18 ივლისს უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს გარეშე დავრჩით
18 ივლისს დავრჩით ოქროს გარეშე უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

არადა, ჩვენს ბიჭებს არათუ ერთი ოქროს მოპოვება, არამედ სულაც დუბლის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ორივე მონაწილე - თამაზ კირაკოზაშვილიც (73) და იესო კვირიკაშვილიც (81) ფინალში გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდნენ.

ამათგან განსაკუთრებით სასიამოვნო კვირიკაშვილის წარმატებაა, რადგან ამ წონაში მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძეს იმდენად რთული საკადრო პრობლემები აქვს, რომ გიორგი ქურდიანის ტრავმის შემდეგ ივნისში, ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე მონაწილე საერთოდ არ წაუყვანია.

კვირიკაშვილმა ფინალამდე 4 ბრძოლა გამართა და ოთხივე წმინდად მოიგო. არადა, ამ მეტოქეთაგან ფრანგი ფრანკ დე უაიტი ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონია, ავსტრიელი - მაქსიმილიან შნაიდერი - მესამე პრიზიორი. კვირიკაშვილმა ამ ოთხი შეხვედრიდან ორი პირდაპირ იპონით მოიგო - ლიტველ გინტს ბუმაისტერსთან და უაიტთან (ამას იპონამდე ვაზარიც აართვა), შნაიდერსა და ბულგარელ ალექს ვასილიევს კი 2-2 ვაზარით აჯობა.

ფინალი კვირიკაშვილმა რუს მიხაილ იგოლნიკოვთან სუფთად წააგო. რუსი დღესდღეობით დაუმარცხებელია - ის ევროპის ბოლო სამი წლის უცვლელი ჩემპიონია.

თამაზ კირაკოზაშვილი ორი წლის წინ ევროპის ჭაბუკთა პირველობის ფინალში გავიდა, წლეულს კი იმავე ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა და უტრეხტშიც ფავორიტთა შორის იყო. ამის მიუხედავად, პირველი ორი შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო - სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკთან და ფინელ ოსკარ თვაურთან (ეს წლევანდელ ევროპირველობაზეც დაამარცხა). კირაკოზაშვილმა ყველაზე ძლიერად ნახევარფინალში იჭიდავა ყველაზე ტიტულოვან მეტოქესთან, ჩერნოგორიელ არსო მილიჩთან, ვინც ჩვენებურის მსგავსად, ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია. ფინალს კირაკოზაშვილი იუკოთი იგებდა, თუმცა ამანაც იპონით წააგო, ოღონდ თურქ ფალავანთან, ისლამ აბანოზთან.

ხუთშაბათს გოგოებში ჩვენმა ბოლო მონაწილემაც იჭიდავა – ხატია ჯანაშვილმა (63). მან პირველივე პაექრობა დათმო ებრაელთა მომავალ მესამე პრიზიორ პაზ ლიბელთან.

უტრეხტში ძიუდოისტთა ტურნირი 19 ივლისს დამთავრდება, როცა მორიგი ქართული დუეტი იასპარეზებს - გიორგი გველესიანი (90) და გიორგი ძებისაშვილი (+90). ისინი მეორე წრიდან ჩაებმებიან შეჯიბრებაში და გველესიანი პირველად ბრიტანელ ჯონ ჯაინეს ხვდება (მან ივნისში ტალინში, ევროპის პირველობაზე დავით რამაზაშვილი დაგვიმარცხა), ძებისაშვილი - ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსს.

ასევე იხილეთ:

ოლიმპიური ფესტივალი: გიორგი კაციაშვილმა გვასახელა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გეგმები ვაჟებთან ერთად ქალებმაც დააწყვეს
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
გოგონებმა ავსტრიული კემპი ჩააბარეს - ინტერვიუ გია თენაძესთან
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ობერვარტში ლიდერებით
გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს
გოგონები ვეღარ იზრდებიან - ინტერვიუ გია თენაძესთან
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
სუპერ-ლიპარტელიანი! - ინტერვიუ გია თენაძესთან
ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის დასასრული
ძიუდოისტ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ტრაბზონში მოემზადება
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!