უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე საუკეთესო გუნდი უკვე კაუნასშია და ტურნირის დასაწყებად ყველაფერი მზადაა
უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე საუკეთესო გუნდი უკვე კაუნასშია და ტურნირის დასაწყებად ყველაფერი მზადაა.

საქართველოს ნაკრების უშუალო, B ჯგუფის მეტოქეებიდან პირველი კაუნასში სერბები ჩამოვიდნენ. დღის მეორე ნახევარში თურქეთის ნაკრები გამოჩნდა, ყველაზე გვიან კი ფრანგები მოვიდნენ.

სასტუმროში უკვე სხვა ატმოსფეროა და იგრძნობა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება.

18 ივლისის დილა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მსაჯებთან დაგეგმილი შეხვედრით დაიწყო. ჩვენი გუნდისთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია ჩაატარა ცნობილმა ბერძენმა მსაჯმა - კიროს ვასარასმა, რომელიც უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრია, ამ ჩემპიონატზე კი მსაჯების დამკვირვებლადაა მოვლენილი.

ასე იყო შარშანაც - 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში. სწორედ ამიტომ კიროს ვასარასმა, რომელმაც მსგავსი პრეზენტაცია მაშინაც ჩაატარა, ადვილად იცნო ნიკა ჭანტურია და ლაშა დვალი და მათი ხელახალი ნახვით კმაყოფილება გამოთქვა.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა - კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვასარასმა ფეხბურთელებს რამდენიმე ახალი წესი და ცვლილება გააცნო და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდი. შეხვედრის დასასრულს კი ასეთი რამ თქვა:

"მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი ბრძოლით მოხვედით ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან ელიტრაუნდის ჯგუფებს თვალს აქტიურად ვადევნებდი.

ყველა, ვინც შარშანდელ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელიც არ ლაპარაკობდა და ფეხბურთს თამაშობდა. მე სწორედ ამით დამამახსოვრდით.

მინდა წარმატება გისურვოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც ნამდვილ, სამართლიან ფეხბურთს ითამაშებთ".

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა შეხვედრით და აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება.

ამის შემდეგ უეფას ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელიც საკმაოდ მხიარულ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ვარჯიშამდე კი ფეხბურთელებმა მთელი დღე დაისვენეს.

ბოლო დღეების ვარჯიშები მთლიანად ტაქტიკური სქემების დახვეწას მოიცავს. თითქმის სამდღიანი, იძულებითი დასვენების შემდეგ პირველად ივარჯიშა გაბრიელ თებიძემ, რომელმაც ლატვიაში გამართულ ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა მიიღო.

19 ივლისიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი დროით 13 საათზე დაიწყება ოფიციალური პრესკონფერენცია საქართველოს, საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების მონაწილეობით. მათ შემდეგ კი მედიას უკვე A ჯგუფის გუნდების თავკაცები შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრების მატჩისწინა, ოფიციალური ვარჯიში კი ლიტვის დროით საღამოს 19 საათზე დაიწყება.

ახლოვდება პირველი სათამაშო დღე და რა თქმა უნდა, მღელვარება მატულობს. თუმცა ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე მაინცდამაინც არ ითქმის, რადგან ყველაზე მოუთმენლად სწორედ ისინი ელოდებიან 20 ივლისს.

სფფ-ის პრესსამსახური

კაუნასი, ლიტვა

diego
ამდენ აჟიოტაჟი მოგების მერე უფრო შეგშვენით. ღმერთმა ხელი მოუმარტოს ბიჭებს და მათ გულშემატკივრებს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა