ბაჩო მიქავა: "საფრანგეთს 1:0-ს მოვუგებთ და გოლს ბუდუ ზივზივაძე გაიტანს"
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კაუნასში პირველი ვარჯიშები 17 ივლისს ჩაატარა. გია ცეცაძის გუნდმა დილითაც ივარჯიშა და საღამოსაც.

18-იდან ორჯერადი ვარჯიშები აღარ იქნება და წვრთნა მხოლოდ საღამოობით გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ივარჯიშებენ.

ლატვიაში ბოლო ვარჯიშზე მიღებული წელის ტრავმამ ისე შეაწუხა ნაკრების მეკარე - გაბრიელ თებიძე, მას უკვე მესამე დღეა არ უვარჯიშია და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.

თებიძის ტრავმის შესახებ ვკითხეთ ნაკრების ექიმს - დავით ზაქრაძეს:

"გამოკვლევების გარეშე ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ტკივილი წელის არეში. ეს შეიძლება იყოს როგორც კუნთოვანი ტკივილი, ასევე ხერხემლის, ასე ვთქვათ, ნერვული ტკივილი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ხერხემლის პრობლემა, რადგან ტრავმა მკურნალობას ექვემდებარება და ეს კარგი ტენდენციაა.

აი, მაგალითად, დღეს ტკივილი თითქმის აღარ აქვს; მხოლოდ, ძალიან ღრმა და მკვეთრ მოძრაობებზე რეაგირებს. მოკლედ, მიდის მკურნალობისა და ამასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესი.

ჯერ ვერ ვიტყვით, მზად იქნება თუ არა თამაშისთვის, რადგან ვარჯიშები გამოტოვა და არანაირი ტკივილის შეგრძნება არ უნდა ჰქონდეს. ანუ ფსიქოლოგიურად თავისუფალი უნდა იყოს იმისგან, რომ მას არ სტკივა და შესაბამისად, ეს არ უნდა იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი.

სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ის პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა, მანამდე ვერაფერს ვიტყვით".

ვარჯიშის შემდეგ მეკარე ბაჩო მიქავასაც გავესაუბრეთ, რომელიც უკვე მეორე დღეა, მეგობრის და თანაგუნდელის გარეშე ვარჯიშობს.

- დღეს დილით კაუნასში პირველად ვივარჯიშეთ. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. რა თქმა უნდა, უკვე ყველა ვგრძნობთ, სად ვართ. რეჟიმიც განსხვავებული და მკაცრი გვაქვს. ბიჭები მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი სწორად და კარგად გავაკეთოთ.

ჩვენ აქ საბრძოლველად ჩამოვედით და ეს სულ გვახსოვს. მოკლედ, იგრძნობა, რომ ევროპის ჩემპიონატია.

ვარჯიშები კარგად მიდის და ყველა ჯანმრთელადაა. სამწუხაროდ, გაბის ტრავმა ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენთან ერთად იქნება.

- ნაკრებში ოფიციალური თამაში ჯერ არ გქონია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ შენი დებიუტი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთის წინააღმდეგ შედგეს. რას ფიქრობ ამაზე?

- ნერვიულობით არ ვნერვიულობ, რადგან ასეთი ვარ. რა თამაშიც არ უნდა მქონოდა, არასდროს ვღელავდი. ჩემთვის სულ ერთია, ვისთან სათამაშოდ გავდივარ. მთავარია, მე ვიყო დამაჯერებელი და გოლი არ გავუშვა. ახლაც ასე ვარ... ანუ კარი მშრალად უნდა შევინახო და პირიქით - ბიჭებმა გაიტანონ.

- შენ პროგნოზები კარგად გეხერხება და საკმაოდ ზუსტადაც გამოგდის. ამ შემთხვევაში, რას ფიქრობ მომავალ მატჩზე?

- საფრანგეთს 1:0-ს მოვუგებთ და გოლს ბუდუ ზივზივაძე გაიტანს. ასე თუ მოხდა, ადამიანი არ იქნება ჩემზე ბედნიერი.

სფფ-ის პრესსამსახური

კაუნასი, ლიტვა

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
"სამტრედიაში" სამი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ლოკომოტივი-შუქურა 0:0 - არ იყო მხოლოდ გოლი...
ვასილ მაისურაძე: იმედია, ხარვეზებს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
ლოკომოტივი-დინამო (ზ) 1:1 - ჯერჯერობით, დაუმარცხებლად...
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს