ან ახლა, ან არასოდეს: "ბრუკლინ ნეტსს" ჩემპიონობა დღესვე სჭირდება
რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, რომელიც 2010 წელს, "ბრუკლინ ნეტსის" გულშემატკივრებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას დაპირდა, უახლოვდება პირობის ასრულებას.

ამ ზაფხულს, "ბრუკლინი" NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ნიუსმეიკერი გახდა. პროხოროვის კლუბმა უმაღლესი დონის რამდენიმე მოთამაშესთან გააფორმა კონტრაქტი, მოიწვია ახალი მთავარი მწვრთნელი და ახლა, ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის სტატუსით გამოდის.

როცა პროხოროვმა "ნიუ ჯერსი ნეტსი" (შემდეგ კლუბი ბრუკლინში გადავიდა და სახელწოდება შეიცვალა) შეიძინა, გუნდი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2009-10 წლების სეზონში "ნეტსმა" 82-დან 70 მატჩი წააგო (ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში). გუნდს გარდაქმნა სჭირდებოდა.

"ნეტსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიეს ეივერი ჯონსონი - სპეციალისტი, რომელიც 2006 წელს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აირჩიეს. გარდა ამისა, 2010-11 წლების სეზონის მსვლელობისას, კლუბმა საკმაოდ რთული გარიგება განახორციელა, როცა ვარსკვლავური გამთამაშებელი დერონ უილიამსი გაიფორმა. მაგრამ ამ მენეჯერულ წარმატებას ბევრი შეცდომაც დაერთო - ჩაშლილი გარიგებების რაოდენობით (კარმელო ენტონიდან დაწყებული დუაიტ ჰოვარდით დამთავრებული) "ნეტსი" NBA-ის ჩემპიონი გახდა.

თამაშის მიხედვით, "ბრუკლინი" ერთხელაც არ მიახლოებია ჩემპიონობას. 2010-11 წლებში და მომდევნო სეზონშიც გუნდმა პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლო. 2012-13 წლების სეზონში კარგი სტარტის შემდეგ, "ბრუკლინმა" დაამუხრუჭა და ჯონსონი გაანთავისუფლეს.

მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით პი ჯეი კარლესიმომ დაიკავა. მან ასწავლა გუნდს NBA-ის ვარსკვლავის დონეს მიახლოებულ ცენტ ბრუკ ლოპესზე თამაში და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად "ბრუკლინი" პლეი ოფში გაიყვანა.

პირველ რაუნდში "ჩიკაგო ბულზთან" კარლესიმოს გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ "ხარები" შვიდივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდნენ და მოიგეს სერია – 4:3. თუმცა მეორე რაუნდზე შორს "ბრუკლინი", ალბათ, ვერ გავიდოდა, რადგან იმ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონთან "მაიამისთან" მოუწევდა შეხვედრა.

სეზონებს შორის შესვენებისას, კარლესიმომ პოსტი დატოვა. "ბრუკლინის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ჯეისონ კიდი, ლეგენდარული კალათბურთელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ცხრაგზის მონაწილე. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორი მწვრთნელი გახდება კიდი, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშე იყო. "ნეტსში" შვიდი წელი თამაშობდა და ორჯერ გაიყვანა გუნდი NBA-ის ფინალში. მწვრთნელის რანგში მისგან უფრო მეტს მოითხოვენ.

ეს მოთხოვნა სავსებით დასაბუთებული და ლოგიკურია, რადგან კლუბის მენეჯმენტმა კიდისთვის ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. პირველ რიგში, ლაპარაკია "ბოსტონ სელტიქსის" მრავალწლიანი ლიდერების - კევინ გარნეტისა და პოლ პირსის დამატებაზე. მათთან ერთად, "ნეტსს" "კელტებისგან" ერგო მცველი ჯეისონ ტერი და ფორვარდი დი ჯეი უაიტი.

ამათ სანაცვლოდ, "ბრუკლინმა" დათმო ხუთი ნაკლებად კვალიფიციური კალათბურთელი, გარდა ამისა, დრაფტის პირველ რაუნდში სამი არჩევანიც მისცა "ბოსტონს", რითაც გარკვეულწილად მომავალი შესწირა. მაგრამ ამერიკულ სპორტში ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა სწრაფად გსურს წარმატების მიღწევა. პროხოროვს კი სწორედ ეს უნდა.

37 წლის გარნეტსა და 35 წლის პირსს ბევრი დადებითი თვისების გარდა, რამდენიმე ნაკლიც აქვთ. ეს არის წლებთან ერთად დაკარგული სისწრაფე, მუხლების ტრავმა, რომელიც ორივე მოთამაშეს აწუხებს და მრავალმილიონიანი კონტრაქტები.

NBA-ის მოთამაშეთა კონტრაქტები - რთული თემაა. ერთის მხრივ, ასოციაციამ დააწესა "ხელფასების ზღვარი" (დაახლოებით 60 მილიონი დოლარი წელიწადში თითოეული კლუბისთვის). მეორეს მხრივ, ეს ლიმიტი ბევრ გამონაკლისს ითვალისწინებს. და ამ გამონაკლისების გათვალისწინებით, "ბრუკლინი" ახალ სეზონს 100-მილიონიანი სახელფასო ბიუჯეტით ხვდება. ეს პირველი ადგილია NBA-ში და ამ მაჩვენებლით "ბრუკლინი" ძალიან უსწრებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს", რომლის სახელფასო ბიუჯეტია - 89 მილიონი.

