილას" რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერს ვუყურე, აგრეთვე დანიისა და საქართველოს ნაკრებების ამასწინანდელ ამხანაგურ შეხვედრასაც და ქართულ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს".

ტომას აუგუსტინუსენი:

"მოსამზადებელ შეკრებაზე გერმანიაში ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ვეთამაშეთ და იქაც ასეთივე სიცხე იყო. იმედი მაქვს, რომ ამის გამო არც "დილასთან" შეხვედრაში გვექნება პრობლემები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი მოდებაძე: "ოლბორგის" დამარცხება შეგვიძლია!

გიორგი დევდარიანი: "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია

გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!

გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა

წინასწარმეტყველი
სიცხე კი იქნება, მაგრამ წვიმა წამოვა და გააგრილებს. ვინც სტადიონზე აპირებს, ქოლგები და საწვიმრები წაიყოლეთ
555
ერთი ბანერი ვერ გააკეთეს პრესკონფერენციაზე.უკან ცელოფანი უკიდიათ 5წელია
vaxvax
6 საათზე თამაშის დანიშვნა, რაღაც აბსურდული, თითქოსდა მაღალი ტემპერატურის საჩვენოდ გამოყენების მიზნით, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია.სამუშაო დღეა,მაყურებელი არ გინდათ?რა სჭირთ ამ ქართველებს,არც ფეხბურთი იციან,არც პოლიტიკა უვარგათ,არც სტრატეგია გააჩნიათ,მარტო სიცხის იმედად ყოფნა შეიძლება?

სამწუხაროდ დილა გუნდი კი არა სასტუმრო უფროა,წამსვლელ-წამომსვლელების დროებითი თავშესაფარი.
ramo
ათას კაცზე მეტი დაგაკლდებათ, იმის გამო რომ თამაში 6 საათზეა. თანაც დღეს სიგრილეა. მოკლედ შეეშვით ცუნდრუკს და ფეხბურთი ითამაშეთ.
zvi
ყოველ წელიწადს ახალი გუნდი აკეთეტ და დიდი შედეგები გექნებათ ზაან კაი გუნდი იყო შარშან და რას ერჩოდით როცა შველა ჭირდებოდა მაშინ გეშველათ
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]
ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
I ლიგა: ცხინვალის "ლიახვი" უმაღლესი ლიგის გზაზე
გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"