მაგრამ რეალურად, საქმე ამ 100 მილიონის გადახდით არ შემოიფარგლება. კლუბებისთვის, რომლებიც ვერ ეტევიან სახელფასო ლიმიტში, NBA-ს გათვალისწინებული აქვს "ფუფუნების გადასახადი". ისეთი კლუბები, როგორიც "ლეიკერსია", ამ გადასახადს ბილეთებზე ფასების აწევით ისტუმრებს. კლუბი ლოს ანჯელესში ძალიან პოპულარულია და ბილეთზე 100 დოლარი მაყურებელს არ აშინებს. "ბრუკლინისთვის" 2013-14 წლების სეზონში "ფუფუნების გადასახადი" 86 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ ფულს პროხოროვი თავად გადაიხდის, ასე რომ, "ბრუკლინის" მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი საშუალო იქნება.

ყველაზე საინტერესო ისტორია, რომელიც "ფუფუნების გადასახადს" უკავშირდება, რუს ფორვარდთან ანდრეი კირილენკოსთან კონტრაქტის გაფორმებას ეხება. მან უარი თქვა "მინესოტასთან" წელიწადში 10-მილიონიან კონტრაქტზე და ეს ახსნა ახალი მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების სურვილით. საბოლოოდ, კირილენკომ "ნეტსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა წელიწადში 3 მილიონი დოლარი ხელფასით, ამასთან, ამ მოთამაშეზე "ფუფუნების გადასახადი" წელიწადში 13 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ში კირილენკო და პროხოროვი გარიგებაში დაადანაშაულეს - თითქოს კალათბურთელი კიდევ რამდენიმე მილიონს ბიზნესმენისგან "კონვერტით" მიიღებს. მოთამაშე უარყოფს ამ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ "ბრუკლინთან" კონტრაქტს არა ფულის გამო მოაწერა ხელი, არამედ იმისთვის, რომ ტიტული მოპოვება სურს.

ნებისმიერ შემთხვევაში, კირილენკო "ბრუკლინის" დღევანდელი შემადგენლობის კარგი დამატებაა. სავარაუდოდ, "ნეტსის" სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, პოლ პირსი, კევინ გარნეტი და ბრუკ ლოპესი. ასეთი შემადგენლობით, "ბრუკლინი" მოქმედ ჩემპიონ "მაიამისთან" ერთად ტიტულის ფავორიტი იქნება. თუმცა "ნეტსს" ბევრი დრო არ დარჩა - ახლა უნდა მოიგოს, სანამ გუნდის ლიდერები პენსიაში გავლენ. თანაც ის ხუთი წელი, რომლის განმავლობაშიც პროხოროვმა "ნეტსს" ჩემპიონობა დაპირდა, მალე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ "ბრუკლინ ნეტსში" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია თამაშობს, რომელმაც ახლახან საზაფხულო ლიგაზე ითამაშა "ნეტსის" რიგებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეისონ კიდმა აღიარა და ციხეს გადაურჩა

chiko
გეშლება ძმა. გარნეტი მძიმე ფორვარდია ხანდახან წაუცენტრებს კიდეც. თოკო მსუბუქი ფორვარდია.. ალბათ პოლ პირსი გინდოდა გეთქვა..ასეა თუ ისეა თოკოს ურჩევნია სადმე ფინიქსში ან დეტროიტის მსგავს გუნდში გადავიდეს.. ბრუკლინში მოედანს არ ანახებენ
murtalo
სამწუხაროდ კევინ გარნეტი და კირილენკო სწორედ შენგელიას პოზიციაზე თამაშობენ და თოკოს იმაზე ფიქრი მოუწევ სათადარიგო სკამზე რომ მაინც მოხვდს...არადა საშუალო სროლის სტაბილურობის გარდა ყველაფერი აქვს ამ ბიჭს.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
sfgate.com: ფაჩულია იდეალური დანამატია "უორიორსის" 4 სუპერვარსკვლავისთვის
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია "დალასის" სასტარტოში დეტროიტში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
NBA: დიდი ტრეიდების მოლოდინში
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" იჩხუბა და წააგო [VIDEO]
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ლოპესი და ჰარდენი
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
All Star-ის 5-გზის მონაწილე ჰორფორდი: ზაზა ფაჩულიასაგან ბევრი ვისწავლე
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
ფაჩულია VS კაზინსი - სუპერმატჩის სუპერდასასრული [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 19 მოხსნით, 11 ქულითა და 23-ე ორმაგი დუბლით დაუბრუნდა [VIDEO]
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
NBA. ᓞᓚᕔᕘ ᓝᓤᕘ: ᓒᓐᕙᓕᓔᕗᓘᓚᓘ "ᓛᓐᓘᕐᓛᓘᓡᓒᕐᓜ"
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
NBA: ლუოლ დენგი კლუბს შეიცვლის
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პოლ პირსი ბოსტონში გააცილეს
ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
NBA-ს ლეგენდა ლაივის გამო ESPN-დან გააგდეს
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
პოლ პირსის ბოლო თამაში კარიერაში
NBA. ᕞᓚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓔᓠᕗᓛᕐ ᕑᓚᕝᓙᓛᕐ ᕡᕔᕠᓘᓘᓡ ᓑᓔᓓᓘ ᓒᓐᕓᓐᓬᓧᕕᓘᓢᕐ
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓡᓣᓚ ᓪᓝᓢᓐ ᓡᕐᓡᓬᕐᓣᓚᓐᕛᓓᕔ
ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | "ორლანდოს" სუპერსერია გრძელდება [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი დაბრუნდა, საუკეთესო გრინი იყო
კონტრაქტი კარიერის დასრულებისთვის